უნდა გავაჩინოთ თუ არა ბავშვები, თუ ბებია გვაშანტაჟებს მემკვიდრეობის წართმევით.

159

ფრაზა “მინდა შვილიშვილები” რთული მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას ღვიძლი დედა გეუბნება, რომელიც გაიძულებს მემკვიდრის გაჩენას. რამდენად აქვს უფლება მშობელს ჩაერიოს შვილის პირად ცხოვრებაში? ვალდებულია თუ არა შვილი გაუჩინოს შვილიშვილები მშობლებს, თუ ის ამისთვის მზად არ არის. არსებობს რამდენიმე მიზეზი, როცა მოხუცები ფიქრობენ, რომ ჭირდებათ შვილიშვილი და მასზე ზრუნვა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ახალგაზრდა გოგონას ამბავს, რომელსაც დედა მემკვიდრეობას არ აძლევს, ამ თემაზე გაუგებრობის გამო.

მინდა შვილიშვილები

“დედაჩემი ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავიდა. მას სურს რომ რაც შეიძლება მალე დავფეხმძიმდე და შვილიშვილი ვაჩუქო. ამ თემაზე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. 5 წელია გათხოვილი ვარ და პირველივე წლიდან დედა ელოდება მატებას ჩვენს ოჯახში. მისი აზრით, ბავშვი ცხოვრების აზრია, ერთადერთი, რის გამოც ღირს ცხოვრება. მე და ჩემი ქმარი კი არ ვჩქარობთ, რადგან ცოტა ხანი გვინდა ჩვენს ჭკუაზე ცხოვრება. დიდი ხანი საკმაოდ რთულ რეჟიმში ვიმუშავეთ, რათა სახლი გვეყიდა და ეხლა კი საკუთარი საცხოვრებელი გვაქვს და ვტკბებით სიმშვიდით.არ მესმის ისეთი ადამიანების, ვინც შვილებს სრულ სიღარიბეში აჩენენ და არაფერი გააჩნიათ. გამიმართლა და ისეთი ქმარი მყავს, რომელიც იზიარებს ჩემს შეხედულებებს. ვცხოვრობთ, გვიხრია სიცოცხლე, არ ვართ დატვირთული პასუხისმგებლობით, რაც პატარას სჭირდება. ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ძალიან მომწონს და ჯერ არ ვარ მზად შვილის გასაჩენად.ვარ დედისერთა, მამა დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს. დედა მამის წასვლის შემდეგ მარტოა და ჩემთან საუბარს ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებს: “როდის გააჩენ ბავშვს?” ჩემს ქმარსაც დაელაპარაკა ამ საკითხზე და ცდილობდა დაერწმუნებინა შვილის ყოლაზე. მოხუცებს შვილიშვილი იმიტომ სურთ, რომ ასეა წესი, მოვლა შეგიძლია თუ არა, ეს არ აინტერესებთ.ამ საკითხზე ვიკამათეთ კიდეც. მან მითხრა, რომ აგარაკს და ბინას ძმის შვილებს უტოვებს, რადგან მე შვილის ყოლა არ მინდა. მე კი ვუთხარი, რომ მაშინ მოუარონ ძმისშვილებმა და მე დამივიწყოს. უკვე ერთი თვეა აღარ მელაპარაკება, არც ტელეფონზე მპასუხობს. მე კი ძალიან მწყინს, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანს არ ესმის, რა მინდა ცხოვრებისგან.”

რედაქციისგან: მოხუცები საზღვარგარეთ არასდროს სვამენ ასეთ უხერხულ შეკითხვებს. თუ შვილიშვილი ჩნდება ოჯახში, უბრალოდ ბედნიერები არიან. შვილებზე მშობლები ზრუნავენ, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ მასზე, კვებავენ, აცმევენ, დაყავთ სკოლაში, სხვადასხვა წრეებზე. ბებია-ბაბუასთან დასვენების დღეებში მიდიან სტუმრად.ჩვენთან პენსიაზე გასული ადამიანი უფუნქციოდ რჩება და ეჯახება მარტოობას. მას უჩნდება შეგრძნება, რომ არავის სჭირდება, აქვს ვინმეზე ზრუნვის მოთხოვნილება. ამ დროს ჩხუბის მაგივრად, შინაური ცხოველი აჩუქეთ, რომელიც შეუვსებს მარტოობას.მემკვიდრეობის წართმევით დამუქრება და ზეწოლა შვილებზე, გააფუჭებს ურთიერთობას. შვილებმა კი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მშობლების მიმართ, რომელთაც აღარ იციან, რა უნდა აკეთონ დარჩენილ წლებში.არაფრით არ შეიძლება ფინანსური დახმარების აღება მშობლისგან შვილიშვილების სანაცვლოდ. ყველა წყვილს აქვს არჩევანის უფლება და არავის აქვს ამ არჩევანში ჩარევის ნება. ეს პირადი საქმეა, პირადი ცხოვრება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს