ხალხური მედიცინა გვერდს არ უვლის ამ ხშირ ბუჩქს, რომელიც ტყეში იზრდება. გაფრთხილება! შხამიანი მცენარე მკაცრად, მხოლოდ რეცეპტში მითითებული დოზებით უნდა გამოიყენოთ.
ყველაზე ხშირად რთულ კომპლექსურ რეცეპტებში შემავალი ქერქი და ყვავილები ოსტეომიელიტის, ხერხემლის გადაადგილების, ასევე საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ნევროზის, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის და სხვადასხვა წარმოშობის ართრიტის დროს გამოიყენება.
მწიფე კენკრის არყიანი ნაყენს ოსტეოქონდროზის და ქუსლის დეზის დროს შესაზელად იყენებენ. ქერქის ნახარშით ფსორიაზს კურნავენ. ყვავილების წყალ-სპირტიანი ნაყენს პათოლოგიური კლიმაქსის დროს წვეთებით სვამენ.
ოსტეოქონდროზი, ქუსლის დეზი, სახსრების დეფორმაცია. მინის ქილის ¾ მოცულობა ახალი კენკრით აავსეთ. ბოლომდე არყით გაავსეთ, თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას მინიმუმ 1 თვე დააყენეთ. კომპრესების ან ცივი სახვევების სახით დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ.
აი, ერთ-ერთი მაგალითი: საშუალო ხნის ქალს ხელის ძვალი იმდენად დეფორმირებული ჰქონდა, რომ კოვზის დაჭერაც კი უჭირდა. ყოველ დღე ის თითოეულ თითსა და ხელისგულზე 1 საათით ან მეტი ხნით ნაყენს იზელდა. ცვლილება უკვე 3-4 თვეში შესამჩნევი იყო, როცა განაცხადა რომ ბაზრიდან პროდუქტები მოიტანა. ნახევარ წელში შინაურული ლაფშა თავად მოამზადა. 8-9 თვის შემდეგ ყველა თითმა ძველებური ფორმა და მოქნილობა დაიბრუნა – დაავადების კვალიც კი არ დარჩა.
მეორე მაგალითი: ჩემი მეგობრის დედას ცერა თითზე იმდენად წამოზრდილი ძვალი ჰქონდა, რომ ნორმალური ფეხსაცმლის ჩაცმა უჭირდა. მთელი ზამთარი სახლში იჯდა, დილიდან საღამომდე ტელევიზორს უყურებდა და უსაქმურობისგან ნაყენს იზელდა. ჩვენდა გასაოცრად, გაზაფხულზე თითი თავის ადგილს დაუბრუნდა და მან მსუბუქი, კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმა სიამოვნებით დაიწყო. მხოლოდ ორი შემთხვევა გიამბეთ, მაგრამ რამდენმა ადამიანმა მიიღოთ სარგებელი ვერ დათვლით.
პანკრეასის სიმსივნე. 1 ს/კ ხმელ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1-2 საათით დააყენეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის მიღებებს შორის დალიეთ. ეს სამკურნალო საშუალება არყის კვირტების ან შავი ვერხვის, ან ანგელოზას სუფთა ფესვების ნაყენთან ერთად დალიეთ. ასე დადებით შედეგს მხოლოდ გაამყარებთ.
სხვადასხვა ადგილას ლოკალიზებული სიმსივნე. სამლიტრიანი ქილა ახალ კენკრით გაავსეთ, 250 მლ კონიაკი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. შემდეგ კენკრა ბრეზენტის ტომარაში გახეხეთ, შემდეგ წვენთან ერთად კვლავ ქილაში მოათავსეთ და 100 მლ არყის კვირტების ნაყენი (სასურველია კონიაკზე მომზადებული) დაუმატეთ და 10 დღე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ. სამკურნალო საშუალებას პიტნის ან ბარამბოს ნაყენი დააყოლეთ. მკურნალობის კურსი – 1,5-2 თვე. 1 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. სხვათა შორის, კენკრის სქელი ექსტრაქტი სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს.
ასციტი. 200 გრ დაქუცმაცებულ ქერქს 1 ლ თეთრი, მშრალი ღვინო დაასხით და 2 დღე დააყენეთ. დღეში 100 მლ ნაყენი დალიეთ.
უკუჩვენება
შხამიანი მცენარე! წითელი ანწლის ქიმიური შემადგენლობა საკმარისად შესწავლილი არაა. ცნობილია, რომ ყვავილები, ფოთლები, ქერქი და კენკრა ძლიერი საფაღარათო საშუალებაა. კუჭ-ნაწლავის დაავადებების და თხევადი განავლის მიდრეკილების დროს ეს უნდა გაითვალისწინოთ. ფოთლების და ქერქის ნახარშის ჭარბი რაოდენობით მიღება ღებინებას იწვევს.