რა სარგებელი მოაქვს ახლობლებთან უარის თქმას ხანდაზმულ ასაკში? რატომ ჯობია კონცენტრირება საკუთარ აზრებზე, ვიდრე სხვისაზე? სწორედ ამ კითხვებზე გვექნება პასუხები პაპარაცის დღევანდელ სტატიაში. უფრო სწორედ, გვიპასუხებს ქალბატონი მარინა.საინტერესოა, დაეთანხმებით თუ არა ქალბატონ მარინას იმაში, რომ განმარტოება ჯობია ხმაურიან კომპანიაში ყოფნას.
უარის თქმა ურთიერთობებზე
“ეხლა 63 წლის ვარ და ფაქტიურად აღარ ვეკონტაქტები ნათესავებს. 60 წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ დრო ძალიან სწრაფად მირბის და არ მინდა მისი დახარჯვა ამაო ლაქლაქზე.ადრე დასვენების დღეებში ვხვდებოდი ჩემს დაქალებს, მინიმუმ კვირაში სამჯერ ვურეკავდი უმცროს დებს, ახალგაზრდობაში ერთი დღეც არ გამიტარებია მარტოს. ეხლა კი ყველაფერი შეიცვალა…სიამოვნებას მანიჭებს საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. მთლად ჩაკეტილი არ ვარ, ხანდახან ვეხმიანები ძალიან ახლობლებს, მაგრამ უფრო ისეთებთან, ვინც ჩემს პირად სივრცეს პატივს სცემს.
დოსტოევსკი აღნიშნავდა, რომ ჭკვიანი ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად მარტო ყოფნას ირჩევს. ურთიერთობა კი დელიკატესია, რომელიც მცირედი უნდა მივიღოთ. უნდა აღვნიშნო, რომ სრულიად ვეთანხმები მას.მივხვდი, რომ მატოობა ასაკოვანი ადამიანისთვის სასჯელი კი არა, ძვირფასი ნიჭია. ადრე ძალიან განვიცდიდი მარტო ყოფნას. ეხლა კი მარტოს შემიძლია მშვიდად გავიაზრო ჩემი ცხოვრება და ვსწავლობ მიხაროდეს თითოეული წამი.ფსიქოლოგები გვირჩევენ ხშირად ვესაუბროთ ახლობლებს ჩვენს პრობლემებზე, თვლიან, რომ უნდა გამოვხატოთ ემოციები და განცდები. მე კი ვთვლი, რომ ჯობია ეს ყველაფერი მშვიდად გააანალიზო და გაიაზრო თვითონ.
თქვენ რას ფიქრობთ ეხლა? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები ამ თემაზე. გისურვებთ ბედნიერებას და საუკეთესო დღეს!