ბაბუაწვერას ზეთი – კუჭის, საჭმლის მონელებისა და ღვიძლის პრობლემების ელექსირი

1314

საჭმლის მონელების პრობლემებს ბაბუაწვერას ზეთი გაუმკლავდება. მისი ყვავილობის დროს, არ დაგავიწყდეთ ამ ფანტასტიკური სამკურნალო საშუალების მომზადება. ღვიძლის დაავადებებისა და ნაღვლის კენჭების, ჩვეული ყაბზობისა და კნტ-ს ნებისმიერი პრობლემის დროს, მას იღებენ 3 ს.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ. უშუალოდ ჭამის წინ და ჭამის დროსაც კი.

კანის დაავადებები, ძველი ჭრილობები, შრამები, დამწვრობის კვალი, ეკზემა, ფსორიაზი, წითელი ქარი, იმპეტიგო დაიმუშავეთ ამ ზეთით გაჟღენთილი სელის ხელსახოცებით.

ბაბუაწვერას ზეთის მომზადება

ზეთის მომზადება არართული, თუმცა ხანგრძლივი პროცესია. მშრალ, მზიან ამინდში, მოკრიფეთ ბაბუაწვერას ყვავილები ყვავილების ღეროებიანად. დაჭყლიტეთ ეს ყველაფერი წვენის გაჩენამდე და ჩაალაგეთ შუშის ქილებში ნახევრამდე. შემდეგ პირთამდე დაასხით არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი, დაამაგრეთ მარლა და გაიტანეთ 3 კვირით მზეზე. შემდეგ გადაწურეთ, დაწურეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ზეთი ბაბუაწვერას ფესვებისგან, დამწვრობის წინააღმდეგ

მზისგან დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალების მომზადება წინასწარ შეგიძლიათ მოიმარაგოთ. ამისთვის 1 წილ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 10 წილი მცენარეული ზეთი, დააყენეთ 1 საათით მდუღაე წყლის თავზე და გადაწურეთ. შეინახეთ სამკურნალო  ზეთი მაცივარში. ბაბუაწვერას ფესვები მოამზადეთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როცა ფოთლები დახვევას იწყებს.

ეკზემის, გასტრიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭების, ყაბზობის დროს

ბაბუაწვერას ზეთს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. მისი მომზადება შეგიძლიათ გაზაფხულზე, მშრალ ამინდში შეგროვებული ყვავილებითა და ღეროებით.

ნედლეული დაჭყლიტეთ წვენის გაჩენამდე და ჩაალაგეთ შუშის ქილებში ნახევრამდე. შემდეგ პირთამდე დაასხით მზესუმზირის ზეთი, დაახურეთ მარლა და დააყენეთ 3 კვირით ოთახის ტემპერატურაზე, მზიან ადგილას(ფანჯრის რაფაზე).

შემდეგ გაფილტრეთ ზეთი და შეინახეთ ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 ს.კ. ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ან ჭამის დროს.

გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს, როგორც ნაღველმდენი დაავადება, კნტ-ს ნებისმიერი პრობლემის(გასტრიტი, კოლიტი) დროს.

ეკზემის, ჰერპესის, დამწვრობის, მწერის ნაკბენის, მუნისა და ძირმაგრების სამკურნალოდ, ნებისმიერი შუშის ქილა გაავსეთ ბაბუაწვერებით, არ დატკეპნოთ. დაასხით პირთამდე მცენარეული ზეთი და გააჩერეთ 1 დღით. შემდეგ დადგით ქილა წყლიან ქვაბში და გაასტერილეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ორ ფენა მარლაში, დაწურეთ და ზეთიც მზადაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს