არყის წვენით მკურნალობის რეცეპტები ჩვენმა წინაპრებმა შეაგროვეს და შეინახეს. ხალხში ამ საშუალებას სამკურნალოდ ხშირად იყენებდნენ.
1. ანემია
არყის წვენი დიდი რაოდენობით ვიტამინსა და მიკროელემენტებს, მათ შორის, რკინასა და ბუნებრივ შაქარს, ამიტომ იგი სასარგებლოა გემოგლობინის დონის დაქვეითების დროს.
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით არყისა და ვაშლის, სტაფილოს ან ჭარხლის წვენები – მიიღებთ სასმელს, რომელიც ეფექტურას ამაღლებს გემოგლობინის დრონეს. მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, სანამ არყის ხე წვენს გამოყოფს.
2. იმუნიტეტის დაქვეითება
იმუნიტეტს შესანიშნავად აძლიერებს სასმელი, რომელიც არყის წვენის, რძისა(თანაბარი რაოდენობით) და ცოტაოდენი სახამებლის დამატებით მიიღება.
3. სიმსივნე
სხვადასხვა სახის სიმსივნის არსებობის დროს, ხალხური მედიცინა გვირჩევს 2-2 წილი სტაფილოს, არყისა და ასფურცელას ბალახის წვენები, თითო წილი კონიოს, კრაზანასა და თივაქასრას წვენები, დალიეთ 1 ს.კ. უზმოზე, დააყოლეთ რძე. მიირთვით 1 ს.კ. საღამოსაც და ისევ რძე დააყოლეთ.
4. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
გულძმარვისა და დაბალი მჟავიანობის გასტრიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, წყლულოვანი დაავადების გამწვავების, მეტეორიზმისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროს, მიიღეთ არყის წვენი შემდეგნაირად: 50 მლ წვენი სუფთა სახით ან გახსნილი თბილ, გადადუღებულ წყალში, 2:1 პროპორციით – მიირთვით დღის განმავლობაში.
5. მაღალი წნევა
ჰიპერტონიის დროს, რომელსაც შეშუპება, გულის არეში ტკივილები, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები ახლავს თან, დალიეთ 1/2 არყის წვენი დღეში ორჯერ. წვენი მოქმედებს, როგორც რბილი შარდმდენი საშუალება, რომელსაც ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს.
6. სისხლძარღვებისა და სახსრების დაავადებები
არყის წვენის შარდმდენი თვისება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად, მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს ართრიტის, ართროზის, პოდაგრის, რევმატიზმის, ფეხების ვარიკოზული დაავადებებისა და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, წვენი 50 მლ ოდენობით, სუფთა ან 2:1 გადადუღებულ წყალთან გაზავებული სახით უნდა მიიღოთ, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. თერაპიის ეფექტი გაძლიერდება, თუ უზმოზე და ძილის წინ 1 ჭიქა თბილ რძეს დალევთ.
7. ფილტვების დაავადებები
ბრონქიტის, ფილტვების ანთების, ტუბერკულოზის დროს, არყის წვენს შემდეგნაირად სვამენ: დღეში ორჯერ, 75-100 მლ ოდენობით. გაციებისა(ფარინგიტის, ლარინგიტის) და ანგინის დროს, დალიეთ უზმოზე და ძილის წინ არყის სუფთა ან წყალში გაზავებული წვენი და გამოივლეთ ყელი ყოველი ჭამის შემდეგ. მაღალი ტემპერატურის დროს, არყის წვენის გამოყენება ადგილობრივი სიცხის დამწევი საშუალების სახითაც შეიძლება: ჩაალბეთ არყის წვენში მარლის ან ბამბის ქსოვილი, ოდნავ დაწურეთ და დაიდეთ იდაყვის ნაკეცში, იღლიებში, საზარდულის არეებში და მუხლებქვეშ.
8. კანის დაავადებები
როგორც გარეგანი საშუალება, არყის წვენი გამოიყენება ეკზემის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, ფურუნკულოზის, აკნეს, სოკოვანი დაავადებებისა და რთულად შეხორცებადი ჭრილობების დროს. ამ შემთხვევაში, არყის წვენები გამოიყენება დასაბანად, გასაწმენდად, აბაზანისთვის, კომპრესების სახით, უშუალოდ დაზიანებულ ადგილებზე. წვენის გარეგანი მოქმედების გაორმაგება შეიძლება მისი შინაგანად მიღებით, ჭამამდე და ძილის წინ 75-100 მლ ოდენობით.
9. შარდსასქესო სისტემის დაავადებები
თირკმლების დაავადებების(ქრონიკული პიელონეფრიტის, ქვიშის ან კენჭების არსებობის) დროს, ყოველდღე უზმოზე, 1 ჭიქა სუფთა არყის წვენი მიიღეთ.
შარდ- და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, წვენი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, ჯერ გაარკვიეთ ქვის შემადგენლობა და ზომები, თორემ შესაძლოა, ძლიერმოქმედმა საშუალებამ დიდი ზომის კენჭი სადინარში გაჭედოს და გამწვავებები გამოიწვიოს. ფოსფატური ან კარბონატური კენჭების შემთხვევაში, არყის წვენი მათ შლის, უბრალოდ არანაკლებ 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ, თითო ჭიქა უზმოზე, დაძინებამდე 1 საათით ადრე.
10. თმისცვენა
თუ ამჩნევთ, რომ თქვენი თმა დასუსტდა და ცვენა იწყო, ამ პროცესის შეჩერებაში დაგეხმარებათ თავის კანში არყის წვენის, არყისა და აბუსალათინის ფესვის ნახარშის თანაბარი წილების ნარევის შეზელა.