ურთიერთობა მშობლებს და შვილებს შორის რაღაც მომენტში შეიძლება არათანაბარი გახდეს. ჩვენ არ ვგულისხმობთ სიტუაციას, როცა ბავშვი პატარა ასაკშია და მშობლებზეა დამოკიდებული. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა გაზრდილი და დამოუკიდებელი ნაშიერი, მშობლის კისერზეა ჩამოკიდებული.შვილების გაზრდის მომენტი რთული დასაჭერია. ყველაფერში დამნაშავე ემოციებია, მშობლის ინსტიქტები და ზოგჯერ იმის არ აღიარება, რომ შვილი დამოუკიდებელი ინდივიდია და თავად უნდა დაიმკვიდროს თავი. მშობლები ძალიან უთანაგრძნობენ შვილებს, მაგრამ მათი ჩარევა ზოგჯერ უადგილოა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ჩვენი მკითხველის ამბავს.
ურთიერთობა მშობლებს და შვილებს შორის
“ყველას მოგესალმებით. მე მქვია ანა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ამბავი. უკვე ერთი წელია, რაც სამშობლოში დავბრუნდი. ვიყავი სამუშაოდ წასული იტალიაში. გულახდილად გეტყვით, იქ ბევრი რამ ვნახე. ვუვლიდი მოხუცებს, მქონდა ბინის პრობლემა, ბევრჯერ მომატყუეს თანამემამულეებმა და გადამარჩინეს სრულიად უცხო ადგილობრივებმა, რამდენჯერმე ქუჩაში გამძარცვეს…საზღვარგარეთ ძალიან კარგია – სუფთა ჰაერი, ლამაზი ზღვა, ცხელი მზე, ხარისხიანი საკვები. როდესაც სახლში დავბრუნდი, პირველ რიგში პროდუქტების ხარისხი მომხვდა თვალში. რთული მოსაძებნია რამე გემრიელი და ქიმიური დანამატების გარეშე. უნდა წახვიდე სპეციალურ მაღაზიაში, გადაიხადო ძალიან ძვირი და ნ იქნება ის საკვები ხარისხიანი, ან არა. იტალიაში პური კაპიკები ღირს და ასეთი უდი ცომისგან არ კეთდება.უცხოეთში ყოფნის დროს ყველას ჭირდება მეგობარი და მხარდამჭერი. მე იქ არავინ მყავდა. დროთა განმავლობში გავიცანი კარგი ადამიანები და უკეთ ვიგრძენი თავი.ყოველ თვეში ჩემს შვილს ვუგზავნიდი ხელფასის დიდ ნაწილს. მაშინ ის 23 წლის იყო და თავისი ასაკისთვის კარგად ჩამოყალიბებული. ფულს რემონტისთვის ვუგზავნიდი.
ჩემი შვილი მარტო უფრო გაიზარდა და ჩამოყალიბდა, დაქორწინდა და შვილი ეყოლა. ბედნიერი ვიყავი და მიხაროდა, რომ მამის გზას არ გაყვა, სრულყოფილ მამაკაცად ჩამოყალიბდა და მზრუნველი მეოჯახე გახდა.მეც სიახლე მქონდა პირად ცხოვრებაში, მაგრამ დისტანციურად. მწერდა ჩემი ყოფილი თანაკლასელი და ვსაუბრობდით ხოლმე. ის დაქვრივდა და თავიდან მისი პრობლემებით დავიწყეთ. დროთა განმავლობაში თანდათან გამოვიდა მდგომარეობიდან, დაიწყო მუშაობა, შეცვალა ცხოვრების წესი და ჩვენს შორი ს გრძნობამაც იფეთქა. აეროპორტში მხოლოდ ის დამხვდა, რადგან შვილი და რძალი დაკავებულები იყვნენ.იმ ავბედით დღეს მივედი სახლში. ის სრულიად შეცვლილი იყო – თანამედროვე რემონტით, ტექნიკით. შვილს ახალი მანქანა ყავდა. მომიბოდიშა, რომ რთული დღე ქონდა და ვერ დამხვდა აეროპორტში. ვკითხე, ხომ შეეძლო სამსახურიდან განთავისუფლება ცოტა ხნით? მაგრამ მომესმა მხოლოდ რძლის სიცილი…აღმოჩნდა, რომ ჩემი ფულით შვილმა გაარემონტა სახლი, გადაიხადა ქორწილი, იყიდა მანქანა, მაგრამ არ მუშაობდა, არაფერი გადაუდია, არხეინად ცხოვრობდა. სამუშაო არ აინტერესებდა. უყვარდა ხატვა და მთელ თავისუფალ დროს ამას ანდომებდა. სამწუხაროდ, უნიჭო მხატვარი იყო, თორემ ესეც სამუშაო იქნებოდა.
ავიღე ჩემი ნივთები და ჩემს მამაკაცთან წავედი. თურმე შვილი კიდევ ელოდა ფულს და ბინის გაფართოებას აპირებდა.ეხლა ვცხოვრობ ჩემს საყვარელ მამაკაცთან. მასაც თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ საერთო ჯამში, კარგი ადამიანია. ერთხელ შვილმა დამირეკა და მთხოვა ბავშვის დატოვება, რადგან მუშაობა დაიწყეს და მისთვის დრო აღარ რჩებათ. მე უარი ვუთხარი.შვილიშვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მას მშობლები ჰყავს. კიდევ კარგი, ჩემი ხელფასის რაღაც ნაწილი არ გამოვგზავნე სახლში და ჩემთვის დავიტოვე. ეხლა დასვენების უფლება მაქვს, განა რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო? თქვენ რას იტყვით?