წაბლის ყვავილები სერიოზულ დაავადებებს კურნავს: გაზაფხულზე მომზადებული წამალი მთელ ორგანიზმს მოერგება

906

იმ ნაყენის მომზადება, რომლის რეცეპტსაც ამ სტატიაში გთავაზობთ, გაზაფხულზე უნდა დაიწყოთ. ბაბუაწვერას ყვავილობის დროს, გაავსეთ მცენარის ყვავილებით სამლიტრიანი ქილა, დაასხით სპირტი ან მაგარი ჭაჭა, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და დადგით ბნელ ადგილზე მანამ, სანამ იასამანი არ აყვავდება.

როგორც კი მისი ყვავილობაც დაიწყება, ამოიღეთ ქილიდან ბაბუაწვერები, კარგად დაწურეთ და გადაყარეთ, ხოლო ნაყენიან ქილაში ჩაყარეთ იასამნის ყვავილები მჭიდროდ. ისევ დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას. არ შეეხოთ ქილას წაბლის ყვავილობამდე. როცა ისიც აყვავდება, ამოიღეთ იასამნის ყვავილები ქილიდან, დაწურეთ და გადაყარეთ, ხოლო ნაყენში ჩაყარეთ წაბლის ყვავილები და გააჩერეთ თეთრი აკაციის აყვავებამდე. ამჯერად ამოიღეთ ქილიდან წაბლის ყვავილები და გაავსეთ ქილა თეთრი აკაციით. დააყენეთ 7 დღით, გადაწურეთ ნაყენი მარლაში და გამოიყენეთ იგი, როგორც კომპრესები და სავლებები რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

სისხლძარღვებისა და სახსრების დაავადებები: 50 გ ყვავილებს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 2 კვირით თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრიეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, 3-4 კვირის განმავლობაში. უმჯობესია, ამ ყვავილებს წაბლის კანიანად დაქუცმაცებული ნაყოფები და 50 გ ცირცველის კენკრა დაუმატოთ. დალიეთ 20 წვეთამდე, უზმოზე. სამკურნალოდ, ხანდახან, წაბლის ყვავილების უმი წვენიც(23-35 წვეთი დღეში სამჯერ) გამოიყენება.

ცხენისწაბლას პრეპარატები ამცირებს სისხლის სისქეს, აძლიერებს ვენებისა და კაპილარების კედლებს. დანაყეთ წაბლის 50 გ თესლი, დაასხით 250 მლ ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ. შეიზილეთ მიღებული მალამო მტკივან ადგილებზე, საღამოობით. გაიმეორეთ 1-2-დღიანი შესვენების შემდეგ. მალამო თრომბოფლებიტის დროსაც გამოიყენება.

რადიაციული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება გაზაფხულის ყვავილები. ამ ახალ, მეცნიერებისთვის უცნობ საშუალებას მოქმედებათა ფართო დიაპაზონი აქვს:

  1. აღადგენს ცილის სტრუქტურას – კურნავს სისხლს.
  2. აღადგენს ორგანიზმის ბიოველს.
  3. სრულად კურნავს ფიბროზულ-კისტოზურ მასტოპათიას – იგი გაიწოვება.

იგი რეკომენდებულია თავის ტვინის სიმსივნის დროსაც. შეუძლებელია წაბლის ყვავილის განხილვა, როგორც საწყისი ნედლეულისა, პრეპარატების მოსამზადებლად, რამდენადაც მას აქვს ძალიან რთული, ტალღოვანი მატრიცა და, ჩემი, როგორც ამ სტატიის ავტორის, აზრით, აუცილებელია გამოვიყენოთ არა ამ ყვავილის მიერ გამოყოფილი ფრაქცია, როგორც ამას მედიკოსები აკეთებენ, არამედ მთლიანი ყვავილი. ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად ვიხილავთ აფთიაქებში წაბლის გამომშრალ ყვავილებს.

მე საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია ყვავილების ნაყენი. იგი შემდეგნაირად მზადდება: მოკრიფეთ ყვავილები, გააცალეთ ღეროები და ყვავილები დაალაგეთ ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცზე, გამოსაშრობად. 1 ს. კ. მშრალი ან 2 ს. კ. ნედლი ყვავილები ჩაყარეთ 200 გ წყალში, აადუღეთ და დააყენეთ 6-8 საათით. დალიეთ ყლუპებად, დღეში 1 ლ.

დოზის გადაჭარბებას შეუძლია კრუნჩხვების გამოწვევა – ხელებზე თითებს აჯვარედინებს. დოზა უნდა განისაზღრვოს ინდივიდუალურად – პრეპარატები მიიღეთ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებისამებრ. მოერიდეთ გადამეტებას, რადგან შხამის საწინააღმდეგო წამალიც კი, დიდი რაოდენობით, ასევე შხამია.

უკუჩვენებები

წაბლის პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ატონური ყაბზობის, ჰიპოაციდური გასტრიტის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების ან შეკავების, თრომბოციტოპენიისა და სისხლის შედედების დარღვევების დროს. არ შეიძლება წაბლის შინაგანი მოხმარება ჰიპოტონიის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს