ოთახის მცენარე, ნემსიწვერა შეიძლება ყოველ მეორე სახლში იპოვოთ. ეს ყვავილი არა მხოლოდ სახლის ინტერიერს ალამაზებს, არამედ შესანიშნავ სამკურნალო თვისებებსაც ფლობს.
- წნევის დასარეგულირებლად ჰიპერტონიის დროს. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მიწის ზედა მცენარის ნაწილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე დაიყვანეთ და ჭამამდე თანაბარი პორციებით დღის განმავლობაში დალიეთ. ასევე წნევა დარეგულირდება, თუ მაჯაზე, პულსის ადგილას ნემსიწვერას ფოთოლს დაიდებთ.
- დაღლილობის და თავის ტკივილის მოშორებას, ნერვების დამშვიდებას და უძილობის გაქრობას ნემსიწვერას სასიამოვნო სუნით შეძლებთ. სწორედ ამიტომ მცენარე საძინებელ ოთახში დადგით და მისი არომატი ისუნთქეთ.
- უძილობა რომ დაამარცხოთ, 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და ნაყენს 1 ს/კ ალოეს წვენი და თაფლი დაუმატეთ. 50 მლ ნარევი დღეში 4-ჯერ დალიეთ. ბოლო დოზა დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა დალიოთ.
- თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, ნემსიწვერას ფოთლების ფაფა ან ახალ დაწურული მცენარის წვენი საფეთქლებზე, მაჯასა და შუბლზე წაისვით.
- აბსცესები შეხორცდება, თუ გარეცხილ ნემსიწვერას ფოთოლს 3 საათით დაიდებთ და ბინტით შეიხვევთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
- დიარეას დროს 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათში გადაწურეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-5-ჯერ დალიეთ.
- კბილის ტკივილის გასაყუჩებლად მტკივნეული კბილის მხარეს, ლოყაზე ნემსიწვერას ახალი ფოთოლი დაიდეთ. ოტიტის დროს ანთების შესამცირებლად ფოთოლი ყურში ჩაიდეთ.
- კანდიდოზის დროს რამდენიმე წვეთი ნემსიწვერას ნაყენი (2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს და ღეროებს 100 მლ არაყი დაასხით, 12 დღე დააყენეთ და 2 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ) 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ეს ნაყენი შეისხურეთ. პროცედურა დილა-საღამოს გამოჯანმრთელებამდე გაიკეთეთ.
- თირკმლებში კენჭების დასაშლელად 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ მიწისზედა მცენარის ნაწილს 2 ჭიქა ანადუღარი, გრილი წყალი დაასხით, 8 საათის შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში დალიეთ.
- ტკივილი. ნემსიწვერას რამდენიმე ფოთოლი სელის მასალაზე მოათავსეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ბინტით შეიხვიეთ და ზემოდან თბილი ბამბის ქსოვილი შემოიხვიეთ. 2 საათში ტკივილი შემცირდება. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. ყოველ ჯერზე ახალი ფოთოლი გამოიყენეთ.
- „ჩემმა მეზობელმა ნემსიწვერით ჩიყვის განკურნება შეძლო. 2 მუჭა ფოთლები მინის ქილაში მოათავსეთ და 0,5 ლ არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 30 დღე შეინახეთ. დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და ჩენჩო გადაყარეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. სულ 2 ბოთლი უნდა დალიოთ. თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ გრძნობთ, კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეორეთ. ენდოკრინოლოგები მკურნალობას აღიარებენ, რადგან ნემსიწვერა ბევრ იოდს შეიცავს.
- თირკმლებში კენჭების დროს ნემსიწვერას ჩაი დალიეთ. ჩაი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის დალიეთ. ამისთვის მცენარის 2-3 ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოადუღეთ. გემოსთვის შაქარი, თაფლი და ლიმონის ნაჭერი დაუმატეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. 10 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. კენჭები უმტკივნეულოდ გამოვა.
- ნემსიწვერას წვენიც სასარგებლოა. თუ ყოველდღე 1-2 წვეთს თითოეულ თვალში ჩაიწვეთებთ, მხედველობას გაიუმჯობესებთ და კატარაქტის საწყის სტადიას განკურნავთ.
- ნემსიწვერას ყვავილს ვარდის ზეთის არომატი აქვს, მისგან მიღებული ფიტონციდები შენობაში ჰაერს წმენდენ, დაღლილობას და თავის ტკივილს აქრობენ, ძილს აუმჯობესებენ. მცენარის ფოთოლს ბაქტერიოციდული და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება გააჩნია. ნემსიწვერას ფოთოლი ხელებით გასრისეთ და ჭრილობაზე დაიდეთ. მალე ჭრილობა შეხორცდება. თუ ნერვები გღალატობთ, 2 ს/კ ახალ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, შემდეგ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. კურსი ნერვული სისტემის დამშვიდებამდე გააგრძელეთ.
- „ნემსიწვერას დახმარებით ჩემმა ძმამ ნერვული წიკი მოიშორა. ფოთოლს მტკივნეულ ადგილას კომპრესის სახით იდებდა და მთელი ღამე იჩერებდა“.
- „მე ოტიტი მქონდა. მცენარის ფოთოლს ყურში ვიდებდაი და ძალიან მალე მდგომარეობა შემიმსუბუქდა“.
აი, ასეთ სამკურნალო თვისებებს ფლობს ოთახის მცენარე. სახლში მის ქონას ყველას ვურჩევ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს