მარილიანი ლიმონები ნივრითა და ზეთისხილებით ჩვენთვის საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში კი ეს პიკანტური მწნილი დიდი ხანია კულინარიულ ტრადიციად იქცა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხემსად, დაამატოთ სალათებსა და გულსართებში, იგი იდეალურად ეხამება თევზსა და ხორცს. მეტიც, სანელებლებით გაჯერებული ლიმონის ცედრა შეგიძლიათ გამოიყენოთ სოუსებში, ქილებში დარჩენილი არომატული ზეთი კი სალათებში დაამატოთ.
მარილიანი ლიმონები
ამ კერძს სხვანაირად ეძახიან ლიმონებს მარიკანულად. მისი განსაკუთებულობა იმიშია, რომ მარილი მთლიანად აქრობს ციტრუსის სიმწარეს და არბილებს მისი რბილობის გემოს.
ინგრედიენტები
- 3-4ც. ლიმონი
- 1,5ს.კ მარილი
- 1 თავი ხახვი
- 10-15ც. ზეთისხილი
- მიხაკის 5-6 კოკორი
- 3ც. დაფნის ფოთოლი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1ჩ.კ დაღერღილი წიწაკა
- ზეითუნის ზეთი
მომზადება
- ლიმონები ჩაალბეთ წყლიან თასში 30 წუთით და კარგად გარეცხეთ. ზოგიერთი მზრეული გვირჩევს ნაყოფების მდუღარე წყალში მოთავსებას და რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ ხარშვას. ეს დაარბილებს კანს, გაუქრობს მას სიმწარეს, მისცემს ცუტრუსს მეტი წვენის გამოყოფის საშუალებას.
- ლიმონები თხელ ნახევარწრეებად დაჭერით.
- მოაყარეთ მარილი და დაღერღილი შავი წიწაკა.
- დაჭერით ნიორი და ხახვი თხელ ფირფიტებად.
- გამოწურეთ ციტრუსებიდან წვენი ცალკე ჭურჭელში. სითხე ჩაასხით მომზადებულ ქილაში, გაწურული ლიმონის კანი თხელ ზოლებად დაჭერთ და იმავე ჭურჭელში ჩაყარეთ.
- ქილაში ჩააწყვეთ ლიმონის ნაჭრები, რომელთა შორის ჩაალაგეთ ხახვი, ნიორი და ზეთისხილები, დაუმატეთ ქინძი და მიხაკი. აცადეთ ციტრუსებს დაყენება, რათა მათ წვენი გამოყონ.
- ჩაასხით ქილაში ზეითუნის ზეთი და ეცადეთ მისით ციტრუსები ბოლომდე დაფაროთ.
- სამი დღის შემდეგ გახსენით ქილა და ლიმონის ნაჭრები ერთმანეთთან მაქსიმალურად შეამჭიდროვეთ, რათა გამოყოფილმა წვენმა ისინი სრულად დაფაროს, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ზეთი. დააყენეთ ციტრუსი ერთი კვირიდან თვემდე პერიოდით,დროდადრო გადააბრუნეთ ხოლმე ქილა.
- ესეც ასე, უგემრიელესი ხემსი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს