რა კარგია, როცა მიწის საკუთარი ნაკვეთი გაქვს ქალაქგარეთ. რამდენიმე საათი იმგზავრებ და შენს სახლში ხარ შუაგულ ბუნებაში. სწორედ ასეთ სიამოვნებას ღებულობდა ვიტალი, როცა დასვენების დღეებში ჩადიოდა თავის სოფელში. თუმცა, მალე თავხედ მეზობლებთან მოუწია შეხვედრა.
თავხედი მეზობლები
დასვენების დღეები ქალაქგარეთ – ვიტალი ყოველთვის თვლიდა, რომ მეზობლებში გაუმართლა. ყველა მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა. თავად სოფელს დასასვენებლად იყენებდა. ჩადიოდა ხოლმე უქმეებზე, წვავდა მწვადებს და მიირთმევდა ჩაის ბუნებაში.სოფლის სხვა მაცხოვრებლების გან განსხვავებით, ის არაფერს თესავდა თავის მიწაზე. მას ამის არც დრო ქონდა და არც სურვილი. გვერდით მეზობელი კი სულ რაღაცას რგავდა და თესავდა. თავს დასტრიალებდა ყვავილებს, ბოსტნეულს, კენკრას, ხილს. ხანდახან კი ვიტალის ნაკვეთისკენ აპარებდა თვალს. -რატომ არ თესავ არაფერს? – ეკითხებოდა ხოლმე მეზობელს.ვიტალი პასუხობდა როგორც იყო და სანამ ნაკვეთებს შორის ღობეს გააკეთებდა, ხშირად უწევდა მეზობლის კითხვებზე პასუხის გაცემა.
ერთი მწკრივი ხახვი – ერთხელ, როდესაც ის თავის ნაკვეთში ჩავიდა, ქალბატონი მარინა დახვდა.
- -რა მოხდა, ქალბატონო მარინა? – ჰკითხა მანქანიდან გადმოსვლისას.
- -არაფერ, ვათვალიერებდი და ვხედავ, ისევ არაფერი დაგირგავს. რამდენი თავისუფალი ადგილია, მე კი ხახვის დასათესი ადგილი აღარ მაქვს. აქ რომ დავთესო, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
- ვიტალიმ არ იცოდა რა ეპასუხა. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რატომ დახვდა ეს ქალი ეზოში, მრე კი კითხვებმა დააბნია. არ უნდოდა, დათანხმებოდა, მაგრამ რატომღაც უპასუხა:
- -რამდენიმე კვალი შეიძლება.
ალბათ, არ უნდოდა მეზობელი გაენაწყენებინა და დათანხმდა. ეს კი საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.
სანამ მივლინებაში იყო – ის დღე მარინამ ვიტალის ნაკვეთში გაატარა. მამაკაცმა საერთოდ ვერ დაისვენა და უქმე დღე დაძაბულმა გაატარა. ნათელი იყო, რომ ქალბატონი მარინა მის ნაკვეთში ყოველდღიური სტუმარი იქნებოდა. რაღას იზამდა, თავად მიცა ამის უფლება.მალე ვიტალი მივლინებაში წავიდა. ორი საოცარი კვირა გაატარა ზღვასთან ახლოს და თითქმის დაავიწყდა აბეზარი მეზობელი და მისი ხახვი. როდესაც დაბრუნდა, უქმე დღეს თავისი ნაკვეთისკენ გაეშურა. იქ კი სიურპრიზი ელოდა.ხახვის გვერდით იდგა სათბური და რამდენიმე მწკრივი პომიდორი და კიტრი. ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ყველანაირ ადამიანს შეხვედრია, მაგრამ ასეთი თავხედობა არსად უნახავს.მაშინვე დაურეკა მეგობარს და მაღაზიაში გაყოლა სთხოვა. წავიდნენ სამშენებლო მაღაზიაში და დღის ბოლოს ნაკვეთი საიმედოდ იყო შემოღობილი. – რატომ აკეთებ ღობეს? – ჰკითხა ქალბატონმა მარინამ – როგორ უნდა შემოვიდე და ჩემს ნარგავებს მივხედო? თითონ ხომ არ მოუვლი? ვიტალისთვის ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. მაშინვე დაშალა სათბური და მარინას ნაკვეთში გადაყარა. მას შემდეგ მეზობელი განაწყენებულია და აღარ ელაპარაკება.
დასკვნა: სწორად მოექცა თუ არა ვიტალი ქალბატონ მარინას? საჭიროა თუ არა კონფლიქტის აცილების მიზნით დათმობაზე წასვლა? თქვენ როგორ უმკლავდებით თავხედ მეზობლებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.