ჟოლოს ყველა ნაწილი სასარგებლოა. ღრმა სიბერემდე ჯანმრთელი იქნებით.

0
650
image: wikimedia.org

ჟოლოს ფოთლების ნახარშის დახმარებით ნერვებს დაიმშვიდებთ, ხოლო მისი ფესვების ნახარშს ბრონქული ასთმის დროს სვამენ. ამ მცენარის ყვავილების ნაყენი ბუასილის და ქალური დაავადების დროს ტამპონების გასაჟღენთად გამოიყენება. ჟოლოს ფოთლებისა და ღეროების ნახარში ნევრასთენიას და ნევრიტს მოგაშორებთ.

  • ჟოლოს ფოთლების ჯადოსნური ნაყენი გულის დაავადების დროს. „ნერვულ და გულის დაავადებებს ჟოლოს ნაყენით ვმკურნალობ.“ ამისთვის ქილის 1/3 მოცულობა დაქუცმაცებული ფოთლებით აავსეთ, ბოლომდე 40%-იანი არყით აავსეთ და 10 დღე დააყენეთ. გადაწურეთ და აუცილებლობის შემთხვევაში პირველი 10 დღე, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 20 წვეთი, მეორე ათი დღის განმავლობაში – 30 წვეთი, ხოლო მესამე ათეულის დროს – 50 წვეთამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 თვე. ამ ნაყენთან ერთად ივან-ჩაის წყლიანი ხსნარის გამოყენება სასარგებლოა (1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 6 საათით გააჩერეთ. სჯობს ნახარში თერმოსში ჩაასხათ).
  • ყველა სახის ასთმის დროს. ასთმის დროს ამ საშუალებით მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა. ნოემბერში (სწორედ ამ თვეში) ჟოლოს ფესვები ამოთხარეთ, გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და გაახმეთ. 1 ს/კ ხმელ ფესვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10 წუთით ადუღეთ. 50 გრ ნაყენი (გემოვნებით თაფლი დაუმატეთ) ღამით დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
  • ყველა სახის ლიმფური კვანძების სიმსივნის დროს. ძალიან ეფექტური საშუალებაა ლიმფოგრანულომატოზის, ლიმფური კვანძების ყველა სახის სიმსივნის დროს – სოჭის ან ლარიქსის ახალგაზრდა ტოტების და ჟოლოს ფესვების (ტყის) ნაყენი, შაქრით და თაფლით დაფარული. 1 კგ სოჭის აღმონაცენები ტოტებიანად გამდინარე წყალში გარეცხეთ, პირსახოცზე გააშრეთ. 0,5 კგ ჟოლოს ფესვები გარეცხეთ და ასევე გააშრეთ. მინის ქილაში მოათავსეთ. ნახევარ კგ ნარევზე 1 კგ შაქარი და ნახევარი კგ თაფლი დაგჭირდებათ. შემდეგ 200 გრ მდუღარე წყალი დაასხით, 1 დღე დააყენეთ, შემდეგ 8 საათით წყლის ორთქლზე ხარშეთ. კიდევ 2 დღე დააყენეთ და წვენი გადაწურეთ. წვენს ღია ჟოლოსფერი ექნება. ბავშვებს 1 ჩ/კ დღეში 5-ჯერ ჭამამდე მიეცით, ხოლო ზრდასრულებს 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე მიეცით. 10-12 დღე მიიღეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.
  • ეგზემას დროს. „25 წლის ასაკში ჩემ ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდა. სახლის მშენებლობის დროს ცხელი სითხით დამწვრობა მივიღე. დამწვრობა განვიკურნე, მაგრამ მის ადგილას ეგზემა გაჩნდა. საშინელი ქავილი მაწუხებდა. საავადმყოფოში 3 წელზე მეტი მკურნალობდნენ, მაგრამ დაავადება პროგრესირებდა – ეგზემა მეორე ფეხსა და მკერდზეც გადავიდა. ერთხელ ჟურნალში წავიკითხე, რომ მამაკაცმა ეგზემას მოშორება ჟოლოთი შეძლო. მისი ცდა გადავწყვიტე. ზუსტად 1 წელში ჩემი სხეული გაიწმინდა და დღემდე სუფთაა (ახლა 50 წლის ვარ). ასე ვმკურნალობდი: საღამოს, ჟოლოს ბუჩქებს ვრწყავდი, დილით პირდაპირ ბუჩქებიდან ჟოლოს კენკრას ვჭამდი. ასე ყოველ დილით 1 ან ნახევარ ჭიქა ჟოლოს ვჭამდი. ასევე ჟოლოს შაქარს ვურევდი.“
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება. ნარკოტიკული დამოკიდებულების მოშორებაში ჟოლო დაგეხმარებათ. 100 გრ ჟოლოს ყვავილებს 0,5 ლ არაყი დაასხით, 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას დააყენეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ამის გარდა, ჟოლოს კენკრა შეუზღუდავად მიიღეთ.
  • კუჭის სისხლდენა. ქრონიკული კოლიკის დროს კუჭის სისხლდენის შესაჩერებლად 4 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს ან კენკრას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და ½ ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ასევე გირჩევთ მოამზადოთ ჟოლოს ფოთლების ნაყენი გულის დაავადებისა და ნერვული შეტევის სამკურნალოდ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი