ჩვენს ქვეყანაში არასრული ოჯახების პრობლემა ხშირია. ახალგაზრდები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, მარტივად ქორწინდებიან და შორდებიან. აღარავის უკვირს რამდენიმე თვეში დანგრეული ოჯახი.განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ ამ ყველაფერში უკვე უდანაშაულო ბავშვიც მონაწილეობს. როგორ იქნება მარტოხელა დედასთან, მამის გარეშე, გაურკვეველ სოციალურ პირობებში.
არასრული ოჯახების პრობლემა
ჩემი შვილი მამის გარეშე გაიზარდა. ეს მის ხასიათზე ცუდად აისახა. მამამ მიგვატოვა, რადგან ვერ გაუძლო პასუხისმგებლობას და მოვალეობებს, თითქოს მე, მასზე პატარა გოგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. შვილი წვალებით გავზარდე და რა გამოვიდა?ჩემი ვაჟის ადრე დაქორწინდა – 20 წლის ასაკში. ეს იყო პირველი სიყვარული, რომანტიკა. მთელი დღე მუშაობდა, რომ ბეჭდის ფული შეეგროვებინა და ნამდვილი მამაკაცივით იქცეოდა. ირინაც კარგი გოგონა ჩანდა, სასიამოვნო და ლამაზი იყო.პატარა ქორწილი გადაიხადეს და ნაქირავებ სახლში გადავიდნენ. მალე ბავშვიც ეყოლათ და მეცხრე ცაზე ვიყავი სიხარულისგან: უკვე შვილიშვილი მყავდა! შვილმა ახალი სამსახური იშოვა და ყველაფერი თავის ადგილას ჩადგა.ერთ წელიწადში განქორწინება გადაწყვიტეს – ბევრი ლაპარაკის, სცენების და სკანდალების გარეშე. მიზეზი ბანალური იყო – სხვა ქალი, ახალი სიყვარული. ძალიან საწყენი სიტუაცია იყო ყველასთვის.ირინა მშობლების სახლში დაბრუნდა, ჩემი შვილი ახალ საყვარელთან. რძალთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მივდიოდი სტუმრად ბავშვის სანახავად, ვეხმარებოდი რითიც შემეძლო. ის მუდამ ღიმილით მხვდებოდა და უხაროდა ჩემი მისვლა. ვამჩნევდი, რომ არ იყო კარგ პირობებში: ბინა ძალიან პატარა იყო, მშობლები ხმაურობდნენ, ბავშვი არ ცხოვრობდა მშვიდ გარემოში.
გადავწყვიტე დავხმარებოდი. ერთ დღეს დავურეკე და ჩემთან გადმოსვლა შევთავაზე. მარტო ვცხოვრობ, საკმაოდ დიდ სახლში, მათი ჩემთან ყოფნა გამაბედნიერებდა და გამახალისებდა. საღამოს ირინა და ბავშვი უკვე ჩემთან იყვნენ.ის ჩემთვის ღვიძლი შვილივით გახდა. მე ვმუშაობდი, ვყიდულობდი ყველა საჭირო ნივთს, ვეთამაშებოდი პატარას. ირინა სახლში იყო, ალაგებდა, რეცხავდა, მოკლედ, დიასახლისობდა. ყველანი კმაყოფილები ვიყავით.ჩემმა ვაჟმა გაიგო რომ მისი ყოფილი ცოლ-შვილი ჩემთან იყო, არ მოერიდა და პრეტენზიებით მოგვადგა: როგორ არ შევუშვი სახლში ღვიძლი შვილი და რძალი გვერდით მყავდა!რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი პირში მივახალე. ვუთხარი, რომ მამამისივით ღორულად მოიქცა, რომ ცოლ-შვილის მიტოვება უღირსი საქციელია და მის მაგივრად მრცხვენი. მამაკაცს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება და არ შეიძლება ასე სირბილი ერთიდან მეორეზე.ეს ყველაფერი ირინასაც ესმოდა. ჩემი შვილი გაფართოებული თვალებით მიყურებდა. რაღაც ჩაიბურტყუნა მეორე ბავშვზე, წაიწუწუნა დაბალ ხელფასზე და წავიდა. მისი მოსმენაც არ მინდოდა. დღეიდან მყავს ქალიშვილი და შვილიშვილი.გადავწყვიტე ნოტარიუსთნ ჩუმად მისვლა. ჩემი სახლი შვილიშვილს უნდა დავუტოვო. ირინა კარგი ადამიანია, მას ოჯახი სჭირდება. თქვენ რას იტყვით? როგორ მოვიქცე?