ჭინჭრით მკურნალობის 11 რეცეპტი. ტუბერკულოზი, პოდაგრა, ართრიტი – მსუსხავი სარეველა ყველაფერს კურნავს.

506

ჭინჭარი რომ ძლიერ ისუსხება ყველამ იცის. ჯერ კიდევ ავიცენი მასზე წერდა „ამ ბალახის ცხელ ძალას ზომა არ აქვს“. ჭინჭარი ფასდაუდებელი სამკურნალო მცენარეა, ამიტომ „პაპარაცი“ მის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ჭინჭარი ერთწლიანი ან მრავალწლიანი მცენარეა. მათ ერთმანეთისგან ფოთლების ფორმით მარტივად გაარჩევთ: მრავალწლიან ჭინჭარს დიდი, ლანცეტური ფორმის ფოთლები აქვს, ხოლო ერთწლიანს – უფრო პატარა ფოთლები ღრმად გამოხატული კუთხეებით.

ჭინჭრის ფოთლები ვიტამინების საწყობია. მაგალითად, მასში 4-ჯერ უფრო მეტი ასკორბინის მჟავაა, ვიდრე ლიმონში, ხოლო უფრო მეტი K ვიტამინი, ვიდრე ისპანახსა და კომბოსტოში. ამ მცენარეებში ბევრი ცილა, ორგანული მჟავა, ტანინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. ჭინჭრის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ადრეულ გაზაფხულზე ჩნდება და ადამიანის ვიტამინების შიმშილის დანაყრება შეუძლია, რომელიც გასული ზამთრის გამო განსაკუთრებით შესამჩნევია.

მცენარის ფოთლებს და ფესვებს ივნისი-აგვისტოს პერიოდში ამზადებენ, როცა ჯერ კიდევ აყვავილებული არაა. მცენარე ყვავილობის შემდეგ თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს. ფოთლები და კარგად გარეცხილი ფესვები სიბნელეში, კარგად განიავებულ შენობაში გამოაშრეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძალიან არ გახმეს.

სისხლის გასაწმენდად, ავიტამინოზის დასამარცხებლად, ყივანახველას, პოდაგრის და ართრიტის მოსაშორებლად ჭინჭრის წვენი გამოიყენეთ. მცენარის ახალი ფოთლები გამდინარე წყალში გარეცხეთ, ბამბის სალფეთქით გაამშრალეთ და წვენსაწურით გაწურეთ. 1-2 ჩ/კ მიღებული წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. ყოველ ჯერზე 50 მლ თბილ რძეში ან თბილ წყალში გახსენით. ჭინჭრის გარეცხილ ფოთლებს შეგიძლიათ მდუღარე წყალი გადაავლოთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატაროთ, მიღებული ფაფა ორად გაკეცილი მარლაში გაწუროთ. მიღებული წვენის 1 ნაწილი 2 ნაწილ მდუღარე წყალს აურიეთ, 3-5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ 1-2 ჩ/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ტროფიკული წყლულები და ფისტულები სწრაფად შეხორცდება, თუ პრობლემურ ადგილას ახალ გაწურულ ჭინჭრის წვენს რეგულარულად წაისვამთ.

ჭინჭრის ჩაი ძალიან სასარგებლოა. 1-3 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ მცენარის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია, სასმელი რეგულარულად დალიოთ. ეს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას ხელს შეუწყობს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს, ანემიას გაუმკლავდება და სასუნთქ გზებზე დადებით გავლენას იქონიებს.

სახსრების ტკივილის გასაქრობად 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფესვებს 0,5 ჭიქა მზესუმზირას ზეთი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, გადაწურეთ და მიღებული ნარევი მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ. პროცედურა საღამოს, ძილი წინ 7-10 დღის განმავლობაში შეასრულეთ.

ტუბერკულოზს, ფილტვის და თირკმლის სისხლდენას რომ გაუმკლავდეთ 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

იმპოტენციას დაამარცხებთ და მამაკაცურ ძალას აღიდგენთ, თუ 20 გრ ჭინჭრის თესლს მინის ჭურჭელში ჩაყრით, 0,5 ლ წითელ ნატურალურ ღვინოს დაასხამთ, 7-10 დღე დააყენებთ, გადაწურავთ და 1 ს/კ ნაყენს დღეში 3-ჯერ დალევთ. შეგიძლიათ 1 ს/კ ჭინჭრის თესლი ემალის ქვაბში ჩაყაროთ, 1 ჭიქა ნატურალური ყურძნის ღვინო დაასხათ, 30 წუთით მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩეროთ და 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ.

თუ ერთი დღის განმავლობაში მტკივნეულ სახსრებს ჭინჭრით აქტიურად დაისუსხავთ, მეორე დღეს კი მცენარის ახალ გაწურულ წვენს წაისვამთ, პოლიართრიტს საკმაოდ მალე მოიშორებთ.

ეგზემა, დერმატიტი, ძირმაგარა აღარ შეგაწუხებთ, თუ 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაასხამთ, 15 წუთის შემდეგ გადაწურავთ და დღეში 3-ჯერ 1 ს/კ მომზადებულ ნაყენს მიიღებთ. პარალელურად პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ.

დამწვრობის კვალიც კი არ დარჩება, თუ დამწვარ ადგილას ახალ, დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს დაიდებთ (წინასწარ მდუღარე წყალში კარგად გარეცხეთ).

ჭინჭრის ციების დროს 1 ს/კ ხმელი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები ემალის ქვაბში მოათავსეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, იმწამსვე გაზიდან გადმოდგით და 1 საათით თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ. გარდა ამისა, მზა ნაყენით პრობლემურ ადგილას სახვევი გაიკეთეთ. გაშრობის შემდეგ სახვევი გამოცვალეთ.

ჭინჭარი თმის ცვენის დროსაც დაგეხმარებათ. 100 გრ დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს 0,5 წყალი დაასხით, 2-3 ს/კ ძმარი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, გადაწურეთ და კვირაში 1-2-ჯერ, ძილის წინ თმის ძირებში შეიზილეთ.

თუ მეტეორიზმი, ყაბზობა, ბუასილი და ქოლეცისტიტი გაწუხებთ 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთში გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ, სანამ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, სანამ ჭინჭარი გამხმარი არაა, მისგან შეგიძლიათ გემრიელი და სასარგებლო კერძები მოამზადეთ. სიცხეში თევზის და ხორცის შესანახად გამოიყენეთ. პროდუქტები ჭინჭრის ფოთლებში გაახვიეთ, ასე ბუზებს თავიდან მოიშორებთ და მიკრობებს გაანადგურებთ.

უნდა გახსოვდეთ, ჭინჭრის სამკურნალო საშუალებები სისხლის გაზრდილი შედედების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს უკუჩვენებულია. ჭინჭარი ბევრი ქალური დაავადების დროს გამოიყენება, მაგრამ პოლიპებით, საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნით გამოწვეული სისხლდენის დროს მისი მიღება არ შეიძლება.

ჭინჭრის მიღება ორსულობის, განსაკუთრებით ბოლო თვეებში არ შეიძლება. ნედლი ჭინჭრის მიღებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. საკვებში ჭინჭარი და მისი პრეპარატები კანზე ჭორფლის, პიგმენტური ლაქების ქონის დროს არ უნდა მიიღოთ, რადგან მზის სხივების მიმართ მგრძნობელობას ზრდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს