ვერ ვიტან, როცა ჩემი მდიდარი დაქალი სტუმრად მოდის ხოლმე, მაშინ, როცა მშვენივრად ვურთიერთობთ ტელეფონით

802

ყოველთვის სასიამოვნოა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას წლებია იცნობ, გაქვთ ბევრი საერთო მოგონება და გაინტერესებთ მისი ახლანდელი ცხოვრება.მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ურთიერთობა ადამიანებს შორის ნორმალურია, ისინი იდეალურად ურთიერთობენ დისტანციურად, მაგრამ არ სურთ ახლო კონტაქტი. ასეთი შეხვედრები მათთვის სასიამოვნო არ არის. რატომ ხდება ასე? დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ ერთი ქალის ამბავს, რომელსაც არ მოსწონდა მისი ძველი მეგობრის სტუმრობა. აქ საქმე იმაში არარის, რომ სტუმარი ცუდად იქცეოდა, უბრალოდ მდიდარი დაქალი კიდევ ერთხელ ახსენებს დიასახლისს, თუ რამდენი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ყველაფრის თავიდან დაწყება კი უკვე გვიანია.

მდიდარი დაქალი

“ანას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენ თანატოლები ვართ და ერთ სოფელში ვიზრდებოდით. ცხოვრება ერთნაირი პირობებით დავიწყეთ, მაგრამ ის სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. – გვწერს 45 წლის ანასტასია. “ანა ყოველთვის გამოირჩეოდა მიზანდასახულობით, ყოველთვის იცოდა რა სურდა და რა ჭირდებოდა. არ ეშინოდა რისკის. ის არ დარჩა ჩვენს სოფელში და სცადა ქალაქში თავის დამკვიდრება. იქ გათხოვდა, ბავშვიც შეეძინა…განსაკუთრებული სამსახური არ ჰქონდა არც მას და არც მის ქმარს, ამიტომ გარისკა, ბავშვი ბებიას და ბაბუას დაუტოვა და წავიდა სამუშაოდ პოლონეთში. თავიდან გეგმაში ქონდა ბინის ფულის შეგროვება და მალე დაბრუნება.მახსოვს, მწერდა, რომ ძალიან უჭირდა იქ ცხოვრება, შემდეგ როგორღაც მოეწყო და გაზარდა სანაცნობო წრე. უკეთესი სამსახურიც იშოვა და ბავშვიც თავისთან წაიყვანა სასწავლებლად. იქვე იყიდეს ბინა, მანქანა…ეხლა, როცა მშობლებთან ჩამოდის სტუმრად სოფელში, ჩამოაქვს უამრავი საჩუქარი ყველასთვის, ამაყობს თავისი ცხოვრებით. ყვება რამდენი რამ შეიძინეს, სად იმოგზაურეს, რამდენს მიაღწიეს. ყველა პატივს სცემს დ უამრავი ადამიანი ემეგობრება.

უნდა გშურდეს თუ არა? – ჩვენ კი არაფერი გვაქვს სატრაბახო. როგორც ვცხოვრობდით ადრე, ისე ვცხოვრობთ ეხლაც, არაფერი შეცვლილა. ქმარი ადგილობრივ ბიზნესმენთან მუშაობს, ხან ტრაქტორზეა, ხან კომბაინზე, ხან მშენებლობაზე წვალობს. მე ადგილობრივ ფერმაში ვმუშაობ. ბავშვები ქალაქში სწავლობენ და ვეხმარებით. თავი ძლივს გაგვაქვს ხელფასიდან ხელფასამდე. როცა ანა მშობლებთან ჩამოდის, ჩემთანაც მოდის ხოლმე სტუმრად. ვცდილობ კარგად გავუმასპინძლდე, მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მოვა იმ საჭმელთან, რასაც მიჩვეულია. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის თავაზიანი, უბრალო და სასიამოვნოა ურთიერთობაში.ანა ყოველთვის კარგ ფორმაშია: ლამაზად აცვია, მაკიაჟი, ვარცხნილობა საუკეთესო აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ასაკისანი ვართ, ის 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე მე. მისი წასვლის მერე სრული სიცარიელე მეუფლება და ცუდ ხასიათზე ვდგები.შემდეგ დიდხანს ვაანალიზებ, რატომ გამოუვიდა მას და არა მე. მინდა სადმე გავიქცე და მოვშორდე ამ დიდ ჭაობს, მაგრამ მეშინია, ვერ ვბედავ. თან, ალბათ უკვე გვიანია. მე 45 წლის ვარ, ქმარი – 48-ის. შემიძლია რჩევა ანას ვკითხო, მაგრამ მერიდება. იქნებ, მართლა ღირდეს გარისკვა და სადმე წასვლა?” ანამ ყველაფერს თავისი შრომით, მიზანსწრაფულობით და შეუპოვრობით მიაღწია. ის, რაც ახლა აქვს, ციდან არ ჩამოვარდნილა. მან ეს ყველაფერი გამოიმუშავა, ანუ დაიმსახურა. ახლობელ ადამიანებს ეს უნდა უხაროდეთ და თავადაც უნდა უჩნდებოდეთ მოტივაცია.

ანასტასია კი მხოლოდ ტავის ცხოვრებაზე წუწუნებს და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ეს მისი ცხოვრებაა, გადაწყვეტილება მხოლოდ მან უნდა მიიღოს. არასოდეს არ არის გვიანი რამეს შეცვლა, მთავარია გინდოდეს და ყველაფერი გამოგივა. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს