“ქმარზე ბევრად მეტს ვმუშაობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიყენებს. ოთხი წლის წინ დავქორწინდით და მას შემდეგ თანდათან რომანტიკა გაქრა ჩვენი ურთიერთობიდან, თავს უბედურად ვგრძნობ.”- გვიყვება კესო.ჩვენს დროში მამაკაცები და ქალები აქტიურად მუშაობენ და გამოიმუშავებენ ფულს. ზოგი თვლის, რომ შემომტანი ქალი ოჯახში ნორმალურია, ზოგისთვის კი მიუღებელია მამაკაცი, რომელიც საკუთარ ოჯახს ვერ უზრუნველყოფს.
ვმუშაობ ქმარზე ბევრად მეტს
“”შემიყვარდა მამაკაცი, რომელიც ჩემზე 13 წლით უფროსი იყო. მეგონა, რომ უფროსი ასაკის მამაკაცები უფრო მზრუნველები და ყურადღებიანი იყვნენ. ძალიან შევცდი. არ ვთვლი, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ქმრის კმაყოფაზე იყოს, მაგრამ არც პირიქით არ უნდა იყოს. ჩემი მშობლები ერთად შრომობდნენ და უძღვებოდნენ ოჯახის ბიუჯეტს. ვთვლი, რომ ყველაფერი თანაბრად უნდა განაწილდეს, მითუმეტეს, თუ ადამიანები ერთად ცხოვრობენ, უნდა შეათანხმონ ხარჯები.ჩემი ქმარი ყოველთვის დაძაბულია, ჩემს გაცნობამდე ერთი ოჯახი უკვე ყავდა, დარჩა პატარა შვილი და ალიმენტის გადახდა უწევდა. სამსახურის მერე დაღლილი მოდის ხოლმე და ლაპარაკის სურვილი არ აქვს, მეც ვცდილობ არ შევაწუხო და ხელსაყრელ მომენტს ვუცდი ხოლმე.შეძლებული მშობლები მყავს, მომცეს ბინა და ავეჯი. ეხლა ქმართან ერთად ამ სახლში ვცხოვრობ და ოჯახს მე ვარჩენ. პროდუქტებს, გადასახადებს და ყველა ხარჯს მე ვუძღვები.ჩვენი ურთიერთობა არ არის ჯანსაღი. ქმარს არაფერი გაუღია ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე. მესმის, რომ დაბალი ხელფასი აქვს და ყოფილ ოჯახს ახმარს, მაგრამ ელემენტარული ყურადღება მეც მჭირდება. ეხლა პრობლემები მაქვს სამსახურში და არ ვიცი როგორ გადავიხდი ოჯახის ხარჯებს და რითი ვიცხოვრებ.”
მორიგი კონფლიქტი – “როდესაც ვეკითხები, სად მიდის მიდის მისი ხელფასი, ის მპასუხობს, რომ მთაში აპირებს სახლის გაკეთებას. არ ვიცი რამდენად მართალია ეს, მაგრამ ფული არასდროს არ აქვს. ამ თვეში უკვე მშობლებს გამოვართვი საარსებო ფული, ქმარს კი ვეჩხუბე.როდესაც საქმე მიდის სერიოზულ საუბრამდე, ის ალაგებს ნივთებს და დედასთან მიდის. შემდეგ ისევ მე თითონ მენატრება და დაბრუნებას ვთხოვ. ის ბრუნდება დ ყველაფერი თავიდან იწყება.მომბეზრდა ზრდასრული მამაკაცის რჩენა. , რომელსაც საერთოდ არ ადარდებს ჩემი პრობლემები. არადა ის უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს ოჯახზე, მე კი ვეხმარებოდე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალფონსი მყავს გვერდით და მიყენებს.”
რედაქციისგან: ფინანსური სტაბილურობა – ეს არის ის, რისკენაც მთელი ოჯახი ისწრაფვის. კი, შეიძლება ზოგჯერ ქალი იყოს შემომტანი ოჯახში, მაგრამ სამაგიეროდ სითბო და სიყვარული მაინც ხომ უნდა მიიღოს? თუ ასე არ ხდება და ადამიანები არ მიდიან კომპრომისზე, იწყება პრობლემები ოჯახში. კონფლიქტების უმეტესობას ფულის არქონა იწვევს.თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? რაში ხედავთ გამოსავალს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.