ხორცსაკეპ მანქანაში დანას ძარღვიანი ხორცი რომ არ შემოეხვიოს, ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი მზესუმზირის ზეთი.

2722

იმისათვის, რომ ხორციანი კერძი ფარშით განსაკუთრებულად გემრიელი გამოგვივიდეს, ჯობია ფარში სახლში გაატაროთ ხორცსაკეპი მანქანის დახმარებით. ყველას აქვს სახლში ძველებური მექანიკური ხორცსაკეპი მანქანა, ან მისი ახალი ელექტრო ვარიანტი. მათი მუშაობის პრინციპი ერთია და ხანდახან დანების გალესვა ჭირდება, რათა ტექნიკამ დიდხანს და ხარისხიანად იმუშაოს.

ხორცსაკეპი მანქანის დანის გალესვა

ყველა ხორცსაკიპი მანქანა შედგება დანისგან და ბადისგან. ხორცის დაქუცმაცება ხდება ოთხ წახნაგიანი საჭრელით, რომელიც მაგრდება ბადესთან. მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს დანა თავად ილესება და ნაწილობრივ, ეს ასეა. ამისთვის საჭიროა მანქანის სწორად აწყობა.ბადეს განსხვავებული მხარე არ აქვს და ორივე მხრიდან ერთნაირად გამოიყურება. ამიტომ ხშირად არასწორად ვაწყობთ, რაც დანის დაბლაგვებას იწვევს. თუ ხორცი დანაზე ეხვევა და არარ იჭრება, დანის გალეცვის დროა.იმისათვის, რომ ხორცსაკეპი მანქანა ახალივით ამუშავდეს, დაშალეთ და გალესეთ ბედის შიდა მხარე და საჭრელი დანა. ეს შეგიძლიათ თავად გააკეთოთ წმინდა ზუმფარის ქაღალდით. რთული აქ არაფერი არ არის და ყველა შეძლებს ამის გაკეთებას.

როგორ გავლესოთ ხორცსაკეპი მანქანის დანა

  1. დაამაგრეთ ზუმფარის ქაღალდი მყარ ზედაპირზე, მაგალითად, ხის დაფაზე ლურსმნებით, წებოთი. ის უნდა იყოს მყარი და სწორი.
  2. ბადის შიდა მხარე უსვით წრიული მოძრაობით ზუმფარის ქაღალდს სრულ გაპრიალებამდე. სასურველია, გაიკეთოთ ნიღაბი და ხელთათმანები.
  3. იგივე გაიმეორეთ დანაზეც სწორი მხრიდან. შემდეგ კარგად გარეცხეთ თითოეული დეტალი, გააშრეთ და ააწყვეთ.
  4. შეამოწმეთ ქაღალდით ან ძაფით. გაუყარეთ ძაფი ან ქაღალდი ბადის ნასვრეტში, მიადეთ დანა და დაატრიალეთ. თუ მარტივად გაიჭრება, ყველაფერი რიგზეა.
  5. გასალესად იყენებენ აგრეთვე, სალეს ქვას. არ მეტი გამოცდილებაა საჭირო, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს. ამიტომ ჯობია სპეციალისტმა გააკეთოს.

ცარიელი ადგილი ხორცსაკეპ მანქანაში – ზოგჯერ დანის გალესვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხორცსაკეპი მანქანა იდეალურად ამუშავდეს. დანის მოპირდაპირე მხარეს არის ჩასასმელი ადგილი, რომელიც პლასტმასისგან მზადდება და ცვდება. ამ დროს დანა აღარ ებჯინება ბადეს და ხორცის გატარება შეუძლებელია.ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა იპოვოთ შესაბამისი ზომის პლასტმასის ან მეტალის ხრახნი და მჭიდროდ ჩასვათ დანა და ბადე. პრობლემა მაშინვე მოგვარდება.

თქვენ სარგებლობთ ხორცსაკეპი მანქანით, თუ უკვე დიდი ხანია ჩოფერით და ბლენდერით ჩაანაცვლეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს