როდესაც სხვადასხვა გარემოების გამო დასასვენებლად წასვლა ბავშვებთან ერთად არ გამოდის, შეიძლება ახლობელი ადამიანი დაგეხმაროს ამ დროს. ჩვენს შემთხვევაში ეს დამხმარე შეიძლებოდა ყოფილიყო ბებია. “შეიძლებოდა” იმიტომ, რომ თურმე მას ბავშვები შერჩევით მიყავს.
შვებულება ზღვაზე ბავშვებთან ერთად
ჩვენ ორი და ვართ – მე და ნატა. ის ჩემზე უმცროსია ერთი წლით. ორივეს გვყავს თითქმის თანატოლი ქალიშვილები. მე ქმართან ერთად ცალკე ვცხოვრობ, ხოლო ნატა ქმარს გაშორდა და დედაჩემთან არის. რა თქმა უნდა, დედა ყველაფერში ეხმარება მას მატერიალურადაც და ფიზიკურადაც.ჩვენი ბინა კრედიტით გვაქვს აღებული და არ გვრჩება ხოლმე სამოგზაურო თანხა. ამიტომ, როცა გავიგე, რომ დედა ზღვაზე აპირებდა წასვლას ჩემს დის შვილთან ერთად, ვთხოვე, ჩემი გოგოც წაეყვანა.
ბებიის პასუხი – დედამ მტკიცე უარი მითხრა. ვერ შევძლებ ორი ბავშვის ერთდროულად მოვლას. ნატა მუშაობს და ბავშვს ვერავის დაუტოვებს, შენ კი ქმარ-შვილთან ერთად შეგიძლია დასასვენებლად წასვლაო.როგორც ჩანს დედას დაავიწყდა, რომ კიდევ ერთი წელი დიდი კრედიტის გადახდა მოგვიწევს და ვერსადაც ვერ წავალთ. რომ შეგვეძლოს, ხომ წავიდოდით? ისე გამოვიდა, რომ ჩემი გოგონა ქალაქში იხუთებოდა, მთელი დღე ტელეფონს ჩასჩიჩინებდა, ხოლო ჩემი დის შვილი ზღვაზე ბანაობდა.დედას არ ვამტყუნებ, შეიძლება მართლა გაუჭირდებოდა ორი ბავშვის მოვლა, მაგრამ რა გამოდის? ერთი შვილი მნიშვნელოვანია მისთვის, მეორე არა? ეს სამართლიანი დამოკიდებულებაა ჩემი შვილის მიმართ?
დასკვნა: სწორად მოექცა თუ არა ბებია შვილიშვილებს? შეიძლება ამ საქციელით დაასკვნა, რომ ერთი მეორეზე მნიშვნელოვანია მისთვის? სწორია ამის გამო დედაზე განაწყენება? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.