ქმარი არ მიფინანსებს სილამაზის სალონში ვიზიტს, ვაკეთებ ჟელატინის ნიღაბს ნახშირით სახლში, აღგიწერთ მთელ პროცესს.

443

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნაჭრის ნიღბები სახისთვის. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს, ეფექტი კი ნაკლებად შესამჩნევია. მაშინ რატომ უნდა გადავიხადოთ ბევრი იმ საშუალებაში, რომლისგან ცოტა სარგებელი გვაქვს? უმჯობესია, სახის მოვლის რუტინაში ჩავრთოთ შინაური ნიღბები მარტივი ინგრედიენტებით. პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორი ეფექტი აქვს ნიღაბს ნახშირით და ჟელატინით და გაგიზიარებთ მის რეცეპტს.

ნიღაბი სახისთვის ნახშირით და ჟელატინით

ჟელატინის ნიღაბი ნახშირით – საუკეთესო საშუალებაა ფორების ღრმად გასაწმენდად და შავი წერტილების მოსაშორებლად. ასეთი ნიღაბი კარგი ალტერნატივაა სალონური პროცედურების, რომლის საშუალება ყველას არ აქვს. ამასთან, მისი მომზადება ძალიან მარტივია. შედეგი თვალსაჩინო იქნება რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

ინგრედიენტები

  • 1-2 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი
  • 2 ს/კ თბილი წყალი
  • 1 ს/კ ჟელატინი (ან 1/2 ფირფიტა)

მომზადების წესი

  1. თუ გაქვთ ჟელატინის ფირფიტები, ჩაალბეთ ცივ წყალში ხუთი წუთით. შემდეგ გაწურეთ და გახსენით თბილ წყალში. თუ გაქვთ ჟელატინის გრანულები, ჩაალბეთ 30 გრადუსზე გაცხელებულ წყალში და დაელოდეთ გახსნას.
  2. ჟელატინს დაუმატეთ დაფხვნილი ნახშირი. დასაფხვნელად გამოიყენეთ სანაყი ან კოვზი.
  3. სახეზე წასმამდე დაიორთქლეთ კანი, რაა გაიხსნას ფორები. ამისთვის გამოიყენეთ ბალახების ნაყენი ეთერზეთებით, ან სოდა. პროცედურისთვის საკმარისია 7 წუთი.
  4. ორთქლის აბაზანის შემდეგ დაელოდეთ, სანამ სახიდან აორთქლდება ტენი და დაინამეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  5. წაისვით ნიღაბი სახეზე, მოარიდეთ ტუჩებს და თვალის გარშემო არეს. მალე ნიღაბი გადაიქცევა აპკად. აწიეთ ჯერ ნაპირები და მოხსენით ქვემოდა ზემოთ. ნიღბის მოშორების შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

თუ ჟელატინის ნიღაბი რთულად შორდება, გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაშორებელი რძე. დაასველეთ ბამბის დისკი და წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნიღაბი არ შორდება.

ჟელატინის ნიღბის სხვა ვერსიები

  1.  წყლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე. ასეთი რძე კანს ერთ ფერში მოიყვანს მატონიზირებელი და დამატენიანებელი ეფექტის გამო. გახსენით ჟელატინი თბილ წყალში 1:6 ან 1:8, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით სახეზე 20 წუთით.
  2. თუ გსურთ სახის გათეთრება, ჟელატინის მასას შეურიეთ 1 ჩ/კ კიტრის წვენი. ამისთვის გახეხეთ კიტრი და გაწურეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა სახის სიჭრელის და პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ.
  3. სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის კარგია ჟელატინის ნიღაბი გლიცერინით. შეურიეთ ჟელატინის მასაში გლიცერინი, შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი. ნარევი წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია ჟელატინის ნიღაბი თიხით. შეურიეთ ჟელატინის მასას თიხა (თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი). შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი – გრეიფუტის, ლიმონის ან ჩაის ხის. ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ კანი ძალიან გამოგიშრებათ.
  5. კვერცხის ცილის ნიღაბი კარგად უმკლავდება გაფართოებულ ფორებს და ცხიმს. ჟელატინის მასას დაუმატეთ კვერცხის ცილა, აურიეთ და დაიტანეთ სახეზე 15 წუთი.
  6. ჟელატინის ნიღაბი სახამებლით – იდეალური საშუალებაა გამონაყარის და გაფართოებული ფორების წინააღმდეგ. ის არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აუმჯობესებს კანის ფერს. გაზავებულ ჟელატინს შეურიეთ 1 ჩ/კ სახამებელი და კვერცხის ცილა.

თქვენ რომელ ნიღაბს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს