მე და ჩემი ქმარი ნაქირავებში ვცხოვრობთ, მისმა მშობლებმა კი სახლის უმცროს ქალიშვილზე გადაფორმება გაბედეს

1026

“არასოდეს მინდოდა სხვის ხარჯზე ცხოვრება. როცა მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით, საერთო ბიუჯეტს ერთად განვკარგავდით. შეუღლების შემდეგ სამსახური არ მიმიტოვებია, ყოველთვის ვეძებდი შემოსავლის დამატებით წყაროებს, რათა ოჯახს არაფერი დასჭირვებოდა. ცხოვრების უსამართლობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვისთვის დახმარება არ გვითხოვია, დედამთილმა კი საკუთარი “ზედმეტი” ბინა უმცროს ქალშვილს გადაუფორმა”,- ამბობს ნატო.

ცხოვრების უსამართლობა

“საკუთარ თავს ბევრ ფულს არასოდეს ვახარჯავდი. დიასახლისობას მერჩივნა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ მემუშავა. ჩემს ქმარსაც არ უყვარს სხვის კისერზე ჯდომა, ზოგჯერ სამსახურში ფორსმაჟორები ხდეაბ ხოლმე, რის გამოც უქმეებზეც ვმუშაობ. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთს გვერდით ვუდგებით რთულ სიტუაციებში.დიდძალი თანხა გვეხარჯება ქირასა და კომუნალურებში. საკუთარი სახლის შეძენემადე ბავშვების გაჩენას არ ვაპირებთ. სხვადასხვა ტიპის მოქირავნე არსებობს, ისეთებიც შეგვხვედრია, რომლებიც ბინიდან ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ხუშტურის გამო ასახლებენ ხოლმე.ჩემი მეუღლის მშობლები ერთი პერიოდი ორ ერთ ოთახიან ბინას აქირავებდნენ, სიბერეში უნდოდათ თავი დაეზღვიათ და დამატებითი შემოსავალი ჰქონოდათ. შესანიშნავად გვესმოდა მათი, პენსიები ხომ ვერ შეედრება გაზრდილ ფასებს, ამიტომ არ გვითხოვია, რომ ერთ ბინაში შევეშვით საცხოვრებლად.ამას წინათ შევიტყე, რომ დედამთილი თავის მეუღლესთან ერთად ერთი საცხოვრებლის უმცროს ქალიშვილზე გადაფორმებას აპირებდა, ვერ ვიგებდი, ასე უსამართლოდ რატომ მოექცნენ თავიანთ ვაჟს. მიშიკოც და მისი დაც კანონიერი მემკვიდრეები არიან და სახლი თანაბრად ეკუთვნით. რატომ ტოვებენ მშობლები ჩემს ქმარს  ქონების გარეშე?გამოდის, რომ ქალიშვილი მზამზარეულს იღებს, ვიდრე მიშიკო წელებზე ფეხს იდგამს, თავის გატანას და ოჯახის შენახვას სიმწრით ახერხებს. განა ეს სამართლიანია? ნუთუ ასე იქცევიან მოსიყვარულე მშობლები? ვიდრე ჩემი მული საკუთარ ბინაში იცხოვრებს, ჩვენ იძულებულნი ვართ მთელი ხელფასი უცხო ადამიანებს გადავუხადოთ.მიშიკომ იცოდა, რომ ძალიან გავბრაზდებოდი, ამიტომაც ამ ამბავს დიდხანს მიმალავდა. მისი მშობლები არ ჩქარობენ ჩვენს დახმარებას. ნათესავები სოფელში ცხოვრობენ და ზოგჯერ ჩვენთვის პროდუქტები ჩამოაქვთ ხოლმე. დედამთილს და მამამთილს ჩვენს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ და თვლიან, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით. მე და მიშიკო 5 წელია, რაც შეუღლებულები ვართ და შვილებზე ჯერ არ ვფიქრობთ. გარკვეულწილად ეს ჩემი მეუღლის მშობლების ბრალიცაა, ასეთ პირობებში ბავშვის გაჩენა შეუძლებელია.ძალიან მწყინს, რომ დედამთილი და მამამთილი ასე გვექცევიან. მათ პრეტენზიები წავუყენე, სანაცვლოდ კი ანგარებაში დამწამეს ცილი, რის შემდეგაც ურთიერთობა შევწყვიტე. მიშიკო ბრაზობს, რომ ცხვირი სხვის საქმეში ჩავყავი. არ მესმის, იგი საკუთარ მშობლებს რატომ არ ელაპარაკება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მიშიკოს არ უნდა სუსტი გამოჩნდეს, მათ ოჯახში ხომ პატრიარქატი მეფობს, ამიტომ ჩემს ქმარს არ უნდა ხანდაზმულ დედ-მამას რაიმე სთხოვოს”.

რედაქციისგან: თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ქონების განკარგვის უფლება. ტასოს შეცდომა ისაა, რომ იგი პრეტენზიას აცხადებს ბინაზე მაშინ, როცა მიშიკოს არასოდეს უთხოვია მშობლებისთვის დახმარება. შესაძლოა მათ იგი დამოუკიდებელი და ამაყი აღზარდეს. ვინ იცის? მეუღლის ოჯახურ საქმეებში ჩარევა არაა საუკეთესო იდეა, თუ მათთან მშვიდობიანად ცხორება გსურთ. სწორად მოიქცა თუ არა ტასო, დედამთილთან დალაპარაკება რომ გადაწყვიტა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს