მომბეზრდა ლოქორიების გამო წუწუნი, რომლებიც მოსავალს მინადგურებენ. სამუდამოდ უარი ვთქვი მულჩირებაზე.

177

ბევრი მებაღე, თავისი მოსავლის დასაცავად, განსაკუთრებულ ხერხს მიმართავს. ისინი იყენებენ სხვადასხვა საშუალებას მაღალი ტენიანობის, მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ. მაგალითად, მულჩა შემოდგომაზე, კარგი საშუალებაა ამ კუთხით. დაქუცმაცებული ბალახი, ხის ქერქი ან ორგანული მატერიალები საგრძნობლად იცავს მცენარის ფესვებს სარეველებისგან.მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, მულჩა სრულიად უსარგებლოა და საზიანოც კი. აქ მნიშვნელოვანია, რეგიონი, ამინდის თავისებურება, მცენარეების სახეობა და სხვა ცვლილებები.

მულჩა შემოდგომით

მულჩირება საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი ტენიანობისგან დასაცავად და დაავადებებთან საბრძოლველად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის უარყოფით მხარეზე ვისაუბრებთ.ახალბედა მებაღეებს არ აქვთ დიდი გამოცდილება და ხშირად ყრიან მულჩრებისთვის ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ. შემდეგ კი იწყება პრობლემები. მოდით, განვიხილოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია არასწორ მულჩირებას.

მულჩის დადებითი მხარეები

  1. მულჩა იდეალურად ინახავს ტენს გრუნტში.
  2. პრაქტიკულად, მთლიანად უშლის ხელს სარეველების ამოსვლას.
  3. აბალანსებს ტემპერატურას: ზამთარში ნიადაგს იცავს ყინვისგან, ხოლო ზაფხულში – სიცხისგან.
  4. მულჩის დახმარებით, ნიადაგზე წარმოიქმნება დატკეპნილი ფენა, რაც წყლის ნორმალურ მიწოდებას უზრუნველყოფს.
  5. თუ მულჩა ორგანული წარმოშობისაა, სასუქის ფუნქციაც აქვს.

როგორც ხედავთ, მულჩა არსებობს ორგანული და არაორგანული.გამხმარი ბალახი, ნახერხი, კომპოსტი, დაქუცმაცებული ხის ქერქი – ეს ორგანულია. ქვიშა, ნიჟარები, ხრეში, სხვადასხვა სპეციალური მატერიალები – ეს არაორგანულია. ისინი მრავალჯერადი გამოყენებისაა, მაგრამ არ კვებავს მცენარეს.

მულჩის უარყოფითი მხარეები

მავნებლები – მულჩა უამრავი ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი შეიძლება გახდეს: ლოქორიების, ხოჭოების, პატარა ბაყაყების და თაგვების. სამწუხაროდ, ისინი მოსავლისთვის მხოლოდ ზიანის მომტანები არიან. მულჩის ქვეშ კი შეუმჩნევლად გააკეთებენ თავის საქმეს.ახალბედა მებაღე ამ შემთხვევაში, იღებს მულჩას და იყენებს სხვა საშუალებებს. შეიძლება ამ ხერხმა გაამართლოს. საშუალო გამოცდილების მებაღე მეტად დაფიქრდება და დააკვირდება. მაგალითად, ლოქორია ჩნდება წვნიან და ნაზ მცენარეებზე – კომბოსტოზე, სალათის ფურცლებზე. ამიტომ უბრალოდ უნდა მოაშოროთ ეს კულტურა ბოსტნიდან. ეს ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ – არა.გამოცდილი მებაღეები კი ბოლომდე იბრძვიან. ამზადებენ გემრიელ კერძს მათთვის: 50 გრ. შავი ყავა 1 სათლ წყალზე. ამ ხსნარით რწყავენ მცენარეებს. მცენარეებისთვის ის სრულიად უვნებელია, მაგრამ ლოქორიებისთვის სასიკვდილო.არაორგანული საშუალებაა ორმაგი სუპერფოსფატი. ის ანადგურებს მავნებლებს. თუ საჭირო ადგილებში მოახრით მცირე რაოდენობას, შემდეგ სეზონზე ისინი აღარ იქნებიან.როგორც ხედავთ, მულჩა კარგი დამხმარეა, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში. თუ მცენარეს ნაზი და ზედაპირული ფესვები აქვს, წყალს სრულად ვერ გამოიყენებენ, ის აორთქლდება და მულჩის ქვეშ გაჩნდება დამპალი ფენა.

ასეთი მულჩის მოშორება მარტივია, ხოლო თუ ის ორგანულია, მალე სასუქად გადაიქცევა. არაორგანული კი ჯობია აიღოთ. გისურვებთ წარმატებას და უხვ მოსავალს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს