კოთხოჯის სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაცილებით ადრე იცოდნენ. მცენარის ფესვები დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, არამედ როგორც მატონიზებელი საშუალება რევმატიზმისა და ნერვული სისტემის მდგომარეობის გაუარესების დროს, მხედველობისა და სმენის გასაუმჯობესებლად, მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და ტრიქომონადებით დაინფიცირების დროს, როგორც ბაქტერიციდული საშუალება გრიპის, ტიფის, ქოლერის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს, ქოლეცისტიტისა და თირკმლებში კენჭების არსებობის შემთხვევაში.
კოთხოჯი ბევრი ბალახეული ნაკრების შემადგენლობაში შედის. გთავაზობთ რეცეპტებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ:
პანკრეატიტი
აიღეთ 50-50 გ კოთხოჯისა და ბაბუაწვერას ფესვები, 25-25 გ ჭინჭრის, ბეგქონდრის ფესვები, პიტნის ფოთლები და სვიის კვირტები. ყველაფერი დააფქვიეთ ყავის საფქვავში 2-3-ჯერ – სანამ ერთგვაროვან ფხვნილს არ მიიღებთ. შეურიეთ 5 ს.კ. ფხვნილი 200 გ თაფლს, პოვიდლოს ან მურაბას. მიიღეთ 1-2 ჩ.კ. დღესი 1-2-ჯერ, დიდი ხნის განმავლობაში. შეინახეთ მაცივარში.
მიომა
1 ს.კ. კოთხოჯის მშრალი ფესვის ფხვნილს შეურიეთ 50 მლ ალოეს წვენი და 50 გ თაფლი. დააყენეთ 3 დღით. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ეს ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მიომის სამკურნალოდ, განსაკუთრებით, თუ მას დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით გამოიყენებთ. შეუთავსეთ მას ორტილიას ან იორდასალამის ფესვის ნაყენის მიღება და საშოს სპეციალური შხაპები.
მხედველობა
1 ჩ.კ. ფესვებს დაასხით 300 მლ ყურძნის ღვინო, დააყენეთ 2-3 კვირით და მიიღეთ 10-30 წვეთი 1 კოვზ წყალთან ერთად (დოზა ინდივიდუალურია).
ტონზილიტი
2 ს.კ. ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის თავზე. გააჩერეთ ასე 20-30 წუთით, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელი ამ ნახარშით მაქსიმალურად ხშირად.
სანაღვლე გზების დისკინეზია
1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 20 წუთით. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
დეპრესია
100 გ ფესვებს დაასხით 1 ლ წითელი დესერტის ღვინო, დააყენეთ 15 დღით და დალიეთ 1/3 ჭიქა ჭამის წინ.
ფარისებრი ჯირკვალი
კოთხოჯი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და მარეგენერირებელი ეფექტი. კოთხოჯის ნაყენი ამცირებს ინტოქსიკაციის დონეს და შველის ორგანიზმს ინფექციური და ანთებითი პროცესების დროს.
100 გ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 500 მლ 70%-იანი სპირტი, დააყენეთ 2 კვირით ბნელ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 50 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორთვიანია. შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეთ.
იმპოტენცია
დაღეჭეთ კოთხოჯის ფესვი. ღეჭეთ დიდხანს და ყლაპეთ გამოყოფილი ნერწყვი, ბოლოს დაღეჭილი ნაჭერიც ჩაყლაპეთ. რაც მეტ ნერწყვს ჩაყლაპავთ, მით მეტ სპერმას გამოყოფთ და იმპოტენციაც მალე გაივლის.
უკუჩვენებები
კოთხოჯის უკუჩვენებაა კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ იგი დაბალანსებულ ნაკრებში ჩართოთ, რომლის შემადგენლობაშიც მარილმჟავას სეკრეციის შემამცირებელი მცენარეები შედის.
ძველ წყაროებში მითითებულია, რომ არ შეიძლება კოთხოჯის გამოყენება თირკმლების მწვავე ანთების დროს.
კოთხოჯის ნაყენი არასასურველია კუჭის წყლულოვანი დაავადების მწვავე ფაზაში.
ცნობილია, რომ კოთხოჯის ფხვნილი, აღებული დანის წვერით, ყველაზე ჯიუტ გულძმარვასაც კი ახშობს. ზოგიერთ ადამიანს ეზარება ფესვის დაფქვევა და ღეჭავს მას, რასაც ძლიერი ღებინების გამოწვევა შეუძლია.