ჩემმა შეძლებულმა ძმამ არ თქვა უარი თავის წილ ბინაზე, მატერიალურად მდიდარია, სულით კი ღარიბი.

738

ნათესავური კონფლიქტები მემკვიდრეობის თემაზე, საკმაოდ ხშირია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება გადავიდა ურთიერთობის ახალ ფორმაზე და საკუთარ კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. მემკვიდრეობის გაყოფა ეხლა უკვე სამზარეულოს მაგიდასთან შეკრების ნაცვლად, პროფესიონალი იურისტის ოფისში ხდება.ვინ უნდა იყოს ოჯახის წევრზე ახლობელი? მაგრამ დათმობას ხელს უშლის უკიდურესი სიამაყე, სიხარბე ან მძაფრი უსამართლობის შეგრძნება. ზოგჯერ, სულაც არ გჭირდება რამდენიმე მეტრი ბინა და რატომ უნდა გაუფუჭო სხვას ცხოვრება? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

როგორ გავიყოთ ბინა

“მე და ჩემი ძმა არასდროს ვიყავით ახლოს. ეხლა კი, ზრდასრულ ასაკში,  მითუმეტეს. ხშირად ვჩხუბობდით და ვერ ვუგებდით ერთმანეთს. ალბათ, იტყვით, რომ ეს ასაკის ბრალი იყო. სულაც არა, ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ.სკოლის პერიოდში ხელოვნებასთან დაკავშირებული ნივთები მაინტერესებდა: მოდა, ტანსაცმელი, ვარცხნილობა, მუსიკა, კინო… ყველას ვუყვარდი, მასწავლებლები მაქებდნენ, მყავდა ბევრი თაყვანისმცემელი.ჩემი ძმა კი პირიქით იყო. ეკეთა სათვალე, ქონდა ჭარბი წონა და მუდმივად წიგნებთან იჯდა. ერთხელ, ჩხუბი მომივიდა სკოლაში. მაშინვე ძმასთან გავიქეცი დახმარების სათხოვნელად, მაგრამ უარი მივიღე, რადგან ის ბიჭი ხერხემალში გადამამტვრევსო.

მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო. ვეღარ ვღებულობდი მას როგორც მცველს, მომავალ მამაკაცს, ქმარს, მამას. როგორ შეეძლო, ღვიძლ დას არ დახმარებოდა? შეიძლება ვერ მორეოდა იმ ბიჭს, მაგრამ მთავარი დახმარების სურვილი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და მხოლოდ დედას ვეკონტაქტებოდი.შემდეგ გავთხოვდი. ქმარი ძალიან მიყვარდა, მაგრამ პრობლემა გაჩნდა ურთიერთობაში და წავიდა ჩემი და ჩემი გოგონას ცხოვრებიდან. გადიოდა წლები. დედას გაუჭირდა მარტო ცხოვრება და მასთან გადასვლა გადავწყვიტე. მე ვმუშაობდი, ჩემს შვილს დედა უვლიდა. კარგად ვიყავით ყველანი.შემდეგ დედა ავად გახდა და ორ თვეში გარდაიცვალა. გასვენებაში ამდენი წლის მერე ჩემი ძმა პირველად ვნახე. გარეგნულად ძალიან შეცვლილი იყო, მაგრამ ძველი ნაკვთები შემორჩენილი ჰქონდა. მუშაობდა კარგ სამსახურში, ქონდა თავისი საქმე, ყავდა ცოლი და სამი შვილი.

დედამ ბინა ორივეს დაგვიტოვა თანაბრად. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი ძმა წილს არ მოითხოვდა. თავისი დიდი სახლი ჰქონდა და პატარა ბინის ნახევარი რაღად უნდოდა? მაგრამ შევცდი. ძმამ მომთხოვა ბინის გაყიდვა და თავისი წილის მიცემაძმამ თავისი წილი ნახევარი სახლი ერთ ოჯახს მიაქირავა. რთული ოჯახი იყო. ქმარი სულ სვამდა, ცოლი ისტერიკებს მართავდა. საერთოდ, რისთვის გააჩინეს ბავშვი? ბუნებრივია, მე და ჩემი ქალიშვილი ვერ ვიცხოვრებდით ასეთ პირობებში.ვემუდარებოდი ძმას, ცოტა დრო მოეცა, რომ თანხა შემეგროვებინა და მისი წილი გამომესყიდა. მაგრამ მას მოსმენაც არ უნდოდა. ჩვენ ხომ ახლობლები ვართ, როგორ შეიძლება ღვიძლ დას ასე მოექცე? მითუმეტეს მარტოხელა დედას. აქეთ უნდა დამხმარებოდა რამით.არ ვიცი აწი როგორ მოვიქცე. თავს ჩიხში მოქცეულად ვგრძნობ. დავლიე დამამშვიდებლები, მაგრამ მაინც არ მშველის. ვფიქრობ, ჩემი ძმის ცოლს დაველაპარაკო, იქნებ გამიგოს, როგორც ქალმა ქალს. სხვას ვერაფერს ვფიქრობ.”

თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? რა რჩევას მისცემდით სასოწარკვეთილ ქალს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს