კვების სპეციალისტებმა გვიჩვენეს, თუ რომელი კოვზით უნდა მივირთვათ ფაფა

0
62

დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ დანაყრების შეგრძნება ჩნდება 20 წუთის შემდეგ ჭამიდან. შესაბამისად, ზედმეტი საკვების მიღება თავიდან რომ ავიცილოთ, სუფრიდან ცოტათი მშიერი უნდა ავდგეთ. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სახლში ორჯერ მეტს მივირთმევთ, ვიდრე საჭიროა. შემდეგ კი თავს ვიდანაშაულებთ ზედმეტი კილოგრამების გამო. არის კიდევ რამდენიმე საშუალება, რომ მადა მოატყუოთ.

კარგი მადა – სწორი კვება უმთავრესია ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად. ჩვენ ბავშვობიდან ვჭამთ ფაფას კოვზით, ეს არის დიდი, სუფრის კოვზი. ჩატარდა გამოკვლევა და ის, ვინც მიირთმევდა ჩაის კოვზით, იღებდა 8 %-ით ნაკლებ საკვებს, ვიდრე ის, ვინც დიდი კოვზით ჭამდა.ძღომას მოკლე ფეხები აქვს – არ ვხუმრობ, ადამიანისთვის რთული მისახვედრია ძღომა. ის აგრძელებს საჭმლის ჭამას, თუმცა ორგანიზმმა დიდი ხანია მიიღო საჭირო რაოდენობა. როდესაც ვიყენებთ ჩაის კოვზს, ტრაპეზის დრო ხანგრძლივდებ და ძღომის შეგრძნება თავისი მოკლე ფეხებით დროულად მოდის.ზედმეტის ჭამა ეს გლობალური პრობლემაა თანამედროვე კაცობრიობისთვის. ჩაის კოვზი კარგად აკონტროლებს მას. თბილი წყალი – როდესაც ადამიანი სვამს ცოტა წყალს, ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში ნელდება. რა უნდა ვქნათ, თუ ღამით მოგვშივდება? დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. ორგანიზმს ის ერთ თეფშ წვნიანად მოეჩვენება.

როგორ მოვატყუოთ შიმშილი – სიჩქარე, დაღლილობა, სტრესი გვაიძულებს მეტი საკვების მიღებას. უმეტესად ეს არ არის წყალზე მოხარშული ფაფა, ეს არის ტორტები, კალორიული და ცხიმიანი კერძები. აუცილებელია ღამის საათებში საკვებზე უარის თქმა. თუ ეს არ გამოგდით, მიიღეთ დაბალკალორიული კერძები.ეხლა პოპულარულია აპლიკაციები, რომლებიც ზუსტად ითვლიან საკვების კალორიულობას. ელემენტარული დაფიქსირების საშუალებით მიღებული საკვების, გაიგებთ რა პროდუქტები გაშორებენ მსუბუქ, ჰაეროვან სიარულს.სწორედ კალორიების დეფიციტი დაგეხმარებათ შედეგის მიღწევაში, სპორტი კი ფიზიკურ მონაცემებს და ფორმებს აუმჯობესებს. მთავარია, დაისახოთ მიზანი. რამდენიმე კილოგრამის მოშორება სპორტის გარეშეც შეიძლება, მაგრამ უმისოდ არ გექნებათ რელიეფური სხეული, მხოლოდ ტანსაცმლის ზომა შეიცვლება.დავუბრუნდეთ საჭმლის მიღების გადაჭარბების თემას, რაც არ მოხდება ჩაის კოვზით ჭამის შემთხვევაში. იცოდეთ, რომ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს. ხუმრობენ კიდეც – ჯობია ფაფა ჩანგლით მიირთვათ , ან უმჯობესია, ბამბუკის ჯოხებით.

თქვენ როგორ აკონტროლებთ საჭმლის რაოდენობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.