სიდედრი მთელი 10 წელი სამუშაოდ იყო წასული საზღვარგარეთ, მთელ ფულს თავის ვაჟს უგზავნიდა. დაბრუნება და ცხოვრება კი ჩვენს სახლში სურს

2679

სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ისეთია, რომ საკუთარი სახლის საყიდელი ფულის შეგროვება ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყო. პატარა ბინის საყიდლადაც კი კოლოსალური რაოდენობის თანხაა საჭირო.ჩვენ ხომ აფრიკაში არ ვცხოვრობთ. მათი კლიმატის პირობებში კარავშიც შეიძლება ცხოვრება, თიხის, ან ტოტებისგან გაკეთებულ სახლში. მაგრამ დავანებოთ სხვას თავი და ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ პაპარაცის ამ სტატიაში.

სახლის საყიდელი ფული

“მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს უკვე 15 წელია ვიცნობთ. ყველაფერი დაიწყო უბრალო მეგობრობით, ეხლა კი მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებ. მივლინებებში სიარულის დროს დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული მართლა არსებობს.მაგრამ ეხლა ამაზე არ მინდა საუბარი, უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც თავს გადაგვხდა. ჩემი მშობლები ძველი ყაიდის ხალხია. ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში კატეგორიულად მოითხოვდნენ სარძლოს გაცნობას.სარძლოს გაცნობის შემდეგ დედა და მამა დამპირდა. რომ ქორწილის შემდეგ ბინას მიყიდდნენ, თუ შევწყვეტდი აქეთ-იქეთ სეირნობას და ცოლად მოვიყვანდი სწორედ ამ გოგონას. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, რადგან ისედაც ვაპირებდი საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას.იმ პერიოდში ჩემს სიდედრს ცუდი სიტუაცია ქონდა. ცოლის ძმა რაღაც კრიმინალურ ამბავში გაეხვია და მისი ციხიდან დასახსნელად სახლის გაყიდვა მოუწიათ. ის იმ დღიდან აღარ მიყვარს და ეხლა კიდევ უფრო მძულს.იმ შემთხვევის შემდეგ სიდედრმა იტალიაში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. სხვა რა გზა ქონდა? უსახლ-კაროდ დარჩნენ. აქ კი ბინის ფულის შეგროვება შეუძლებელი იყო.ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საცოდავი ქალი საზღვარგარეთ. ათი წელი მუშაობდა მუხლჩაუხრელად საკმაოდ მძიმე სამუშაოზე. აგზავნიდა ფულს ოჯახში. ქალიშვილისთვის ბევრი არაფერი გამოუგზავნია, მხოლოდ ყავა და შოკოლადები, მაგრამ ჩვენ ამისიც მადლობლები ვართ.მთელი ფული ჩემი ცოლის ძმის ხელში ხვდებოდა, რომელიც რაღაც საქმეებში აბანდებდა თითქოს. რამდენიმე წლის წინ ქალაქის ცენტრში ბინა შეიძინა ამ ფულით და ისე ამაყობდა, თითქოს თავისი ნაშრომი იყო. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ გამოგზავნილ ფულს ბიზნესში აბანდებდა, მაგრამ მე არასდროს არ მინახავს ის საქმეში. მართვის მოწმობაც კი არ ქონდა “ბიზნესმენს”…

ეხლა კი რა ხდება. ერთი წლის წინ სიდედრი დაბრუნდა სამშობლოში. დაქანცულ ქალს სიგიჟემდე გაუხარდა შვილების და შვილიშვილების დანახვა, მაგრამ ერთ კვირაში გაიგო, რომ შვილს ბინა აუღია კრედიტით და მისი გადასახდელი ფული კი აღარ აქვს. აღმოჩნდა, რომ სახლი ისევ არ არის.ჩემმა ცოლმა კი ასე გადაწყვიტა: ან დედა იცხოვრებს ჩვენთან, ან გადავუხდით ბინის ქირას. სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვაქვსო.სიდედრის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. მაგრამ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი მეორე შვილის უპასუხისმგებლობის გამო? ჩვენს პატარა სახლში ფიზიკურად არ არის ადგილი. ქირის გადახდა კი მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია.მინდა კაცურად დაველაპარაკო ცოლის ძმას. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, მათ შორის მეც? აი, ასეთი სიტუაცია მაქვს, მეგობრებო. გირჩევთ, საკუთარ მომავალზე ახალგაზრდობიდანვე იფიქროთ. სანამ ძალა და ენერგია გაქვთ. მერე უკვე გვიანი იქნება და გაგიჭირდებათ. ”

თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს