ვიხდიდი კომუნალურებს ქმართან ერთად. აღმოვაჩინე მის ტელეფონში კიდევ ერთი ანგარიში.

989

საუკეთესო ვარიანტია, როცა ცოლიც და ქმარიც ერთობლივად ცდილობს ოჯახურ ბიუჯეტზე ზრუნვას. თუ ოჯახში ერთი მუშაობს და ხარჯავს ყველა, ეს უმეტესად მძიმე ტვირთია. თუ მთელი ოჯახის ბიუჯეტს მხოლოდ ქმრის ხელფასი განსაზღვრავს, ხშირად ამის ნიადაგზე კონფლიქტები წარმოიშობა.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ერთი მკითხველის ამბავს, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის ქმარს სხვა ანგარიშიც ჰქონდა, სადაც მალავდა თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს. შედეგად, ქალს გაუჩნდა მთელი რიგი კითხვებისა მამაკაცის მიმართ, რომელსაც აქამდე თვალდახუჭული ენდობოდა.

ქმრის შემოსავალი

“ყოველთვის მეგონა, რომ მე და ჩემს ქმარს მყარი ოჯახი გვქონდა. ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და არასდროს ვჩხუბობდით, არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს. უცებ, კი აღმოვაჩინე, რომ ცალკე ანგარიში აქვს და ფულს გვიმალავს.” – გვიყვება აღშფოთებული ლალი.ჩვენ 30-31 წლის ასაკში დავქორწინდით, იმ პერიოდში ის დედასთან ცხოვრობდა, მე კი ჩემი საკუთარი ბინა მქონდა. მხოლოდ რემონტი ჭირდებოდა და ახალგაზრდა ოჯახი კომფორტულად მოთავსდებოდა.დედამთილს არ სურდა, რომ მის შვილს ცოლის სახლში ეცხოვრა. უნდოდა მასთან გადავსულიყავით. ჩემი ბინა კი გაგვექირავებინა და ახალი სახლის ფული მოგვეგროვებინა. მე ეს აზრი, რა თქმა უნდა, არ მომეწონა და არ გამითვალისწინებია.შემდეგ დედამთილი შვილს ურჩევდა, რომ ჩემი სახლის რემონტში ფული არ ჩაედო. პირდაპირ მითხრა, რომ თუ დავშორდებოდით, მისი შვილი ცარიელი დარჩებოდა და კიდევ ათასი სისულელე…. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რატომ ვერ ავაწყვე ურთიერთობა ამ ქალთან. ბავშვის გაჩენის შემდეგ, თითქოს ყველაფერი დალაგდა.მე დეკრეტში გავედი, ქმარი ოჯახს არჩენდა. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ სესხის გარეშე გავდიოდით. თუ საოჯახო ტექნიკის ყიდვა მოგვინდებოდა, ვაგროვებდით ფულს ან მცირე ხნით ვსესხულობდით მეგობრებისგან. ქმარმა ერთხელ მითხრა, რომ ხელფასის მომატებას დაპირდნენ, მაგრამ გავიდა დრო და ეს ამბავი სხვადასხვა მიზეზით გადაიდო.

ქმრის მეორე ბარათი – ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ქმარს შეიძლებოდა მეორე ბარათი ქონოდა ჩემგან მალულად. ერთხელ, კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდით. ის მრიცხველის შესამოწმებლად გავიდა, ტელეფონი კი მაგიდაზე დარჩა. ამ დროს შეტყობინება მოვიდა, მექანიკურად დავხედე ეკრანს და აღმოვაჩინე ბანკის აპლიკაციაში ორი ბარათი…თავიდან მეგონა, რომ კრედიტის ანგარიში იყო, რადგან საკმაოდ დიდი თანხა ჩანდა. მაგრამ კრედიტი რატომ უნდა აეღო? კარგად დავხედე და მივხვდი, რომ ეს დანაზოგი იყო, რომელიც მე არ ვიცოდი. ქმართან უკვე ბევრი კითხვები მქონდა…თავიდან უარყოფდა ყველაფერს და ცდილობდა თემის შეცვლას. შემდეგ ჩემი დადანაშაულება სცადა, რომ მის ტელეფონში ჩავძვერი. ბოლოს კი გამომიტყდა, რომ ამ ფულს შავი დღისთვის ინახავდა. მაგალითად, ავადმყოფობისთვის, ან კიდევ თუ ერთ დღეს დავშორდებოდით, თავისი რომ ქონოდა დ ყველაფრის გარეშე არ დარჩენილიყო. მაშინვე მეცნო ეს სიტყვები…დიდხანს ვერ ვამუშავებდი ამ ინფორმაციას. რამდენჯერ, ბოლო წლების განმავლობაში, დაგვჭირდა წვრილმანი საყიდლები და ფული არ ქონდა. ხან ქურა გაფუჭდა და საჭმელს ვერ ვაკეთებდით, ხან ბავშვს ფეხსაცმელი არ ქონდა. ამ დროს, კი ქმარს ფული ქონდა, მაგრამ არა ოჯახისთვის.ჩემი ქმარი და დედამთილი მართლები იყვნენ, ერთ დღეს დავშორდებით. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თუ ამდენი წლის განმავლობაში მან ჩემი ნდობა ვერ შეძლო და თავის თავზე ფიქრობდა, მეეჭვება, აწი რამე გამოგვივიდეს. გავუშვი დედამისთან და უკან აღარც მივიღებ.”

რთული ამბავია, მაგრამ ქალმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დიახ, მას აქვს გაბრაზების მიზეზი, მაგრამ ქმარმა თავისი ფული არ დახარჯა არც ქეიფში, არც სასმელში, არც მეგობრებში. მან ის შეინახა მომავლისთვის. ეს მისი დანაზოგია, რომელიც ეკონომიის ხარჯზე მოახერხა. იქნებ მის ოჯახს უფრო სერიოზული პრობლემები დაატყდეს თავს, ვიდრე ქურის გაფუჭებაა. მაშინ ნამდვილად არ დამალავს ფულს და ეცდება დახმარებას. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს