მამაკაცები 40 წლის ასაკში რატომ არიან ყოჩაღად, ქალები კი დაღლილები და დაბერებულები?

945

პაპარაცის მკითხველებმა წამოწიეს ერთი საინტერესო საკითხი. ისინი განიხილავდნენ, რომ 40 წლის ასაკში მამაკაცებს ჯერ კიდევ მკვრივი სხეული აქვთ, ქალებს კი ნაკლებად. რა არის ამის მიზეზი: ფიზიოლოგია, სოციალური მდგომარეობა თუ კულტურული?საკითხი საინტერესოა და არაერთგვაროვანი. საკუთარ სხეულთან დამოკიდებულება ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ფიზიკურ მდგომარეობას, მთავარი სოციალური და ფინანსური სტატუსია. ზოგჯერ კი პირიქით, ვიზუალურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამსახურის და მეორე ნახევრის საპოვნელად. რა ხდება ჩვენთან?

მკვრივი სხეული

“ცოტა ხნის წინ სკოლის ძველი კლასის მოსწავლეების შეხვედრა გვქონდა. მახსოვს თითქმის ყველას სახელი და გვარი და როგორ სწავლობდნენ ისინი. კარგი კლასი გვქონდა. გამაკვირვა, როგორ გამოვიყურებოდით 40 წლის ასაკში ყველა. მამაკაცების უმეტესობა გამხდარი იყო და სახეზე ნაოჭები არ ჰქონდათ. ქალებს კი უკვე ეტყობოდათ ასაკი. ბევრს აწუხებდა ზედმეტი წონა. რატომ იყო ასე? ყველანი ხომ ერთი ასაკის ვიყავით?”დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გამოიყურებოდა. ზოგს წლების მატება მოუხდა, “მახინჯი იხვის ჭუკები” მშვენიერ გედად გადაქცეულიყვნენ, მაგრამ თუ მხოლოდ ქალების ნაწილს შევხედავთ, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება.

ბავშვები – ყველასათვის ცნობილია, რომ ორსულობა დ მშობიარობა ქალს კოლოსალურ ძალს და ენერგიას ართმევს. არაფერია გასაკვირი, რომ გამოფიტული ორგანიზმი “კიტრივით” ვერ იქნება. ამას ემატება ასაკის თანმდევი მატება წონაში და ჯანმრთელობის პრობლემები.ზოგ დედიკოს სახლი ბავშვებით აქვს სავსე და იდეალურად გამოიყურებიან, მაგრამ ეს მინიმალური ნაწილია საზოგადოების. აქ ალბათ, გენეტიკური ფაქტორი თამაშობს დიდ როლს. 30-40 წლის წინ არ არსებობდა არც ფიტნესი და არც პილატესი, მაგრამ მანდილოსნები მაინც კარგ ფორმაში იყვნენ.

სამსახური და ყოველდღიური რუტინა – ზედმეტად რთულ პროფესიებს ქალები იშვიათად ირჩევენ. ეს არის ქალი მშენებელი, მტვირთავი და ა.შ. ასეთი ფიზიკური დატვირთვა სხეულზე დადებითად არ მოქმედებს.ოფისებში, საავადმყოფოებში, სასწავლო დაწესებულებებში ბევრად მეტი ქალი მუშაობს, მაგრამ უმეტესად ეს მჯდომარე სამუშაოა. ამის გამო რთული ხდება ნორმალური წონის შენარჩუნება, ზიანდება მხედველობა, დგომა, ხერხემლის მდგომარეობა.ოფისებში მამაკაცებიც ბლომად გვხვდებიან. ისინი მუდმივად სხედან საბუთებთან, მონიტორებთან, მაგრამ აქ ადამიანის ბიოლოგიური თავისებურება თამაშობს მთავარ როლს. მამაკაცებს კუნთოვანი ნაწილი ბევრად განვითარებული აქვთ, ამიტომ მჯდომარე ცხოვრების წესის დროს ნაკლებად ზიანდება, თუმცა სტატისტიკის თანახმად, მათ შორისაც დიდი მატებაა ზედმეტ წონიანების.ქალების უმეტესობას დიასახლისობაც უწევთ. ოთხ კედელში ყოფნა ბავშვებთან ერთად, დიდი სტრესია. როგორ შეიძლება ორგანიზმმა იმუშაოს ნორმალურად, როცა ადამიანი მუდმივად სახლის საქმეებით არის დაკავებული – რეცხავს, აუთოვებს, ამზადებს საჭმელს.ტექნოლოგიურმა წინსვლამ ქალის საქმე ოჯახში ბევრად უფრო შეამსუბუქა. გაჩნდა რობოტი მტვერსასრუტი, მულტისახარში, სარეცხი მანქანა, ბლენდერი…ქალბატონები ხშირად სარგებლობენ ტექნიკის მიღწევებით და ეს ძალიან კარგია. დარჩენილი დრო შეუძლიათ მიუძღვნან თვითგანვითარებას და სპორტს. ან უბრალოდ წამოწვნენ დივანზე და უყურონ საყვარელ სერიალს.

სპორტი და კოსმეტიკა – სპორტულ დარბაზებში სტატისტიკურად, მამაკაცები ჭარბობენ. ქალებიც ვარჯიშობენ, მაგრამ უპირატესობას იოგას ან ველოსპორტს ანიჭებენ, თუმცა, ამ საქმით უმეტესად ახალგაზრდები კავდებიან.სალონში თავის მოსაწესრიგებლად საჭიროა დრო და ფინანსები. სამსახურთან და სახლის საქმესთან ერთად ამის გაკეთება ქალებს ძალიან უჭირთ. ვინც არ მუშაობს და დრო აქვს, არ აქვს ფული. იძულებულნი არიან მამაკაცებს სთხოვონ, რაზეც მათ უმეტესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ზედმეტ ხარჯად მიიჩნევენ.

რა ხდება საზღვარგარეთ? – აქაც სხვადასხვანაირად არის საქმე. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა. ეს არის მაღალი ტექნოლოგიური განვითარების ქვეყანა. აქ მამაკაცები კოსმეტიკაზე უდიდეს რესურს ხარჯავენ. აუცილებელია კარგ ფორმაში ყოფნა.იტალიაში ქალები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. მზე, ზღვა და გემრიელი საჭმელი – დიდად არ ნერვიულობენ გარეგნობაზე. ისინი მაინც კარგ ფორმაში არიან.

რედაქციისგან: მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. საკვების ხარისხი, სამსახური, სტრესი ადამიანის გარეგნობაზე დიდ გავლენას ახდენს. გაჩნდა მიმდინარეობა – ბოდიპოზიტივი, რომელიც ზედმეტი წონის ადამიანებს საკუთარი თავის მიღებაში ეხმარება. რა იქნება მომავალში არავინ იცის. მთავარია, იზრუნოთ საკუთარ თავზე და შეიყვაროთ ის ისეთი, როგორიც არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს