ცხოვრება მამაკაცთან, რომელსაც ყველაფრის ეშინია

97

თანამედროვე გაგებით ჩვენს სოციალურ კულტურაში მშიშარა მამაკაცი ნეგატიურად ფასდება. მამაკაცურობა, სიმამაცე, სიტუაციის კონტროლის უნარი – ეს ის თვისებებია, რომელსაც იდეალური მამაკაცი უნდა ფლობდეს. რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ ეს თვისებები არ არის? პაპარაცის ერთ-ერთმა მკითხველმა თავისი სატკივარი გაგვიზიარა. მისი მამაკაცი არ გამოირჩევა “ნამდვილი მამაკაცის” თვისებებით, რაც ძალიან აღელვებს, რადგან ყოველდღიურობაში რთული ასატანია.

მხდალი მამაკაცი

ჩვენს შორის ასაკში განსხვავება 8 წელია. ეს არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემა სხვა რამეშია. მას ყველაფრის ეშინია და არავის ენდობა. მაგალითად, სამსახურში სულ ეჩვენება, რომ ყველას მისი ადგილის დაკავება სურს. არადა, სიმართლე გითხრათ, არც ხელფასი აქვს მაღალი და არც თანამდებობა. არ გააქვს ნაგავი საღამოობით, რადგან თვლის, რომ უბედურებას მოუტანს.მისი აზრით, ყველა ქალს ერთი რამ უნდა: ჯერ ჩასახლდეს, მერე კი წაართვას ქმარს ბინა გაყრის შემდეგ. არ მესმის , როგორ შეიძლება ასე ფიქრობდეს, როცა 45 წლის ასაკში დედის სახლში ცხოვრობს, რადგან ცალკე საცხოვრებლად ხელფასი არ ყოფნის.როგორც ადამიანი, არ არის ცუდი. დიდი ხანია ოჯახის შექმნა უნდა. უყვარს ძველებური ტექნიკის შეკეთება, ზეპირად იცის სად, როდის და რომელ ქარხანაში გაკეთდა რდიო მიმღები, ტელევიზორი ან რომელიმე რეტრო-მაცივარი. საოცარი ადამიანია, მაგრამ მისი შიშები ძალიან მომაბეზრებელია.

ძირითადად, ჩემთან ვხვდებით ხოლმე, მაგრამ ხანდახან მასთანაც მოვდივართ ხოლმე სტუმრად. მის დედას კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ კიდეს. გიორგი ჩემთან რომ გადმოვიდეს საცხოვრებლად, არც განიხილება. მომიწევს მისი რჩენა და მისი შიშების ატანა. ამის ძალა ნამდვილად არ მაქვს.ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასეთი კარგი ადამიანი, ასეთი ჭკვიანი, მოხერხებული იყოს მუდამ შეშინებული. ის ხომ პირველ რიგში, მამაკაცია? მასთან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მისი რეაქცია: “თავი ამტკივდა, რაღაც სერიოზული მჭირს”, ან ჩემს სახლთან მაწანწალა ძაღლები დადიან და ფეხით წასვლა მეშინია”…იქნებ, დამეხმაროთ გავერკვე, რასთან მაქვს საქმე?

რედაქციისგან: პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ზემოთ მოყვანილ ყოფით შიშებს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ შიშებთან. ანუ, რეალური სფრთხის დროს გიორგი შეიძლება ძალიან მამაცადაც მოიქცეს, მითუმეტეს, რომ მას კარგ ადამიანად ახასიათებენ.სახეზეა ინფანტილურობა, მოუმწიფებლობა. ამ პრობლემის ფესვები ფსიქოლოგმა ან ფსიქიატრმა უნდა ეძებოს. საინტერესოა, როგორი ბავშვობა ჰქონდა მას, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, როგორ გარემოში უწევს მუშაობა.ეს ინფორმაცია ბევრ რამეზე გასცემდა პასუხს. არსებობს ასეთი დაავადება პიროვნების პარანოიდალური აშლილობა. სიმპტომები ძალიან გავს გიორგის შემთხვევას. ასე, რომ მისი შიშები ავადმყოფობის ნიშანი შეიძლება იყოს და არა სიმხდალის.ამას გარდა, საინტერესოა, როგორ იქცევა დედის თანდასწრებით. იჩენს თუ არა მზრუნველობას და ყურადღებას მის მიმართ.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ პროფესიონალი ფსიქოლოგი შეძლებს სიტუაციაში გარკვევას. ყოველი შემთხვევისთვის სწორ კითხვებს დაუსვამს. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს და საჭიროა მიზეზის პოვნა. არ დაიზაროთ და მიმართეთ სპეციალისტს. წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს