“ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი ქმარი თუ როდესმე ოჯახის დანაზოგს დამიმალავდა.” – შემოგვჩივლა პაპარაცის მკითხველმა თინიკომ. ქალი განაწყენდა იმიტომ, რომ დიდი ხანია ფული ჭირდება. ქმარი კი მის თხოვნას არ ითვალისწინებდა. სტატიაში გაიგებთ რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ქალმა და რა გავლენა მოახდინა ამან მის ოჯახზე.
ოჯახური დანაზოგი
“ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი ქმრის ხელშია. მხოლოდ ის მუშაობს, მე კი სახლში ვარ და ბავშვს ვუვლი. მთელი წელია დეკრეტში ვარ და ფინანსურად არ გვილხინს, გვიწევს ყველაფერზე ეკონომიის გაწევა.ბოლო პერიოდში კონფლიქტებიც გვაქვს ამ თემაზე. არ მინდა ვანერვიულო, მაგრამ როგორ ვიცხოვროთ ასე ეგეც არ ვიცი. ზამთარი მოდის და წესიერი საშემოდგომო ტანსაცმელიც კი არ გვაქვს, ყველაფერი დაგვიძველდა. ,მესმის, რომ სამსახურის შესაცვლელადაც არ რის კარგი დრო.უფულობა ცუდად ისახება მენტალურ მდგომარეობაზე. ვცდილობ ბავშვზე გადავიტანო ყურადღება და არ ვიფიქრო ამაზე. რამდენიმე დღის წინ ძველ კარადას ვალაგებდი. ქვედა თაროზე იდო უამრავი ძველი საბუთები და ქმრის ნივთები.მათ შორის ვიპოვე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა და ნამდვილი შოკი მივიღე. თავიდან ვიფიქრე, რომ ქმარი ამ ფულს ოჯახისთვის აგროვებდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის ამ თანხის არსებობას დამიმალავდა. ზუსტად წინა დღეს მარწმუნებდა, რომ ფული არ აქვს და ისევ ძველი ფეხსაცმლით უნდა ვიარო.
დაუფიქრებელი საქციელი – თავიდან მინდოდა დამერეკა ქმრისთვის და ადგილზე გვესაუბრა. ძალიან ავფორიაქდი, რადგან მან კარგად იცოდა, რომ პატარას ქურთუკი და ზამთრის ფეხსაცმელი არ ჰქონდა. ჩემზე აღარაფერს ვამბობ. მთელი წელია სალონშიც არ ვყოფილვარ.ბოლოს გადავწყვიტე სხვანაირად მოვქცეულიყავი. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ვთხოვე: “საყვარელო, იქნებ ისესხო ფული ვინმესგან? რამდენი ხანია მხოლოდ მაკარონს ვჭამთ, ასე ხომ არ შეიძლება?”ქმარმა მიპასუხა, რომ ყველაფერი ესმის, მაგრამ ხელფასამდე უნდა მოვითმინოთ. მაშინ გადავწყვიტე, რადგან ასეა, მე თითონ გადავწყვეტ როგორ ჯობია. მეორე დღესვე ავიღე ფული და პირველ რიგში საბავშვო ნივთები ვიყიდე, შემდეგ წავედი სუპერმარკეტში და საჭმელი შევიძინე, ბოლოს სალონში შევედი და ამდენი ხნის მერე თმები შევიჭერი.როდესაც ქმარი დაბრუნდა და ამდენი სიახლე დაინახა, მაშინვე კარადისკენ გავარდა. მაშინვე იყვირა: “თინიკო, შენ აიღე ფული? ის ხომ ჩვენი არ იყო, დამკვეთის ფული იყო, რომლითაც მასალები უნდა მეყიდა! ჩვენი მანდ სულ მცირედი იყო და იმასაც ქორწინების წლისთავისთვის ვინახავდი!”რა თქმ უნდა, დამნაშავე ვარ, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, თუ ქმარი მეტყოდა რა ფულს ინახავდა. ეხლა ვზივართ და ახლობლებში ვრეკავთ, იქნებ ვინმემ გვასესხოს. სავარაუდოდ, საბოლოოდ მიკროსაფინანსოს მივმართავთ.
რედაქციისგან: ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება. თუმცა, თინიკოს შეეძლო ქმრისთვის პირდაპირ ეკითხა ნაპოვნ ფულზე. ასეა თუ ისე, ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლებელი იქნება ქალისთვის. თქვენ რას ფიქრობთ?