სიცოცხლის ხალისი და ინტერესი – როგორ დავიბრუნოთ ის, როცა არაფერი აღარ გვინდა

0
520

იმის მიხვედრა, თუ რა უნდა ადამიანს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ინტერესების განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება არის ბედნიერების და სიხარულის მომტანი. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვიცნობთ საკუთარ ფსიქოლოგიას და შინაგან სამყაროს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ბედნიერების მცნება ფსიქოლოგიის კუთხით.

რა უნდა ადამიანს ცხოვრებაში

შეიძლება დიდხანს ვეცადოთ გამოვკვეთოთ საკუთარ თავთან არასწორი ურთიერთობის სიმპტომები, მაგრამ სანამ შინაგან სამყაროს გონებით არ მიუდგები, არაფერი გამოვა. სიმპტომი შეიძლება იყოს დეპრესია, ინტერესების დაკარგვა, ხშირი უხასიათობა, პროკრასტინაცია, სიზარმაცე. დიახ, დიახ, ბოლო ორი სიმპტომი ნაკლი კი არა, ნიშანია შინაგანი პრობლემების.ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი უნდა იყოს. ჩვენი განვითარება ისე მოხდა, რომ ჩამოყალიბდა ოთხი მნიშვნელოვანი სფერო. ოთხივე თითქმის ერთნაირად უნდა შევავსოთ.რა სფეროა ეს? წარმოიდგინეთ ოთხ ნაწილად დაყოფილი დიაგრამა: სამსახური/განათლება, ურთიერთობა, პიროვნული განვითარება/ჯანმრთელობა და დასვენება. თუ შინაგან სიცარიელეს გრძნობთ, ვერ ისიამოვნებთ ჩვეული წესებით. გექნებათ გარკვეული დისბალანსი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც ნაწილი გჭირდებათ, მაგრამ ის ჭირდება თქვენს ფსიქიკას და არა თქვენ.იმისათვის, რომ ეს სფეროები შეავსოთ სწორად, სწორად უნდა აღიქვათ, რას გულისხმობს ის. მაგალითად სიტყვა “ურთიერთობა” არ მოიცავს რომანტიულ შეხვედრებს, ქორწინებას და რაიმე მსგავსს. ის თბილ, მეგობრულ კავშირს გულისხმობს.მთავარია ხარისხიანი და მრავალფეროვანი ურთიერთობა არასამუშაო კუთხით. ზოგს სულ არ სურს რომანტიული ურთიერთობები და ეს ნორმალურია. უბრალოდ, ეს ნაწილი უნდა შეივსოს მეგობრებთან, მშობლებთან ან ახლობლებთან ჯანსაღი და თბილი კონტაქტით.ზოგს სამსახურში და ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ აკლია სულიერი სამყაროს და ფიზიკური დატვირთვის მხარე. ის საჭიროა არა მარტო ჯანსაღი სხეულისთვის. ის თქვენს ტვინს სჭირდება.არიან ასევე სამუშაოზე გადამკვდარი ადამიანები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ სოციალიზაცია და დასვენება. მათი დღე გაწერილია წუთების მიხედვით, რეალიზაციას ახდენენ მხოლოდ სამუშაოზე. ასეთი ადამიანები ბედნიერები ვერ იქნებიან და ალბათ, ხვდებით საბოლოოდ სადამდე მივლენ.

რედაქციისგან: თუ თავს დათრგუნულად და უხასიათოდ გრძნობთ, ჯობია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. შეეცადეთ მოძებნოთ ის სფერო, სადაც პრობლემები გაქვთ და შეავსეთ ის. გადადეთ გვერდზე მცნება “სწორი” და “არასწორი” პროკრასტინაცია და სიზარმაცე არ ნიშნავს სუსტ ხასიათს. ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ იმას, რაც არ გინდა. მაგალითად, სამსახური, ოჯახი… სადაც ვერ ხედავ შენი შრომის შედეგს, თავს უსარგებლოდ გრძნობ. თუ ამ გარემოს შეცვლა არ შეგიძლია, არის მარტივი გამოსავალი.

ეცადეთ იპოვოთ სასიამოვნო ჰობი. სასურველია ისეთი, სადაც შედეგს მალე დაინახავთ. დახატეთ, შექმენით ნივთები და მალე თქვენი უხასიათობა მოიკლებს, თანდათან იგრძნობთ ბედნიერებას და დაგიბრუნდებათ ცხოვრების ხალისი. რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.