მეხსიერების დაკარგვაზე ბევრი წიგნია დაწერილი და უამრავი ფილმია გადაღებული. ადამიანის ტვინი იმდენად რთულად არის მოწყობილი, რომ წამყვანი მეცნიერებიც ვერ ხსნიან მის საიდუმლოს. ერთი რამ კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ტვინის დაზიანებამ შეიძლება მიგვიყვანო ყველაზე მოულოდნელ შედეგებამდე.პაპარაცის ერთგულმა მკითხველმა მოგვაწოდა ერთი უცნაური ამბავი, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერების ხანგრძლივ დაკარგვასთან. ადამიანის ბედი, მთელი მისი ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.
მეხსიერების დაკარგვის შესახებ
“ჩემი ბავშვობა არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. მყავდა მოსიყვარულე ოჯახი, მეგობრები, ვსწავლობდი, ვერთობოდი როგორც ყველ. მშობლები ცდილობდნენ, რომ გავმხდარიყავი ღირსეული ადამიანი და არაფერს მაკლებდნენ. მიყვარდა ხატვა და დავდიოდი სამხატვრო სკოლაში. მომავალში ეს დამეხმარა გავმხდარიყავი დიზაინერი, გავიცანი საუკეთესო გოგონა, რომელიც დღეს ჩემი ცოლია.დეიდაჩემი, დედაჩემის და უცნაური, არაამქვეყნიური ადამიანი იყო. მან დატოვა ქალაქი და მიყრუებულ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. ქონდა თავისი მეურნეობა, არ სარგებლობდა ტრანსპორტით და არავის ეკონტაქტებოდა.გასაგები მიზეზების გამო იშვიათად ვსტუმრობდით დეიდას. ერთხელ დედამ მასთან ჩასვლა გადაწყვიტა. ჩავალაგეთ ნივთები, ვიყიდეთ პროდუქტები, ჩავსხედით მანქანაში და წავედით. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო და ცუდი წინათგრძნობა არავის გვქონდა.იყო შემოდგომა და გზაზე ნისლი ჩამოწვა, გაწვიმდა, მგზავრობა გართულდა და… მოხდა ავარია. მანქანას ცეცხლი წაეკიდა… ასე დავობლდი 11 წლის ასაკში. იყო უდიდესი განცდები, მრავალსაათიანი თერაპია ფსიქოლოგებთან. დროთა განმავლობაში გამოვედი მდგომარეობიდან და განვაგრძე ცხოვრება.23 წლის ასაკში მქონდა კარიერა, შევქმენი ოჯახი, მყავდა შვილი. მამა მუდამ გვერდით მედგა და მამხნევებდა.
მრავალი წლის შემდეგ გადავწყვიტე მომენახულებინა დეიდა, მინდოდა რამეში დავხმარებოდი. გავიგე მისი მისამართი, ჩავისვი ცოლი მანქანაში, ვიყიდეთ საჩუქრები და დავადექით გზას.გზაზე ხშირად ვაჩერებდი და ვეკითხებოდი გამვლელებს სწორად თუ მივდიოდი. საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე.სახლის წინ ის დავინახე! ის დედაჩემი იყო და არა ჩემი დეიდა. 20 წლით დაბერებულს ჰგავდა. მივვარდი და მოვეხვიე, არ მინდოდა ხელი გამეშვა…აღმოჩნდა, რომ დეიდაჩემი მართლაც ცხოვრობდა იქ, ეწეოდა მეურნეობას, მაგრამ არც ისე კარგად, რადგან დიდად არ აინტერესებდა ქათმები და იხვები, მითუმეტეს მიწის ის ნაგლეჯი, რომელზეც მუდამ უნდა დაეთესა და აეღო მოსავალი მხოლოდ იმისთვის, რომ საარსებო ჰქონოდა.12 წლის წინ დეიდა ტყეში წასულა ისე, რომ კარი არ დაუკეტავს. ის ხშირად მიდიოდა ხოლმე ასე, რამდენიმე დღე იკარგებოდა და ბრუნდებოდა. ამჯერად ის მთელი კვირა არ გამოჩენილა. მეზობლებს უპოვიათ თხრილში გადავარდნილი, არ ახსოვდა არაფერი, საკუთარი სახელიც კი.მეზობლებმა თავის ტყუპისცალ დას მიამგვანეს და სახლში დააბრუნეს. მეტი ამ მიყრუებულ სოფელში ვერაფერი გაუკეთეს, ამიტომ დატოვეს ყველაფერი ისე, როგორც იყო.
როგორც მიხვდით, ნამდვილი დეიდა სახლში არ დაბრუნებულა, მაგრამ მისმა ტყუპისცალმა, ანუ დედაჩემმა დაიკავა მისი ადგილი/ მან წესრიგში მოიყვანა იქაურობა, ხელი მიჰყო მეურნეობას და განაგრძო ცხოვრება. და აი, გამოვჩნდი მე… და მე მაშინვე ვიცანი დედა.შემდეგ იყო გაუთავებელი ვიზიტები ქალაქის კლინიკებში, გამოკვლევები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები. 3 წლის შემდეგ დედამ და მამამ თავიდან დადეს ერთგულების ფიცი და ჩვენ ისევ ერთი ოჯახი გავხდით.რა კარგი შეგრძნებაა, როცა ყველაფერი კარგად არის, ბედნიერებაა შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი რომ ცოცხალია და ჯანმრთელი. ეს დაუჯერებელი ამბავი მე გადამხდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს ბედნიერი შვილი ვარ, ქმარი და მამა.”