გადავწყვიტე სოფელში ცოცხალი ღობის გაკეთება, მოვიფიქრე ამ ჩანაფიქრის რეალიზების მარტივი ხერხი.

757

ცოცხალი ღობე რამდენიმე ფუნქციას ერთად ასრულებს. პირველ რიგში, ის ლამაზია, ამასთან, ზამთარ-ზაფხულ ალამაზებს ინტერიერს და თან ღობეც არის. წიწვოვანი ხეები ნაკვეთზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სასარგებლოა სასუნთქი გზებისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. დღეს მოგიყვებით, როგორ შეიძლება გააკეთოთ ეკონომია ტუიაზე და რამდენიმე წელიწადში გაზარდოთ სამ მეტრიანი ღობე.

ცოცხალი ღობე ტუიასგან – ღობე კეთდება ტუიას სხვადასხვა ჯიშებისგან. თითოეული ჯიში თავისებურად ლამაზია. მაგალითად, ჯიში “სმარაგდ” – საშუალო ზომისაა, იზრდება 6 მეტრამდე. ლანდშაფტის დიზაინერები ამ სახეობას უნივერსალურად მიიჩნევენ. ის საჭიროებს ხშირ გასხვლას.დასავლეთის ტუია კარგია იმით, რომ ხარობს ნებისმიერ პირობებში. ხე ცხოვრობს 100 წლამდე, ხოლო თუ გსურთ სწრაფად გამოეყოთ მეზობლებს, შეარჩიეთ ჯიში “ბრაბანტი”. მისი ზრდა წელიწადში 50 სანტიმეტრს აღწევს ეს ნიშნავს, რომ 3-4 წელიწადში გექნებათ მოზრდილი ღობე. ბრაბანტი იზრდება თაღის ან ბურთის ფორმით ფორმის მიცემა ადვილია.

როგორ გავაკეთოთ ღობე ტუიასთან – ტუია ღობისთვის ირგვება გაზაფხულზე, ან შუა შემოდგომაზე. დარგვამდე უნდა მოინიშნოს ზოლი, რომელზეც ნერგები განთავსდება. გაჭიმეთ თოკი ორ ბოძს შორის. ეს გამოცდილი და მარტივი ხერხია. შემდეგ ყოველი ნერგისთვის უნდა ამოთხაროთ ორმო. ვინაიდან “ბრაბანტი” იზრდება სწრაფად, ორმოები უნდა ამოთხაროთ ერთი მეტრის დაშორებით. “სმარაგდი” არ იზრდება ასე სწრაფად, ამიტომ მისთვის დაშრება საკმარისია 70 სანტიმეტრამდე.ზოგჯერ ნერგებიდან ყველა არ ხარობს და ცარიელი ადგილი რჩება ამისგან თავის დასაცავად ორმოში რგავენ რამდენიმე ნერგს. მებაღეები გვირჩევენ, ყოველ ორმოში დავუმატოთ სასუქი ტორფით ქვიშით და კომპოსტით, ხოლო ორმოს ძირზე უნდა გაკეთდეს კერამზიტის სადრენაჟო ფენა.ტუიას ნერგები არ არის აუცილებელი იყიდოთ და დაახარჯოთ ბევრი ფული. მისი გამრავლება შეიძლება კალმებით. ასე დაზოგავთ თანხებს და მიიღებთ უფრო ხშირ ნერგს. გაკრიჭეთ კალმები 30-40 სანტიმეტრზე. დასაფესვიანებლად უნდა გააკეთოთ დახრილი ჭრილი. მოჭრილი ადგილი ჩადეთ წყალში, შემდეგ კი მშრალ ფესვების გასააქტიურებელში. ასეთ შემთხვევაში მცენარეს აღარ ჭირდება სასუქი, ის ისედაც კარგად გაიზრდება.

დარგვის შემდეგ აუცილებელია ნერგების ყოველ დღე მორწყვა. მიწა მათ გარშემო სასურველია მუდმივად სველი იყოს და შემოიბაროს. ზამთარში ხე უნდა შეიფუთოს ღია ფერის ნაჭრით. სწორი დარგვის და მოვლის შემთხვევაში ტუია წარმოქმნის ცოცხალ ღობეს უკვე 3 წელიწადში. თქვენ გაქვთ ცოცხალი ღობე აგარაკზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს