ქალებს რატომ უჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება, როდესაც თავისუფალ დროს ბავშვების გარეშე ატარებენ?

145

დედებისთვის შვილისთვის ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი ცდილობენ და თითოეული თავისუფალი წუთი ბავშვებს დაუთმონ, ზოგჯერ კი ბევრ რამეზე უარს ამბობენ, რათა შვილს არაფერი მოაკლონ. თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან უბრალოდ ჭირვეულობს, დედა საკუთარ თავს იდანაშაულებს ხოლმე. საიდან მოდის ასეთი თავგანწირვა, რატომ არ შეუძლია დედას მოდუნდეს, დაისვენოს და თავისი მოვალეობების ნაწილის დააკისროს ქმარს? თუ ის ვეღარ აუდის საქმეს და ახლობლების დახმარება ჭირდება, თავს ცუდ დედად მიიჩნევს. რატომ ხდება ასე?

ცხოვრება შვილებისთვის

სამყარო იცვლება და ჩვენ უკვე გვაქვს წვდომა უზარმაზარ საინფორმაციო წყაროებთან. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არა ყოველთვის. ადრე მშობლები ზრდიდნენ შვილებს თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, ყიდულობდნენ იმ საკვებს და ნივთებს, რისი საშუალებაც ჰქონდათ. თანამედროვე მშობლებს უფრო აინტერესებთ შვილის მენტალური ჯანმრთელობა, რადგან იცინ, რომ ბავშვობაში ხდება პიროვნების ფორმირება და განსკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მშობლის სიყვარული, მხარდაჭერა.დანაშაულის შეგრძნება ჩნდება ბავშვის დაბადების შემდეგ. ახალბედა დედებს ეს ჩვევაში გადასდით, ადარებენ თავის შვილებს სხვებს, უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი.

“ჩემი ბიჭი 2 წლის არის და მთელი ეს პერიოდი დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს. ის ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა, რომლის მხოლოდ კორექტირება შეიძლება და არა მორჩენა. ვცდილობ არ მოვაკლო არაფერი: მასაჟი, ვარჯიში, წამლები. მყავს ხელოვნურ კვებაზე. ბავშვი სულ ჭირვეულობს და წუხს, ხელში რომ მიჭირავს, მშვიდად არის. საკმარისია, საწოლში ჩავაწვინო, რომ იღვიძებს.”დედას ჰგონია, რომ თუ ბავშვი არ დაიბადა ჯანმრთელი, მისი ბრალია. მას შეეძლო უკეთ მომზადებულიყო მშობიარობისთვის, გაეთვალისწინებინა ყველაფერი, , მაგრამ ასე არ ხდება. ვერავინ გათვლის წინასწარ, რა მოხდება ერთი საათის შემდეგ. ბევრ დედას ემართება მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელთან გამკლავება მარტოს ძალიან გაუჭირდება, ზოგს ახალშობილის მიმართ სიძულვილის შეგრძნება ეწყება და იმავე დროს დანაშაულის შეგრძნება, რომ სათანადოდ არ უყვარს თავისი შვილი.

დაღლილობა და დანაშაულის შეგრძნება – როდესაც დედა უმცროს შვილს უვლის, დანაშაულის გრძნობა უჩნდება უფროსის მიმართ, რომ ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას: “ჩემი უფროსი გოგონა 6 წლისაა. ცოტა ხნის წინ მეორე ბავშვი შეგვეძინა. ხანდახან მაღელვებს ის, რომ პატარას მე დროს ვახმარ და უფროსი უყურადღებოდ მრჩება. მას ჭირდება დედის სიყვარული, მოფერებ და რაც ესმის ეს არის: არ მცალია, თავი დაანებე, ნუ ხმაურობ, ხელს ნუ მიშლი”. ამას გარდა, დედები დედები არ კავდებიან საყვარელი საქმით, სპორტით, ან უბრალოდ, დასვენებით. გონით, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა.დასვენების და განტვირთვის სურვილი ბუნებრივია ყელა ადამიანისთვის. ბავშვის გაჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა საქმე იმატებს, მაგრამ ამის გამო მამაზე არ ნაწილდება საქმე. არადა, ახალი სიცოცხლის შექმნაში ხომ ორი მონაწილეობდა? მაშინ რატომ არ შეიძლება მამამაც გადაინაწილოს მოვლის ვალდებულებები?

სტერეოტიპები ქალებზე – დედებს ასევე ეშინიათ სხვებისგან გაკიცხვის. აქ დიდ როლს თამაშობს სტერეოტიპები, რისგან გათავისუფლება არ შეგვიძლია ჩვენი მშობლების წყალობით. ადრე ცოლის და ქმრის მოვალეობები მკვეთრად გამოყოფილი იყო. დედა ზრდიდა ბავშვებს, ამზადებდა საჭმელს, ალაგებდა სახლს. მამა მუშაობდა და ფულს შოულობდა ოჯახის სარჩენად. სამსახურის შემდეგ, კი მხოლოდ ჭამის და საწოლზე დაწოლის თავი თუ ქონდა.ასეთი ოჯახები დღესაც დღესაც არსებობს. მაგრამ საზოგადოებაში, სადაც მუშაობენ ქალები, მამაკაცების მსგავსად, მშობლებმა ოჯახური საქმეებიც უნდა გაიყონ. მაგრამ არა, იმის მცდელობაში, რომ ყველაფერი მოასწროს, მუშაობა, ფორმაში ყოფნა, ბავშვის აღზრდა, საოჯახო საქმეები – ქალი აუფასურებს თავის შრომას. ის თვლის, რომ დასვენების უფლება უნდა დაიმსახუროს და დანაშაულია თუ ზედმეტად წამოწვება და დაისვენებს.

საკუთარი თავის შეყვარება, პატივისცემა და ნაშრომის დაფასება, აუცილებელია ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოსთვის ოჯახში. თუ ქალი გაღიზიანებულია, ყველაფერი პრობლემის სათავედ საკუთარ თავს მიიჩნევს, ცხოვრება აუტანელი ექნება.დაიწყეთ ურთიერთობა შვილთან და ქმართან, ესაუბრეთ მათ იმის შესახებ, თუ რას გრძნობთ და რა შეგიძლიათ. ეს არ არის დანაშაული, ეს ცხოვრებაა. ნუთუ არ არის დასაფასებელი ის გმირობა, რასაც ასეთი საოცარი ბავშვის გაჩენა ჰქვია? თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს