ყველაზე გამოცდილი ტკბილეულის მოყვარულიც კი გაკვირვებული დარჩება, თუ ამ ნამცხვრით გაუმასპინძლდებით

0
105

გინდათ რამე ტკბილი, წვნიანი და გემრიელი? ტკბილეულის მოყვარულებო, ყურადღებით იყავით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ნამცხვარს კარამელით. ის ტორტზე გემრიელია. ჩვეულებრივ ბისკვიტს გადავაქცევთ საოცარ ნუგბარად ნაღების კრემით და სურნელოვანი კარამელით.დაგჭირდებათ მოთმინება და დრო, სამაგიეროდ უკან ფანტასტიური გემო და სიამოვნება დაგიბრუნდებათ. არანაკლებ აღფრთოვანდებიან ოჯახის წევრებიც.

ნამცხვარი კარამელით

  • 150 გრ. შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 150 გრ. ფქვილი
  • 10 გრ. გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით

ინგრედიენტები კარამელისთვის

  • 50 გრ. კარაქი
  • 160 გრ. შაქარი
  • 200 მლ. მაღალ პროცენტიანი ნაღები
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 200 მლ. მაღალ პროცენტიანი ნაღები
  • 2 ს/კ შაქრის პუდრა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 600 მლ ნაღები ან რძე
  • 1,5 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად.
  2. თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ.
  3. ჩააფინეთ საცხობ ფორმაში ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. ჩაასხით ცომი ფორმაში.
  4. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
  5. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კარამელი. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ არ გადნება და ოქროსფერს არ მიიღებს.
  6. დაუმატეთ კარაქი, აურიეთ გადნობამდე.
  7. შემდეგ ფრთხილად ჩაასხით კარამელში ნაღები, არ შეწყვიტოთ მორევა, რათა მასა ერთგვაროვანი გახდეს. კარამელის გემოს გასაძლიერებლად ჩაყარეთ მწიკვი მარილი. აცალეთ მასას გაცივება.
  8. გადმოიღეთ გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან, მოაცალეთ პერგამენტი, დადეთ გასაცივებლად.
  9. მოამზადეთ დასანამი სითხე: შეურიეთ რძე და შაქარი. თუ ძალიან ტკბილი არ გინდათ, შაქარს ნუღარ დაუმატებთ. უბრალოდ გაჟღინთეთ ბისკვიტი რძით და ნაღებით.
  10. ხის ჩხირით გაუკეთეთ ნასვრეტები ბისკვიტს და თანაბრად მოასხით სითხე.
  11. კრემისთვის გათქვიფეთ გაცივებული ნაღები, თანდათან ჩაყარეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ ჰაეროვანი ქაფის მიღებამდე.
  12. დადეთ კრემი ბისკვიტზე და თანაბრად გადააანაწილეთ ნიჩბით, ზემოდან მოასხით კარამელი, შეგიძლიათ მორთოთ კრემით.
  13. შედგით ნამცხვარი მაცივარში რამდენიმე საათი. მიირთვით და ისიამოვნეთ ჩაისთან ერთად.

ფუმფულა, ნამიანი, არომატული ნამცხვარი კარამელით ძალიან მოგეწონებათ. ოჯახის წევრები კიდევ მოგთხოვენ გაკეთებას. ჩართეთ ფანტაზია და არ დაიზაროთ იმპროვიზაცია. მორთეთ მოხალული ნიგვზით, დაუმატეთ ყავის ლიქიორი… მოკლედ, ყველაფერი თქვენს ხელშია. გელოდებით კომენტარებში.