„ოქროს“ რეცეპტები კუნელით. როგორ ვიმკურნალოთ და ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

2269

კუნელის ყვავილი, ნაყოფი, ფოთოლი და ქერქი სამკურნალოა. ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის, სტენოკარდიის, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ექსტრასისტოლის, გულის და ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის და ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს.

კუნელი თირეოტოქსიკოზის, ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის მომატების, გაზრდილი არტერიული წნევის, თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, უძილობის, ნერვული გაღიზიანების და ქოშინის დროს აუცილებელია. ქერქის ნახარში ციებ-ცხელების, ხოლო ნაყოფის ნახარში ლეიკემიის დროს გამოიყენება. მაისის ფოთლების წვენი სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ელექსირს წარმოადგენს.

წითელი კუნელის ნაყენი რეკომენდებულია ნევროზის, ჰიპერტონიის, ქოშინის და კლიმაქსის დროს. 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ნაყოფს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით თბილ ადგილას დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

რევმატიზმის დროს ¾ ქილის მოცულობა კუნელის ახალი ყვავილებით აავსეთ, ბოლომდე არყით აავსეთ და 1 კვირა დააყენეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ და აბზინდას ნახარში დააყოლეთ.

მეხსიერების გაუარესების, გაღიზიანების, შრომისუნარიანობის დაქვეითების, თავბრუსხვევის, ჰიპერტონიის, ქუჩაში სიარულის შიშის, კოორდინაციის დარღვევის ნიშნების დროს. 40 წვეთი (ყვავილების სპირტიანი წვენი) დღეში 3-ჯერ დალიეთ.

გულის ტკივილის დროს 30-40 წვეთი სააფთიაქო კუნელის ნაყენი ცოტა წყალში გახსენით და დალიეთ. ძალიან მალე ტკივილი გაქრება. გულის ტკივილმა რომ აღარ შეგაწუხოთ, კუნელით იმკურნალეთ. ამისთვის 7 ს/კ ხმელ ნაყოფს 7 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ჭურჭელს პირსახოცი დააფარეთ და 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 30 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ. ნაყენი შეგიძლიათ სტენოკარდიის დროს მიიღოთ.

კუნელი ათეროსკლეროზის დროსაც დაგეხმარებათ. 1 ჭიქა ახალ, დაქუცმაცებულ მცენარის ნაყოფს 200 მლ სპირტი დაასხით, 5 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ჩ/კ წყალში გახსნილი ძილის წინ დალიეთ.

საუკეთესო საშუალება გულის დაავადების დროს – კუნელის ყვავილი, ფოთოლი და ნაყოფი. კუნელის ყვავილებისა და ფოთლებისგან ჩაის ამზადებენ, ხოლო ნაყოფისგან ნაყენს. 5 ს/კ დაქუცმაცებულ ნაყოფს და შავბალახას ბალახს 1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 6 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. სტენოკარდიის, შაკიკის, ტაქიკარდიის და ათეროსკლეროზის დროს დაგეხმარებათ.

ეს საშუალება გულის კუნთებს გააძლიერებს და გულის ტკივილს მოგაშორებთ. 0,5 კგ კუნელის ახალი მწიფე ნაყოფი გარეცხეთ, ქვაბში ჩაყარეთ და 1 ლ წყალი დაასხით, შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 15-20 წუთით ხარშეთ. ნაყოფი გახეხეთ და 2/3 ჭიქა შაქარი, ასევე გემოვნებით თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 2 ს/კ ნარევი ყოველდღე, ჭამის წინ მიიღეთ. მაცივარში შეინახეთ.

უკუჩვენება

კუნელს მეორე მხარეც გააჩნია. ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენების შემთხვევაში გულის რითმის გაურესებას იწვევს. ნახარშები და ნაყენები უზმოზე არ უნდა მიიღოთ, მხოლოდ საუზმის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ მას ცარიელ კუჭზე დალევთ, სისხლძარღვებს სპაზმს, ნაწლავურ სპაზმს, ზოგჯერ ღებინებას გამოიწვევთ. კუნელის მიღების შემდეგ ცივი წყლის დალევა არ შეიძლება – ეს ნაწლავურ კოლიკს გამოიწვევს. მის მოშორებას კვლიავის, კამის და ნიახურის დახმარებით შეძლებთ. კუნელის ნაყოფის დიდი რაოდენობით მიღება მსუბუქ მოწამვლას იწვევს. განსაკუთრებით საზიანოა მოუმწიფებელი ნაყოფი.

კუნელის თვისება შეამციროს წნევა, ზოგჯერ გულის უსიამოვნების და ჰიპოტონიკების სხვა დაავადების მკურნალობის დროს გართულებას იწვევს. მრავალწლიანი დაკვირვებით, მათთვის უფრო შესაფერისია ახალი ყვავილების დაწურული წვენი. ის თანაბარი პროპორციით არაყში უნდა გახსნათ, რომ მჟავიანობა თავიდან აიცილოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს