ჩვენი სამზარეულო განთქმულია შესანიშნავი კერძებით, რომლებიც აერთიანებს განუმეორებელ გემოებს, საუცხოო სუნებს და მომზადების სიმარტივეს. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გიზიარებთ ჩაშუშულის მომზადების რეცეპტს! იგი ნამდვილი ნეტარებაა ხორცის მოყვარულებისთვის.ჩვენეული ვარიანტი კანონიკურისგან მცირედით განსხვავდება. ჩაშუშულს დავუმატებთ რამდენიმე ახალ ინგრედიენტს და სანელებელს. ის უნდა მიირთვათ მხოლოდ ცხლად.
ჩაშუშული
ინგრედიენტები
- 1კგ საქონლის ხორცი
- 1კგ პომიდორი
- 500გ ხახვი
- 500გ ბულგარული წიწაკა
- 50გ ქინძი
- 4 კბილი ნიორი
- 1ჩ.კ უცხო სუნელი
- 1ჩ.კ ტკბილი ან შებოლილი პაპრიკა
- 1ჩ.კ ცხარე წიწაკის ფანტელები
- 2ჩ.კ მშრალი აჯიკა
- მარილი
მომზადების წესი:
- ჩაშუშული ყოვეთვის საქონლის ხორცისგან მზადდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მყესებიანი ნაჭრებიც. ხორცი წვრილად დაჭერით და დაამარინადეთ მშრალ აჯიკაში, რამდენიმე საათი საკმარისია. შემდეგ ისინი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და დააფარეთ თავსახური, თუშეთ ნელ ცეცხლზე.
- შემდეგ დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა. ამასობაში ტაფას მოხადეთ თავსახური და დაელოდეთ, ვიდრე წვენი არ აორთქლდება. 5 წუთში დააყარეთ დაჭრილი ბოსტნეული. ჭურჭელს დააფარეთ თავზე და თუშეთ საშუალო ცეცხლზე.
- ცოცხალი პომიდვრები ჩაყარეთ მდუღარე წყალში, ერთ წუთში ამოიღეთ და გააცალეთ კანი. შემდეგ კარტოფილის საჭყლეტით დაიყვანეთ ისინი პიურეს კონსისტენციამდე. ხორცსა და ბოსტნულს დაუმატეთ ტომატის პასტა, 3 წუთში კი გასრესილი პომიდვრების მასა. ბოლოს მოაყარეთ სუნელები და თუშეთ კერძი კიდევ 15 წუთი.
- დაჭერით წვრილად მწვანილი და ნიორი, მოაყარეთ კერძს და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ მეორე არომატული ნახევარი. კარგად მოურიეთ და გაიტანეთ სუფრაზე! დასაკარგი დრო არაა, ჩაშუშული ცხლად უნდა მიირთვათ.
რესტორნებში ამ გემრიელობას კეცზე მიირთმევენ. იგი წითელი თიხისგანაა დამზადებული, ამიტომ შესანიშნავად ინარჩუნებს ტემპერატურას. კერძს საოცრად უხდება ლავაში.ჩაშუშულს შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ ბროწეული, დაგვიჯერეთ და ნამდვილად არ ინანებთ! გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს