ბებია ოცნებობდა, როდის მისცემდნენ პენსიას, მერე შეძლებდა ტკბილეულის ყიდვას.

673

ნამდვილ ადამიანურ სიკეთეს საზღვარი არ აქვს. ჩვენს დროში ადამიანები უფრო ხშირად ფიქრობენ საკუთარ კეთილდღეობაზე, მაინც გვხვდებიან ისეთებიც, ვინც მუდამ მზად არის ხელი გაუწოდოს გაჭირვებულს. პაპარაცის დღევანდელი ამბავი ამის ნათელი მაგალითია.

ადამიანური სიკეთე

“20 წელზე მეტია სრულიად მარტო ვცხოვრობ. ჩემი ქმარი მძიმე დაავადებამ წამართვა, შვილები კი არ გვყოლია. ვზრდიდით ჩემი ნათესავის ბავშვს, ის 10 წლის ასაკში დაობლდა და საკუთარი შვილივით მყავდა, მაგრამ როგორც კი ჩემი ბუდიდან გაფრინდა, ყველაფერი დაივიწყა.მეზობლები ხშირად საუბრობდნენ ამაზე, მეკითხებოდნენ ხოლმე: “დიდხანს არ გინახავს მარი? ასე როგორ დაგივიწყა, საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას… “ყველას ჰგონია, რომ მარი ჩემი ქალიშვილია. არც არასდროს მისაუბრია ჩემს ოჯახურ ამბებზე მათთან. ამით არაფერი მომემატება და რა საჭიროა? უბრალოდ, არ ვაქცევ მათ საუბარს ყურადღებას და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ.ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, არის თამარი. ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ყოველ დღე ვნახულობდი, ჩაის მივირთმევდით ერთად.

ცხოვრების ახალი ეტაპი – თუმცა, თამარმა ბინა გაყიდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან ძალიან მოვიწყინე. მის ბინაში ახალგაზრდები გადმოვიდნენ, გაარემონტეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.ახალგაზრდები ბინის ყიდვის შემდეგ, შემოვიდნენ ჩემთან და გამაფრთხილეს, რომ რემონტის გაკეთებას იწყებდნენ. თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, თუ მათი მეზობლობა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.

კეთილი საქმეები – როდესაც გიორგი პირველად შემოვიდა ჩემთან, ხელში ბურღი ეჭირა. ვთხოვე, ჩემს კედელზე ორი ნახვრეტი გაეკეთებინა, რათა სამზარეულოს კარადა დამეკიდა. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს და საქმეს შეუდგა.კარადა რომ დაინახა, მითხრა: “ეს კარადა ძალიან ძველია და ხელში მეფშვნება, ხვალ უკეთესს მოგიტანთო”.თავი უხერხულად ვიგრძენი… ახალგაცნობილი ადამიანი ცდილობდა ჩემი პრობლემების მოგვარებას. უარი ვუთხარი, მან კი მეორე დღეს კედელზე ლამაზი, ახალი კარადა ჩამომიკიდა. იმ დღეს ბედნიერებისგან ვიტირე.იმ დღიდან ახალ მეზობლებს ხშირად ვეკონტაქტებოდი, ვეპატიჟებოდი ჩაიზე და ნამცხვარზე. ისინიც დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემს მიმართ. ერთხელ ლიკამ მკითხა: ქალბატონო ელენე, რას ისურვებდით მთელი გულით?”შვილო, ერთი რამ დიდი ხანია ვერ ვიყიდე, ეს არის შესქელებული რძე! ბავშვობაში დედა მურზე მისმევდა ხოლმე. იმედი მაქვს, პენსიას რომ ავიღებ, მოვახერხებ ყიდვას.”

ბედნიერება – რამდენიმე დღეში ახალგაზრდებმა მთელი შეკვრა შესქელებული რძე მომიტანეს. შეკვრაში 10 ან მეტი ქილა იდო. ისევ ავტირდი. შემდეგ ლიკამ და გიორგიმ ჩემი სახლის შელამაზება გადაწყვიტეს.უკვე რამდენიმე თვეა ვცხოვრობ გარემონტებულ სახლში. თავი რომ მარტო არ მეგრძნო, ახალგაზრდებმა მაჩუქეს კატა და მეხმარებიან მის კვებაში. ეს ადამიანები გულწრფელი სიკეთის და სიყვარულის განსახიერებები არიან. მასეთების დახმარებით, სიბერეშიც შეიძლება იყო უზრუნველყოფილი და ბედნიერი.

რედაქციისგან: ამ ამბავმა იქნებ, გაგახსენოთ თქვენს გვერდით მყოფი მარტოხელა მოხუცი, რომელსაც დახმარება სჭირდება. მინიმალური ყურადღებაც კი გააბედნიერებს. მას რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს