თუ ჯანმრთელობა „შეგერყათ“, კოწახური შეაგროვეთ. კენკრა შესანიშნავად კურნავს წნევას, ვენებს, გულს და სისხლძარღვებს

1091

ბევრს კოწახურის კანფეტის გემო ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ კენკრა ძალიან სასარგებლოა. მისგან მომზადებული სასმელი სკლეროზის მკურნალობას ხელს უწყობს, ჰიპერტონიის დროს წნევას ამცირებს, სისხლძარღვებსა და გულის კუნთებს აძლიერებს.

განწყობის ასამაღლებლად 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კოწახურის ნაყოფი და თაფლი აურიეთ, ნარევს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 40 წუთით დააყენეთ, შემდეგ ნაყენი დალიეთ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დალიეთ და ყოველთვის ახალი სამკურნალო სასმელი მოამზადეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე, 7 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

როგორც ღირებული სამკურნალო საშუალება კოწახური ჯერ კიდევ ძველი ბაბილონის დროიდან ცნობილია. მისი ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი, ფესვები და ქერქი ფართოდ გამოიყენება.

ბევრი ქვეყნის ხალხურ და სამეცნიერო მედიცინაში კოწახურის მედიკამენტები გამოიყენება თირკმლების და შარდის ბუშტის, ელენთას, ღვიძლის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, კუჭის კოლიკის, დიაბეტის, რევმატიზმის, პოდაგრის, რადიკულიტის, შინაგანი სისხლდენის, ბრონქების და ფილტვების, პლევრიტისა და ტუბერკულოზის დაავადების დროს. კოწახურით სიმსივნესაც მკურნალობენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მასში შემავალი ბერბერინი სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტილეიკემურ მოქმედებას ფლობს, თუმცა ჯერ სინთეზირებას არ ექვემდებარება.

მცენარის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

სისხლდენა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვულაციის დროს სუსტი სისხლდენისას, ანთებით პროცესებთან დაკავშირებული სისხლდენის დროს სამეანო და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში არაყზე დაფუძნებული მცენარის ფოთლების ნაყენს იყენებენ. ამისთვის 1 ნაწილ ფოთლებს 5 ნაწილ არაყს ასხამენ. 2 კვირა დააყენეთ. 25-30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. მკურნალობის კურსი 5-10 დღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ (თუ უკუჩვენება არ გაქვთ).

ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადება. კოწახურის ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალება. 2 ს/კ ხმელ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ, 4-5 კვირის განმავლობაში დალიეთ.

გულის არეში ტკივილი, ჰიპერტონია. 1 ს/კ ყვავილებს 300 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 2 ჩ/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. დღეში რამდენჯერმე ყვავილების წყლიანი ნახარშით თვალები გაიწმინდეთ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადება. 10 გრ კოწახურის ქერქი და 15 გრ კოწახურის ფესვები აურიეთ და 300 მლ ცივი წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 30 წუთით ხარშეთ. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ, ცხელი წყლით საწყის მოცულობამდე დაიყვანეთ. 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, თირკმლების და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადება. 25 გრ კოწახურის ქერქს 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 4 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 100 მლ დღეში 4-ჯერ, 4-6 კვირის განმავლობაში დალიეთ.

პლევრიტი, ტუბერკულოზი, ასევე კუჭის დაავადება, რევმატიზმი. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ, ხმელ კოწახურის ფესვებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, კიდევ 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ძვლების მოტეხილობა, დაჭიმულობა, ამოვარდნა. ტოტების, ქერქის და ფესვების ნახარში – 1 სუფრის კოვზს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 5 წუთით ხარშეთ. ნახარშით სახვევები და კომპრესები გაიკეთეთ. შიგნით – 2 ს/კ ნახარში ნახევარ ჭიქა რძესთან ერთად დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

სიმსივნე, მეტასტაზები. პროფილაქტიკის მიზნით და სამკურნალოდ ნახევარი ჩ/კ კოწახურის ქერქს და ფესვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით ხარშეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. 2 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

მარილების დაგროვების, სახსრების და კუნთების ტკივილის მოსაშორებლად კოწახურის სპირტიანი ნაყენი გამოიყენეთ. ასევე ნაყენი უმკლავდება პოდაგრას, ნაღვლკენჭოვან დაავადებას და ქოლეცისტიტს. 50 გრ დაქუცმაცებულ მცენარის ქერქს 0,5 ლ არაყი დაასხით. 10 დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ, 25-30 წვეთი 1 ს/კ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

კოწახური თითქმის ყველა მებაღეს მოჰყავს. აი, მისი რეცეპტების პოვნა კი გაგიჭირდებათ.

უკუჩვენება

მაგალითად პირველ რეცეპტში, სამეანო და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში კოწახური უკუჩვენებულია სისხლდენის დროს, რომელიც საკვერცხეების დისფუნქციას უკავშირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს