ტკბილი მკურნალი: თაფლოვანი სტევია 20-ზე მეტ დაავადებას კურნავს

804

სტევიას ნედლი ან გამომშრალი ფოთლებით დაყენებული ჩაი – ერთადერთი ჩაია, რომელიც შეიცავს ტკბილ გლიკოზიდებს – ბუნებრივ დამატკბობლებს.

სტევიას ფოთლების ფიტოჩაის ჩვენებებია:

I და II ტიპების შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, ვირუსული ინფექციები, ატოფიური დერმატიტები, კანის მკვეთრად გამოხატული ალერგიული მდგომარეობები, კუჭის წყლულოვანი დაავადებები, მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, დისბაქტერიოზი, სხვადასხვა წარმომავლობის წყლულები, ბრონქო-ფილტვური პათოლოგიები.

სტევიის ფოთლების ჩაი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების კორექციის დროს, მწვავე და ქრონიკული ინფექციების, მათ შორის, ჩირქოვან-სეპტიკურის, არსებობისას უნდა მიიღოთ.

ასევე, ეს ფიტოჩაი არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორას ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდეგ, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების დერმენტულ აქტივობას.

ფიტოჩაის დალევა რეკომენდებულია მაღალი სტრესული დატვირთვის, მომატებული გონივრული დატვირთვის, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

სტევიის ფოთლების ჩაის მომზადება

1 ს.კ. სტევიას გამომშრალი ფოთლების ფხვნილი დააყენეთ 1 ლ მდუღარე, ოდნავ გაგრილებულ წყალში 15-20 წუთით. ამის შემდეგ, ჩაი ღია ყავისფერ ფერს იღებს და ტკბება. აქვს სპეციფიკური, სასიამოვნო გემო და სუნი. თუ ჩაის რამდენიმე საათის განმავლობაში ღიად დატოვებთ, იგი გამწვანდება, თუმცა სამკურნალო თვისებებს შეინარჩუნებს. შეგიძლიათ დააყენოთ 1 ჩ.კ. სტევიას ფხვნილი 1 ლ წყალშიც. ამ შემთხვევაში, დაასხით ფხვნილს მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთით.

დიაბეტი

სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებისთვის, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი 50 გ სტევიას ფოთლებს, გააჩერეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 10 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

პარაზიტები, ჰელმინტები

ყველასათვის ცნობილია, რომ პარაზიტების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა ნიორი. ხოლო თუ მას კალისიასა და სტევიასთან ერთად მიიღებთ, ფასდაუდებელი წამალს მიიღებთ. სამკურნალო ელექსირის მოსამზადებლად, აიღეთ 10 კბილი ნიორი, კალისიას 1 ფოთოლი(20 სმ-იანი) და 1 ჩ.კ. სტევიას გამომშრალი ფოთლები. დააქუცმაცეთ და კარგად შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. დაუმატეთ 100 მლ ზეითუნის ზეთი და კიდევ ერთხელ მოურიეთ. ბალზამი მზადაა, მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. იგი არამხოლოდ ჰელმინტებს გამოდევნის, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს გაციებას.

კანდიდოზი ქალებში

ბევრ ქალს აწუხებს ვაგინის კანდიდოზი და დისბაქტერიოზი, გამოწვეული სოკო კანდიდებით. ამ თავდასხმის მოგერიებაში სტევია და გვირილა დაგეხმარებათ. დააქუცმაცეთ ისინი, 1 ს.კ. გვირილას მასას შეურიეთ 1 ჩ.კ. სტევიას ბალახი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე, გაფილტრეთ და შეიშხეფეთ საშოში ჯერ კიდევ თბილი ნაყენი. პროცედურა ჩაიტარეთ დილით, უზმოზე, 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის დროს, მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკბილი საკვებისა და ხორცეულის მოხმარება. უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს სტევიას ჩაის დალევაც.

ნაწლავების ანთება და დისბაქტერიოზი

გვირილისა და სტევიას ნაყენი, გაზავებული ორმაგი რაოდენობის წყალში, გამოიყენება დისბაქტერიოზისა და ანთების სამკურნალოდ, ოყნების სახით.

პირის ღრუს გაწმენდა

სტევია ნამდვილად ლიდერია პარაზიტებისა და მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, შაქრის შემცვლელ “სტევიოზიდს”, რომლის შეძენაც სუპერმარკეტებშია შესაძლებელი, შეუძლია პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების შეჩერება.

სტევიას ფხვნილი, ნახარში და ნაყენი

სამკურნალოდ იყენებენ სტევიას ნედლ ფოთლებს, გამხმარი ფოთლების ფხვნილს, მისგან ამზადებენ ნაყენს, ექსტრაქტს, სიროფსა და ჩაის. ფოთლებს კრეფენ მცენარის ნებისმიერ ასაკში, თუმცა, ისინი ყველაზე ტკბილი ყვავილობის დროს ხდება. ფხვნილის მოსამზადებლად, სტევიას ფოთლებს გააცალეთ ღეროები, გამოაშრეთ ჩრდილში და დააფქვიეთ. ეს ფხვნილი შაქარზე ბევრად ტკბილია: 1.5-2 ს.კ. მასა 1 ჭიქა შაქრის ქვიშას ცვლის.

ნახარშის მოსამზადებლად, 20 გ ფოთლებს დაასხით ემალირებულ ქვაბში 200 მლ მდუღარე წყალი, აადუღეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთსი ქვაბის შიგთავსი გადაღვარეთ წინაწარ გამთბარ თერმოსში. 10-12 საათში, ნაყენი გადაწურეთ სტერილურ ბოთლში. დარჩენილ ფოთლებს დაუმატეთ თერმოსში 100 მლ მდუღარე წყალი და კიდევ 6-8 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და შეურიეთ პირველ ნაყენს. შეანჯღრიეთ და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 1 კვირით.

შეგიძლიათ, ნახარში 100  გ მშრალი ფოთლებისგანაც მოამზადოთ. მოათავსეთ ისინი მარლის ტომარაში, ეს უკანასკნელი კი ჩადეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. მიღებული ნახარში გადაწურეთ, დარჩენილ ფოთლებს კიდევ ერთხელ დაასხით 0.5 ლ მდუღარე და ისევ მოხარშეთ 1 საათის განმავლობაში. გადაწურული ნახარში შეურიეთ პირველს. დალიეთ წყლის ნაცვლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს