მშობლები ხშირად შვილის დაბადების დღეს ოჯახში აღნიშნავენ ხოლმე. ეს ქმნის იმის შესაძლობლობას, რომ ბავშვს აჩუქონ მყუდრო დღესასწაული უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ ასეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდებოდა? ქალბატონმა ნატომ მოამზადა თავისი საფირმო კერძები, გამოაცხო ტორტი და ქალიშვილის დაბადების დღეზე ყველა მისი მეგობარი დაპატიჟა. რა მოხდა და როგორ დასრულად ეს ისტორია, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.
ბავშვის დაბადების დღის ოჯახში აღნიშვნა
“შარშან მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ბავშვის დაბადების დღე პატარა კაფეში გადაგვეხადა და ანიმატორი დაგვექირავებინა. ბავშვები აღტაცებულები იყვნენ დღესასწაულით. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ უფრო მყუდრო გარემოში გვეზეიმა.ყველაფერი დეტალების დონეზე გავთვალე. დღესასწაულზე ანუკას უახლოესი მეგობრები დავპატიჟე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი საუცხოოდ ჩაივლიდა, თუმცა მოლოდინი არ გამიმართლდა. ერთმა ბავშვმა დაბადების დღეზე მოიყვანა გოგონა, რომელსაც არავინ იცნობდა. აღმოჩნდა, რომ ის ანუკას პარალელკლასელი იყო. ჩემს ქალიშვილს არ სურდა უცხოსთან ერთად ეზეიმა ეს უძვირფასესი დღე. ამასთან, გოგონას სიმბოლური საჩუქარიც კი არ მოუტანია.თვალნათლივ ვხედავდი, რომ ანუკას ხასიათი გაუფუჭდა, რის გამოც უცხო გოგონას წასვლა ვთხოვე. ერთ საათში ჩემს კარზე ვიღაც ქალი ყვირილით აკაკუნებდა: “სრულ ჭკუაზე ხართ? როგორ შეიძლება ბავშვის გარეთ გაგდება ასეთ სიცივეში? ის ხომ უცნობ რაიონსი სრულიად მარტო აღმოჩნდა. თქვენ ბავშვს რომ ამგვარად მოქცეოდნენ, რა რეაქცია გექნებოდათ”? ამ ქალბატონმა მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენა. ვცდილობდი მისთვის ყველაფერი ამეხსნა, თუმცა იგი არ ჩერდებოდა. მას სრულებითაც არ ეუცნაურა, რომ ქალიშვილი უცნობი ადამიანის დაბადების დღის აღსანიშნავად წავიდა. შესაძლოა, ყველა დედამ ვერ გამიგოს, თუმცა პირველ რიგში საკუთარ ბავშვზე ვღელავ. სრულებითაც არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი ქალიშვლი დამწუხრებული იყოს თავის დღესასწაულზე. სხვისი შვილი- არაა ჩემი პასუხისმგებლობა. 5 წუთი ვისმენდი ამ ქალის ისტერიულ მონოლოგს, შემდეგ კი კარი ცხვრიწინ მივუხურე. თქვენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე”?
რედაქციისგან: ქალბატონი ნატოს აღშფოთება მარტივი გასაგებია. ფაქტია, რომ ანუკას მეგობარს დღესასწაულზე უცხო ბავშვი არ უნდა მიეყვანა. თუმცა სწორად მოიქცა კი იუბილარის დედა, 12 წლის პატარა ქუჩაში რომ გააბრძანა? ვფიქრობთ, რომ მოცემულ სიტუაციაში სხვაგვარად მოქცევა ჯობდა.ნატოს შეეძლო გოგონას დედისთვის დაერეკა და მისი წაყვანა ეთხოვა. რასაკვირველია, იგი ამ შემთხვევაშიც უკმაყოფილო იქნებოდა, სამაგიეროდ, კონფლიქტური სიტუაცია აღარ შეიქმნებოდა.დაგვეთანხმებით, რომ პატარები არაფერში არიან დამნაშავეები. ანუკას პარალელკლასელი ვერ მიხვდებოდა, თუ რა დააშავა. შესაძლოა, არც ის სცოდნოდა, დაბადების დღეზე რომ მიდიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნატოს საქციელი გაუმართლებელია! საინტერესოა, ვის მხარეს ხართ თქვენ?