ღოლო: სასარგებლო სიმწარე დაავადებების წინააღმდეგ

1573

სამკურნალო მიზნებით, ღოლო უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე მისი მონათესავე მჟაუნა. მათი ქიმიური შემადგენლობაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

გთავაზობთ ღოლოთი მკურნალობის რეცეპტებს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ:

ყაბზობა და დიარეა

უნდა იცოდეთ, რომ ღოლო, მცირე დოზით, ორგანიზმს აძლიერებს, ხოლო დიდი დოზით – პირიქით, ადუნებს, რევანდის მსგავსად. რეცეპტი ასეთია(ნახარში): 2 ს.კ. ფესვები მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა(200 მლ) მდუღარე წყალი, დაახურეთ და დადგით წყლის აბაზანაზე 30 წუთით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ფესვები დაჭყლიტეთ. მზა ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღით. მიიღეთ 1/2 ჭიქა ნახარში ღამით, როგორც კუჭის ამშლელი, 1/4 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ – როგორც გამაძლიერებელი.

ფესვები, წანაზარდებიანად, ამოთხარეთ შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, გამოაშრეთ სუფთა ჰაერზე. ღოლო, აგრეთვე, გამოიყენება ვასკულიტის დროსაც, შინაგანად.

ღოლოს ფესვები გარეგანად გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, დიზენტერიის, ფილტვებისა და საშვილოსნოს სისხლდენის. ბუასილისა და ანუსის ნახეთქების დროს, გარეგანად – დამწვრობების, ჭრილობების, სტომატიტის, გინგივიტის, კანის სხვადასხვა დაავადების დროს.

გერმანიაში, მაგალითად, ფესვების ნახარში ხახისა და ხორცის გაღიზიანების, ზედა სასუნთქი გზების კატარის, ხველის, სურდოს, ფრონტიტის, თავის ტკივილების დროს გამოიყენებენ.

ბუასილი

ეს მალამო იდეალურად უმკლავდება ბუასილს. დააქუცმაცეთ და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ასფურცელა, გვირილა, სალბი, ღოლო, თავსისხლა. დაუმატეთ ამდენივე ბატის ქონი, ისევ მოურიეთ და დადგით ცხელ შეშის ღუმელზე 6 დღით. ამის შემდეგ, დაწურეთ მალამო მარლაში, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით დღეში ერთხელ ჰემოროიდულ კვანძებზე, ასევე, გაჟღინთეთ წამლით ტამპონები და შეიდეთ უკანა ტანში. მკურნალობის დროს ეცადეთ, უფრო დიდხანს იწვეთ, არ ჭამოთ ცხარე საკვები და არ მოიხმაროთ ალკოჰოლი. იმკურნალეთ 30-45 დღის განმავლობაში.

გასტრიტი და 12-გოჯა ნაწლავის წყლული

მკურნალობის მეთოდი ძალიან ხანგრძლივია – 3-თვიანი(12-12 დღე), სამაგიეროდ, ეფექტური. უბრალოდ ნუ დაგეზარებათ, პირველი და მესამე კურსების განმავლობაში მიიღეთ “თეონინი” – მხოლოდ 1.5 ლიტრი.

“თეონინის” მოსამზადებლად, სამლიტრიანი ემალირებული ქვაბი გაავსეთ რამდენჯერმე გარეცხიმი და დაქუცმაცებული კუნელის ფესვი(მოცულობის 1/3) და მჟაველას ფესვი(2/3). ყურადღებით იყავით, რადგან ღოლოს ფესვის ზოგიერთი ნაწილი მწარეა, ამიტომ წამლისთვის უვარგისია. ქვაბის ფესვებით გავსების შემდეგ, პირთამდე დაასხით ცივი წყალი და დააყენეთ 1 საათით. ამის შემდეგ, დადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, თავდახურული, 5-7 საათის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. წამლის პირველი ულუფა მზადაა. ქვაბში დარჩენილი ფესვების ზედა ფენა გადააბრუნეთ, ხელახლა დაახით ცივი წყალი და ხარშეთ სე 3-5 საათით. გააგრილეთ, გადაწურეთ, შეურიეთ ორივე ნახარში და ადუღეთ 5-7 წუთით. “თეონინი” მზადაა. მიღეთ იგი 1 ს.კ. ოდენობით პირველი 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 დრე – 1.5 ს.კ., შემდეგი სამი დღე კი 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მეორე კურსის განმავლობაში, მიიღეთ ასკილის ნახარში. მის მოსამზადებლად, ხუთლიტრიან ემალის ქვაბში დაასხით 0.5 კგ გამომშრალ, გარეცხილ ასკილის ნაყოფს 3.5 ლ ცივი წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. ამის შემდეგ, აადუღეთ შიგთავსი და ხარშეთ 10 წუთით. გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ ნახარში 2 საათით, შემდეგ დაჭყლიტეთ ფსკერზე დალექილი ასკილი და ისევ დადგით ქვაბი ცეცხლზე. ხუთწუთიანი დუღილის შემდეგ, დაუმატეთ ნახარშს 100 გ მწვანე წიწვები და ისევ ხარშეთ 5 წუთით. მზა ნახარში ოდნავ შეაგრილეთ და გადაწურეთ ჯერ კიდევ თბილი. შედეგად, დაახლოებით 3 ლ ნახარშს მიიღებთ. გადაასხით იგი შუშის ჭურჭელში და ყოველ ლიტრზე დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, 1 ჭიქა ჭამის შემდეგ. ამ ნახარშის მიღება კარგად არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ასკილის ნახარში დალიეთ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ “თეონინის” კურსი.

ორივე წამალი მაცივარში უნდა შეინახოთ, მოხმარებადე კი ოთახის ტემპერატურამდე შეათბოთ. ასე განვიკურნე გასტრიტი, ქოლეცისტიტი და პანკრეატიტი. თუმცა, თუ დაავადება გამწვავებულია და მჟავიანობა ძლიერ მომატებულია, გირჩევთ, ამ მკურნალობის დაწყებამდე, 10 დღის განმავლობაში დალიოთ სტაფილოს წვენი, ყოველ დილით, უზმოზე, 70-100 მლ.

უკუჩვენებები

ღოლო, მჟაუნას მსგავსაც, იწვევს თირკმლის ოქსალატური კენჭების გაჩენას. ამ შემთხვევებში, აუცილებელია მისი შერევა მჟავე რძესთან, კეფირთან ან არაჟანთან. ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. ნაწლავში, მჟაუნმჟავასთან დაკავშირებისას, კალციუმი წარმოქმნის რთულად ხსნად, რთულად ათვისებად ნაერთებს – ოქსალატებს. სასურველია ვაშლის ძმრის, ლიმონის წვენიც მიღება, რომლებიც ოქსალატების გამოდევნას უზრუნველყოფს. და კიდევ ერთი: მჟაუნას გამოყენება არ შეიძლება თირკმლების დაავადების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს