თანამედროვე ეპოქაში არ არის მიღებული სიძუნწეზე ღიად საუბარი. ასეთ ადამიანს უფრო მოიხსენიებენ როგორც “ეკონომიის მოყვარულს”, “ანგარიშიანს”, “დამზოგავს”, რათა არ გაანაწყენონ ის.მიუხედავად შელამაზებისა, ძუნწი ადამიანები ნამდვილად არსებობენ. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით: ზოგი ძუნწობს ოჯახში, ზოგი საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებს ვერაფერს, ზოგს თანამშრომლებისთვის არ ემეტება ერთი ზედმეტი თეთრი. შეიძლება, ეს ხასიათის რაღაც თვისებაა, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის დამახასიათებელი. პაპარაცი დღეს ასეთ ამბავს მოგიყვებათ:
სიძუნწის შესახებ
“ილია იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ ყავდა ნანახი ცოცხალი ძროხა და სულ არ ადარდებდა ეს. ცხოვრობდა ქალაქში და ჯერ პროგრამისტად მუშაობდა, შემდეგ უფროსად გადაიყვანეს, განებივრებული იყო კარგი კავშირებით და ლამაზი გოგონებით.არა, მას ნულიდან არ დაუწყია. მისი მშობლები კარგ თანამდებობაზე მუშაობდნენ. მათ შვილს კარგი განათლება და ფინანსური სტარტი მისცეს. მას არასდროს არაფერი არ აკლდა და არ იცოდა რა იყო ფინანსური პრობლემები.მიუხედავად ამისა, ის ძალიან ძუნწი იყო. მისი 300 დოლარიანი ფეხსაცმელები სარკესავით ანათებდნენ, მაგრამ რამდენიმე თეთრი გაჭირვებულებისთვის ენანებოდა. ის აგროვებდა ქულებს ბენზინგასამართ სადგურებზე რათა ბენზინის ეკონომია გამოსვლოდა. აი, ასეთი იყო ის ყველაფერში.ერთხელ, მორიგმა ვნების ობიექტმა დაურეკა და საყვედურებით აავსო, რადგან მნიშვნელოვანი თარიღი დაავიწყდა. მას კი არ დავიწყნია, უბრალოდ ენანებოდა ყვავილებში ფულის გადაყრა, მერე საჩუქარი, ვახშამი რესტორანში და რისი გულისთვის? რომ მიეღო ნაძალადევი ღიმილი და კმაყოფილი მზერა? რაღაც არ ჩანს მომგებიანი ნაბიჯი.არც ისე კარგად გარემონტებულ სახლში შედგა უსიამოვნო საუბარი ილიასა და მის შეყვარებულს შორის. ქალს ყურადღება აკლდა, ამიტომ მიდიოდა მისგან. მას კი შეუძლია წავიდეს უახლოეს ბიბლიოთეკაში, ან მარკეტში და გაიცნოს ახალი “რომანტიული ღარიბი ქალი, რომელსაც ესიამოვნება ხელჩაკიდებული სეირნობა პარკში და კარტოფილის ღვეზელი სადილად”ჩხუბის ბოლოს წამოვიდა მძიმე არტილერია და ჩაუქროლა თეფშების სასაჩუქრე ნაკრებმა, რომელიც მან აჩუქა. ეს თეფშები ბოლო მივლინებიდან ჩამოუტანა, მაგრამ ქალს ეს არ აინტერესებდა და უმოწყალოდ ესროდა ილიას. ერთი თეფში ფანჯრიდან გაფრინდა და ვიღაცის ყვირილმაც არ დააყოვნა. ტროტუარზე გოგონა იჯდა და თავიდან სისხლი მოდიოდა.
- -გასაგებია ყველაფერი, დღეიდან დავშორდეთ. წავიღებ ჩემს ნივთებს საღამოს.
- -აქ შენი მხოლოდ რამდენიმე ჭუჭყიანი მაისური და ეს პლუშის დათუნიაა. რა ჯანდაბად მინდა ეს მტვრის ბუდე!
ილია სწრაფი ნაბიჯით დაეშვა ქვემოთ. ტროტუარზე ისევ იჯდა თავგატეხილი გოგონა, რომელსაც ვერ გაეგო, თუ რა დაემართა.
- -სად ცხოვრობ?
- -მეზობელ სახლში, ვინ ხართ? რაღაც გადმოვარდა სახურავიდან და…
ილიამ ააყენა გოგონა, გაუფერთხა ტანსაცმელი. შემდეგ იფიქრა, რას ვფერთხავ, იქნებ მეორადში აქვს დედამისს ნაყიდი… ჰმ, მით უკეთესი, მივიყვან სახლში, მივცემ მის მშობლებს 100 დოლარიანს და ყველაფერი თავსი ადგილას დადგება.ილიას გეგმა ასეთი იყო: გოგონას მშობლები დაინახავენ სისხლს, გამოიძახებენ პოლიციას, ისინი იპოვიან მის ყოფილს, ის კი არ გაუშვებს შანსს ხელიდან და შურს იძიებს: დააბრალებს ყველაფერს მას. ჯობია თავად ჩააბაროს ბავშვი პატრონს და მცირე დანახარჯით გამოძვრეს. კიდევ კარგი ის თეფში მანქანას არ დაეცა…სახლში მხოლოდ ერთი ქალი დახვდა, გოგონას დედა. დაღლილი გამომეტყველებ ჰქონდა, ჩამქრალი თვალები, შეშინებული მზერა. მოუსმინა სტუმარს და თავი დაუქნია. მამამისი, სანამ აქ ცხოვრობდა, ბევრად უფრო სასტიკად ცემდაო.ილიამ ბინას მოავლო თვალი. ის იმდენად პატარა იყო, წარმოუდგენელი ეჩვენა, თუ ოდესმე იქ სამი ადამიანი ცხოვრობდა. ეს იყო ერთი მოცუცქნული ოთახი, 30 წლის წინანდელი შპალერით და ხის იატაკით. ასეთი ინტერიერი პირველად ნახა და ცოტა არ იყოს, გული ეტკინა.
- -კარგით, იმედი მაქვს, ყველა ფერი კარგად იქნება. შემდეგ დიდხანს ცდილობდა კუპიურის ამოღებას საფულიდან ისე, რომ არავის დაენახა სხვა უფრო მსხვილი შეკვრა – აი, ინებეთ წამლების ფული.
მთელი დარჩენილი დღე ილია ამ უმწეო ოჯახზე ფიქრობდა. საღამოს დაურეკა თავის მძღოლს და უთხრა:
- -გახსოვს პატარა გოგონასთან რომ ვიყავით? დავალება უნდა მოგცე: მოძებნე იმ მიდამოზე რამე კარგი ბინა – ორ ოთახიანი, კარგი რემონტით, ერთი წლით, არა ორით… რა? არ არის შენი საქმე… მაცივარი საკვებით გაუვსე: ხორცი, ყველი, ბურღულეული, ყველაფერი უყიდე. ტკბილეული არ დაგავიწყდეს. მოამზადე ეს ყველაფერი და დილით ერთად წავიდეთ მათთან.
მამაკაცმა გარშემო მიმოიხედა: კარგი ბინა აქვს, გააჩნია ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საკმარისი. პერსპექტივაში აქვს საშუალება გადავიდეს ქალაქგარეთ, იცხოვროს კერძო სახლში. ცუდია, რომ ყველაფერი გაძვირდა, ინტერნეტში ეწერა სტატია წიწიბურა გაძვირდაო… ნეტავ მათი პრობლემები მომცა…დღეიდან, არანაირი სულელური ხარჯი! უნდა ვიფიქრო მომავალზე!”