გულყვითელა მრავალ დაავადებებს ებრძვის: ხალხური რეცეპტები

682

კალენდულას პრეპარატები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებებია, რომლებიც ყოფაცხოვრებაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მას დასახმარებლად მიმართავენ კუჭის დაავადებების, ნაწლავის წყლულებისა და სპაზმების, ღვიძლის და ქალური დაავადებების, საშვილოსნოს სისხლდენის, გულის დაავადებების, ჰიპერტონიისა და კლიმაქსური სიმპტომების დროს. მედიცინაში აღიარებულია გულყვითელას ყვავილების ნაყენებისა და ტინქტურების სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები.

კიბო: სამლიტრიანი ქილის ნახევარი გაავსეთ კალენდულას ყვავილებით და პირთამდე დაასხით არაყი. დააყენეთ არანაკლებ ერთი თვით და დაწურეთ. ამ ნაყენს იღებენ დღეში სამჯერ, 1 ჩ. კ. ოდენობით, საშვილოსნოს, საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ხორხის, სარძევე ჯირკვლის კიბოსა და კიბოს სხვა ფორმების დროს.

კალენდულას აქვს ბაქტერიციდული, ფიტონციდური, სისხლგამწმენდი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ასევე, მცენარის ანტიბიოტიკური თვისებები არ ჩამოუვარდება ამავე მოქმედების პრეპარატებს.

  • საშვილოსნოს ყელის ეროზია: ამ დაავადების დროს, კალენდულა ერთ-ერთი საუკეთესო ფიტოთერაპევტული მცენარეა. 1 ს. კ. ნედლეული დააყენეთ 1 ჭიქა მდუღე წყალში, საშოს აბაზანებისთვის. მოამზადეთ 0.5 ან 1 ლ ერთი პროცედურისთვის.
  • კლიმაქსი(თავის ტკივილებითა და მოქცევებით): მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი, დააყოლეთ მაყვლისა და თავშავას ჩი, დღეში სამჯერ, სასურველია, ჭამამდე.
  • არითმია: მიიღეთ 20 წვეთი ნაყენი შაქრით, ჭამიდან 2 საათის შემდეგ. თუ ნაყენი არ გაქვთ, 2 ჩ. კ. ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და მიიღეთ 0.5 ფინჯანი დღეში ოთხჯერ.
  • ნეფრიტი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კალენდულას ყვავილები და ჭინჭრის ფოთლები. 1 ს. კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და დააყენეთ 2 საათით. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
  • თვალისშიდა წნევა: ამ შემთხვევაში, 9 ჩ. კ. ყვავილები 0.5 ჭიქა მდუღარე წყალში 1-2 საათით უნდა დააყენოთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა ჭამიდან 1 საათში, დღეში სამჯერ. ამავე ნაყენის გამოყენება შეგიძლით თვალების გამოსავლებად.
  • გულყვითელას სპირტიანი ნაყენის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, არეგულირებს წნევას და აღადგენს აორტალურ სისხლის მიმოქცევას. შეგიძლიათ ნაყენის აფთიაქში შეძენა ან შინ მომზადება. დაასხით 20 გ დაქუცმაცებულ ყვავილებს 1 ლ არაყი, დააყენეთ 10-15 დღით და დალიეთ 30-40 წვეთი, გახსნილი 1 ჭიქა წყალში, დღეში სამჯერ. მკურნალობის პერიოდში ქრება თავის ტკივილი და უძილობა, იმატებს შრომისუნარიანობის დონე.
  • სათესლე პარკის წყალმანკი: შეურიეთ 1:1 პროპორციით კალენდულას მალამო და საბავშვო კრემი. წაუსვით ბავშვს ღამით, შეუხვიეთ მარლით და ჩაცვით მჭიდრო ტრუსები. ასეთი ტრუსები უნდა ეცვას ავადმყოფს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჯირკვალი რომ არ ჩამოიწელოს. 1 თვის შემდეგ, პრობლემა უნდა გაქრეს.
  • ლეიკოზი: ლეიკოზის დროს მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, დაასხით 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს 400 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში ოთხჯერ.
  • ხალხურ მედიცინაში კალენდულას ახლადდაწურულ წვენსაც იყენებენ. 20-30 წვეთ წვენს, 1 ჩ.კ. თაფლთან ერთად, ხსნიან 1 ჭიქა თბილ რძეში, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ნევროზისა და კლიმაქსის დროს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საშუალებას დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ იღებენ.

უკუჩვენებები

კალენდულას ძირითადი უკუჩვენებაა ფეხმძიმობა. ჯერ კიდევ ძველმა მკურნალებმა შენიშნეს, რომ მცენარის წვენს შეიწოვს მუცლად მყოფი ნაყოფი და ვითარდება ნაადრევი მშობიარობის საფრთხე.

კალენდულას პრეპარატების გამოყენება არ შეიძება ბრადიკარდიით თანხლებული ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს