ცოლ-ქმარს ხშირად აქვს სხვადასხვა პრობლემა. მათი გადაჭრის მეთოდი შესაძლოა ძირეულად განსხვავდებოდეს ურთიერთობაში ჰარმონიის უზრუნველყოფის ზოგადმიღებული ფორმულისგან. ყველა ამ ხერხს ერთი სასიკეთო მიზანი აერთიანებს- ოჯახის შენარჩუნება. ალეკოს ცოლი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რაზე მოუხდა წასვლა მის ქმარს ოჯახის ბედნიერებისთვის.
ოჯახის შენარჩუნება
ალეკოს არაფერი ჰქონდა საწუწუნო: საკუთარი ბინა, ლამაზი და მზრუნველი მეუღლე, ხალისიანი ანგელოზი ბავშვის ეტლში. ყველაფერთან ერთად, ოჯახში არ აღმოცენებულა კონფლიქტური სიტუაცია, რაც პარტნიორის არჩევანს ეჭვქვეშ დააყენებდა. უკვე სამი წელია ცოლ-ქმარი ჰარმონიაში ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ ალეკომ შეამჩნია, რომ ცოლი აღარ ხიბლავდა და მის მიმართ ლტოლვას აღარ განიცდიდა. ქალი კარგ ფორმაში იყო თავსაც უვლიდა, თუმცა მამაკაცს ეს აღარ აკმაყოფილებდა.მათ შორის ჩაქრა ვნების ცეცხლი. ცოლთან დაშორება ნიშნავდა ჰარმონიის ციხე-სიმაგრის დანგრევს, რომლის ასაგებად მეუღლეებმა ბევრი ოფლი დაღვარეს. ალეკო ამას ვერ დაუშვებდა.ბევრი ფიქრის შემდეგ, მამაკაცი მივიდა იმ დასკვნამდე, რომელიც ადრე სიგიჟედ მოეჩვენებოდა. მან გადაწყვიტა ისეთი საყვარელი გაეჩინა, რომელსაც თანაცხოვრებაზე არ ექნებოდა პრეტენზია და ბევრ ფულს არ მოთხოვდა. ალეკოს სურდა შეერჩია ქალი, რომელსაც უკვე იცნობდა და მასთან ურთიერთობის ნულიდან აგება არ იქნებოდა საჭირო.შესაფერის კანდიდატურად მან ცოლის მეგობარი აარჩია. იგი მაღალი, ქერათმიანი ქალი იყო, რომელსაც არც თუ ისე ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. მანდილოსანი მიზნად ისახავდა ცხოვრებისგან მიიეღო ის სიამოვნება, რასაც რეალობა სთავაზობდა და ალეკო ნამდვილად იყო ამ სიაში.
ალეკო გასულ ახალ წელსვე მიხვდა, რომ სესილის მის მიმართ სიმპათიები ამოძრავებდა. ერთხელაც მან ქალს შეტყობინება გაუგზავნა…უკვე სამი თვეა, რაც ალეკო განახლებული ცხოვრებისგან იღებს სიამოვნებას. იგი მეუღლეს ლამის ყოველდღიურად ჩუქნის ყვავილებს. ახლა მას მეტი სიფრთხილის გამოჩენა უწევს, სხვადასხვა გარემოებებს იმიზეზებს ხოლმე.ალეკოს იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, რა მოხდებოდა, თუ მისი ოჯახის წევრები სიმართლეს გაიგებდნენ. იგი თავს გამუდმებით იმით იმშვიდებდა, რომ ყველაფერს საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის აკეთებდა. ოჯახის შენარჩუნება მისთვის უპირველესია და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მსხვერპლის გაღება მოუწევს ამისთვის.
დასკვნა:ღირს თუ არა ასეთი “მსხვერპლის” გაღება კეთილი მიზნებისთვის? აქვს თუ არა აზრი ბედნიერი ოჯახის ილუზიის შექმას, თუ პარტნიორი უკვე აღარ გიზიდავთ?