სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, თანამედროვე სამყაროს მაცხოვრებლები თავიანთი ქმედებებით დიდ ზიანს აყენებენ სამყაროს. გაეროს კვლევების თანახმად 90-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 129 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. ეს ციფრები რათქმაუნდა აღშფოთებას იწვევ – განსაკუთრებით მაშინ თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს მოცულობა დაახლოებით სამხრეთ ამერიკის ტოლია.
ადამიანები წლის განმავლობაში პანამის ზომის ტოლ ტყის მასივს ჩეხავენ.საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტყის მასსიური ჩეხვა მსოფლიოს სათბური გაზების ამოფრქვევის 15% პროვოცირებს. ეს ასევე ძალიან აზიარებს ტყის მაცხოვრებლებს ვინაიდან ბუნებრივ ბალანზე მიაქვს დარტყმა.ამავდროულად ჩნდება ბუნებრივი კითხვაც, შეუძლია კი ერთ ადამიანს რაიმე შეცვალოს გლობალურად პლანეტაზე? ერთი შეხედვით პასუხი რათქმაუნდა უარყოფითია.
თუმცა ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა სებასტიან რიბეირო სალგადუმ და მისმა მეუღლემ ლელია დელუის ვანიკ სალგადუმ ხელები არ ჩამოყარეს და გადაწყვიტეს დაემტკიცებინათ, რომ რამოდენიმე ადამიანსაც კი შეუძლია პლანეტაზე მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს.
სებასტიანი პოპულარულ დოკუმენტურ ფოტოგრაფს წარმოადგენს. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ფოტოჟურნალისტიკაში. 98-იან წლებში ფოტოგრაფი აფრიკიდან ბრაზილიაში ჩავიდა რათა რუანდაში მიმდინარე გენოციდი აღებეჭდა. მისი ფოტოები რათქმაუნდა სულისშემძვრელია.
მიმდინარე მოვლენებმა სებასტიანზე დიდი გავლენა მოახდინა, ამასთანავე ოჯახის რანჩოზე მინას-ჟერაისის შტატში გამგზავრების შემდეგ, იქ სადაც მან ბავშვობა გაატარა აღმოაჩინა, რომ ტროპიკული ტყე მოტყავებულ სტეპებს ჩაუნაცვლებიათ. რათქმაუნდა ეს მძიმედ აისახა ფოტოგრაფზე, მაგრამ მას გვერდით მეუღლე ყავდა, რომელმაც დახმარება გაუწია.
სებასტიანი ამბობდა, რომ მიწა სწორედ ისე იტანჯებოდა როგორც ისინი. ყველაფერი განადგურებული იყო. ხეები იმდენად ცოტა იყო, რომ მათი დათვლა ხელის თითებზეც შეიძლებოდა. მის მეულეს, ლელიას მოუვიდა ხეების ხელახლა დარგვის შესანიშნავი იდეა.
ოჯახმა შეიძლია 700 ჰექტარი ფართობის მქონე რანჩო და შეუდგა მის გამდიდრებას. 1998 წელს ფოტოგრაფმა მოახერხა თანამოაზრეების შემოერთდება და შეძლო საკმარისი თანხის შეგროვებაც, რათა შეექმნა “მიწის ინსტიტუტი”. მიწის შეძენიდან ერთი წლის თავზე ნაკვეთზე პირველი ნარგავები გაჩნდა.
შედეგებმა წყვილი გააოცა. 20 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს 2,5 მილიონი ხის დარგვა და მოცემულ მომენტში მათ მიერ ნაყიდი მიცა კერძო ნაკრძალის სტატუსით სარგებლობს.
იქ მდებარეობს ხშირი ტროპიკული ტყე, სადაც უამრავი ფრინველი და ძუძუმწოვარი ცხოვრობს. მცენარეული სამყაროც საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.
ფოტოგრაფისა და მისი ცოლის ისტორია უამრავ ადამიანს აოცებს და აქტიური მოქმედებებისკენ შთააგონებს, ხელს უწყობს ბუნების გადარჩენას. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ პატარა ჯგუფსაც კი შეუძლია რაიმეს შეცვლა – მთავარია მონდომება.
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ჩვენი სამყაროს ეკოლოგიის დაცვაში. ეს რათქმაუნდა შესანიშნავია, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პლანეტის დაცვა.