ძალიან სერიოზული დაავადებების სამკურნალო 8 რეცეპტი მუხის ქერქით. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ

3676

მედიცინაში მუხის ქერქი ხშირად გამოიყენება. მას გაზაფხულზე ახალგაზრდა, თხელი ტოტებიდან წვენის მიმოქცევის დროს იღებენ. უხეში ქერქი სამკურნალოდ არ გამოგადგებათ. ხე მაქსიმუმ 15-20 წლის უნდა იყოს. ძველი ხის ქერქში გაცილებით მცირე რაოდენობის ტანინები შედის.

ხალხურ მედიცინაში მუხის ქერქის ნახარშს დიზენტერიის, დიარეის, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, უხვი მენსტრუაციის, სოკოთი მოწამვლის, ღვიძლის და ელენთას დაავადების დროს სვამენ. გარეგნულად გამოიყენება ყელის და ღრძილების სავლებლად, შესასხურებლად ტრიქომონადული კოლპიტის დროს, დამწვრობის, გაყინვის, ბუასილის, კანის დავადების, ფეხის მომატებული ოფლიანობის დროს კომპლექსური მკურნალობისთვის.

გთავაზობთ ნაკლებად ცნობილი რეცეპტებს:

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. 1 ს/კ მუხის ქერქს 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით, 10-12 საათით დააყენეთ, შემდეგ აადუღეთ, გააგრილეთ, კვლავ აადუღეთ და 3-4 საათით დააყენეთ. მკერდზე კომპრესი დილა-საღამოს 2 საათით გაიკეთეთ. მკერდის არე თბილად შეიფუთეთ.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. ზუსტად ასეთივე ნახარშით ფარისებრი ჯირკვლის ადგილას ცივ კომპრესებს აკეთებენ.

საზარდულის და ჭიპის თიაქრის მოსაშორებლად ასე უნდა მოიქცეთ. სააფთიაქო მუხის ქერქის ერთ პაკეტს არაყი, სამაგონი ან ოდეკოლონი დაასხით ისე, რომ სრულად დაფაროს და 2 კვირა დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენით 4 ფენად გაკეცილი მარლა გაჟღინთეთ, თიაქარზე დაიდეთ, პარკით დააფიქსირეთ, შეფუთეთ და კომპრესი მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა თიაქრის სრულ გაქრობამდე ჩაიტარეთ.

„ერთი პერიოდი მეორე სტადიის კვანძოვანი ჩიყვი მქონდა. გავიგე, რომ მას ნედლი მუხის ქერქის კომპრესი კარგად აქრობს. მუხის ქერქი არაყზე დაყენებული დიდი ხანია უკვე მქონდა. კომპრესს ჩიყვის ადგილას ვიდებდი და მთელი ღამე ვიჩერებდი. რა თქმა უნდა, მწვავდა, მაგრამ ამ ადგილას კომპრესის შემდეგ საბავშვო კრემს ვისვამდი. ასე 2 თვის განმავლობაში ვაკეთებდი. 2 თვის შემდეგ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ არაფერი არ მქონდა. ეს ექიმ-ედნოკრინოლოგმაც მირჩია. უკვე 5 წელია ჩიყვი თავს არ მახსენებს, მაგრამ დრო და დრო, განსაკუთრებით ზამთარში, მუხის ქერქით საპროფილაქტიკო კომპრესებს მაინც ვაკეთებ.“

მასტოპათია. მუხის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად ახალგაზრდა ძლიერი ტოტები (ქერქი) დააქუცმაცეთ. 1 ს/კ ქერქი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოადუღეთ, 2-ჯერ აადუღეთ, შემდეგ 3 საათით თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ. როცა გაგრილდება, ცივი ნახარშით სქელი (სააბაზანოს პირსახოცი) ქსოვილი გაჟღინთეთ და მკერდზე, სიმსივნეზე დაიდეთ. ზემოდან მშრალი პირსახოცი დააფარეთ და ბინტით დააფიქსირეთ. ნაქსოვი ჯემპრი ჩაიცვით. კომპრესი 2 საათით გაიჩერეთ. პროცედურა დილა-საღამოს ჩაიტარეთ. მუხის ქერქი არაინფექციურ სიმსივნეს იწოვს, ასევე ჩიყვს (ყელზე კომპრესი) კურნავს.

ფეხის ჭარბი ოფლიანობა. ამ უსიამოვნებას მუხის ქერქი გაუმკლავდება. მუხის ქერქი გაახმეთ, შემდეგ დაფქვით, წინდაში უხვად ჩაყარეთ და ჩაიცვით. ასე ყოველდღე გააკეთეთ, სანამ ოფლდენა არ შეწყდება. მკურნალობის დროს ფეხები ცივ წყალში ყოველდღე დაიბანეთ. წყალს შაბის ფხვნილი დაუმატეთ.

ხორხის სიმსივნე. მის სამკურნალოდ შემდეგი რეცეპტი დაგჭირდებათ: 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ მუხის ქერქს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. ნახარშს 4 ს/კ ნივრის ფაფა დაუმატეთ და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. დღეში 10-ჯერ ამ ნაყენით მტკივნეული ყელი გამოივლეთ. გარდა ამისა, დღეში 3-ჯერ დანის წვერით მუხის ქერქის ფხვნილი მიიღეთ.

საშვილოსნოს დაწევა, გამოვარდნა. 70 გრ მუხის ქერქს 2 ლ წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 1 საათით ადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ეს ნაყენი 2 შესხურებისთვის გეყოფათ. პროცედურა დღეში ერთხელ სრულ გამოჯანმრთელებამდე გააკეთეთ.

უკუჩვენება

მუხის ქერქის შიგნით მიღება არ შეიძლება ნაწლავური დაავადების დროს, რომელსაც მუდმივი შეკრულობა და ბუასილი ახლავს. ნახარშის ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არაა პირდაპირი დანიშნულების დროსაც (კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, კოლიკის და სხვა). მუხის ქერქის ნახარშით პირის ხშირი გამოვლების დროს სუნის შეგრძნება უარესდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს