ბებია შვილიშვილს, რომელიც ზაფხულში კარგად მოსუქდა, უქნევდა თითს და შენიშვნას აძლევდა

0
1173

ვინ იფიქრებდა, რომ ბებიებს შეეძლოთ ღიად შეერცხვინათ შვილიშვილები და გამოეაშკარავებინათ მათი ნაკლი. რა თქმა უნდა, ასე ყველა არ იქცევა, მაგრამ იქცევა და ბებიის ზოგიერთმა მეთოდმა შეიძლება ბავშვს მძიმე კომპლექსები გაუჩინოს. პაპარაცი მოგიყვებათ, თუ როგორ ხდება ეს.ჩვენს რედაქციას მომართა ერთმა გამომწერმა. მათი ბებია მუდამ უმეორებს შვილიშვილს, რომ ის ფუნთუშაა და ზედმეტად ტკბილი. სამწუხაროდ, ყველაფრის დაწერა აქ არ შეგვიძლია. კითხვა რაში მდგომარეობს: როგორ დავიცვათ ბავშვი ბებიის სიტყვების ნეგატიური ზემოქმედებისგან?

ბებიის მეთოდი

ჩვენს შეშფოთებულ დედიკოს ბავშვის ბებიასთან გაგზავნა მთელი ზაფხულით უწევს. საერთოდ, ბებიისგან დაბრუნებულ შვილიშვილს სძულს თავისი ნივთები, რადგან ყველაფერი პატარა აქვს. ბავშვს თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს: აღნაგობა, წონა, სიმაღლე, მაგრამ ბებია ისე კვებავს მას, თითქოს ზამთრისთვის ცხიმის მარაგი უნდა გაუკეთოს და შემდეგ ზაფხულამდე ეყოს.აქ კი პირიქით არის. ბებია სულ შენიშვნებს აძლევს: “რამხელა ღიპი გაქვს”, “შეწიე მუცელი”, ან როგორ გაგისუქდა გვერდები, ნაკლები უნდა ჭამო! არადა ბებია ბავშვისთვის თავისებურად, ავტორიტეტია, ასე, რომ ბის სოფლიდან ისეთ ხასიათზე ბრუნდება, რომ სკოლაში წასვლაც აღარ უნდა, რადგან ყველა მისკენ გაიშვერს თითს.დედას აინტერესებს: რა უნდა გააკეთოს ამ დროს? ურთიერთობის შეზღუდვა ბებიასთან ნამდვილად არ არის მიზანი და სურვილი. მაგრამ ბავშვი ნერვიულობს, არავინ იცის, ეს როგორ აისახება მის მომავალზე. ერთხელაც ხომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საჭმელი ბოროტებაა და მიატოვოს ჭამა იმის შიშით, რომ ზედმეტ კილოგრამებს აკრეფს?? საქმე ბებიაში კი არა, უტაქტო შენიშვნებშია, რომლის გაცემაც უყვარს ბევრ ადამიანს. როგორ ვასწავლოთ გოგონას და საერთოდ, ყველა ადამიანს, ადეკვატური რეაქცია ქონდეს მსგავს შემოტევაზე? ხანდახან იმდენად აგრესიულია ეს შენიშვნა, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა.

ბებიის მეთოდი – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფსიქიკის დაზიანების საფრთხე ამ დროს ნამდვილად არსებობს. ბებიას ვერ დააბრალებ, რომ შვილიშვილისთვის ცუდი უნდა. პირიქით, ის ის ამას კარგი განზრახვით აკეთებს, მაგრამ ზომიერების დაცვაა საჭირო.ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ასაკის მიუხედავად, პატივისცემით მოგვეპყრნენ, ვიყოთ ბედნიერები და მივიღოთ ჩვენი სხეული ისეთი, როგორიც არის და არ მივიღოთ კრიტიკა ჩვენს გარეგნობაზე. ეს ყველაფერი ბავშვებსაც ეხება.

რადგან ბებია ამბობს, რომ შვილიშვილს რაღაც რიგზე ვერ აქვს და დედამ ზომები უნდა მიიღოს, ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და უფრო ხშირად გაუსვათ ხაზი მის დადებით მხარეებს: რა ყოჩაღი ხარ, რა ლამაზი ხარ და ა. შ.მოერიდეთ ნეგატიურ კომენტარებს, მაგრამ ესაუბრეთ ყველაფერზე, რაც საჭიროა. შვილისთვის უნდა იყოთ არა მარტო დედა და მამა, არამედ მეგობარი, რომელიც მოუსმენს, ურჩევს და დაიცავს. ბავშვები ისედაც მტკივნეულად განიცდიან იმ სწრაფ ცვლილებებს, რომელის ზრდას ახლავს თან და არ არის საჭირო მათი კიდევ შეწუხება.

პასუხი “შეიმინგზე” – თუ თქვენი შვილი შეეჯახა “შეიმინგს” სკოლაში ან მეგობრების წრეში, აუცილებლად აუხსენით, რომ ეს არის უბრალოდ აგრესიული შენიშვნა, რომელიც დაკომპლექსებულ ადამიანებს თავის დამკვიდრების საშუალებას აძლევს. ასეთ დროს უნდა უპასუხოთ: “სხვისი დაცინვა ცუდი. მე ვარ მე და მომწონს ჩემი თავი და არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ეს შენ თუ არა. ხოლო რასაც შენ მეუბნები, ცუდია!”ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას თავისებური აგებულება აქვს, ყველა თავისებურად ლამაზია. ამიტომ არავის აქვს უფლება გააკრიტიკოს ის, რაც ბუნებამ მოგცა. ეს იგივეა, რაც ჭრელ კატას დასცინონ და იძახონ, რომ ეს არასწორია.შეგიძლიათ ჩაატაროთ საინტერესო ექსპერიმენტი და გაიგოთ, რამდენად აწუხებს თქვენს შვილს “შეიმინგი”. კედელზე გააკარით ბავშვის ზომის დიდი ქაღალდი, შეიძლება ძველი შპალერის ნარჩენი და სთხოვეთ მას დახატოს თავისი თავი სრული ზომით. შემდეგ კი მიიყვანე ბავშვი კედელთან და მერკერით შემოხაზეთ მისი ნამდვილი ზომა. პასუხი თქვენს წინაშე იქნება!

გაგვიზიარეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ და მართლა მავნებელია თუ არა ბებიის მეთოდი თქვენი აზრით. გელოდებით კომენტარებში.