მოსიყვარულე მშობლები ხშირად უმადურ თავხედებს ზრდიან ხოლმე – რატომ ხდება ასე?

0
366

რატომ არ შეიძლება მშობლის ამაგის გადახდა და რატომ ნახულობენ ზრდასრული შვილები მშობლებს იშვიათად?ამბობენ, რომ ყველაზე მზრუნველ და მოსიყვარულე მშობლებს ყველაზე ეგოისტი და უმადური შვილები ჰყავს. ასეა ეს ნამდვილად, თუ მორიგი მითია, რომელიც მიტოვებულმა მოხუცებმა შექმნეს?პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევხედავთ სიტუაციას ერთ-ერთი ყველაზე უმადური შვილის თვალით.

მშობლის ამაგი

“ძალიან მიყარს დედაჩემი ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. იმ უძილო ღამეებისთვის, რომელსაც ჩემს თავსთუმალთან ატარებდა როდესაც ავად ვიყავი, ყველა თანადგომისთვის, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული დამჭირვებია და კიდევ ბევრი რამის გამო…ვისურვებდი, მთლიანად გადამეხადა ის ამაგი, რაც დედას ჩემზე აქვს. ასეც ვიქცეოდი, სანამ ჩემი საკუთარი ოჯახი მექნებოდა.ეხლა დროის უდიდეს ნაწილს სამსახურს და ქალიშვილს ვუთმობ. დედას ისე ვეღარ ვაქცევ ყურადღებას. ის ამაზე, რა თქმა უნდა, ბრაზდება – როგორ შეიძლება დედის დავიწყებაო. (თუ ერთი კვირა არ დავურეკავ)მე კი ძალიან მინდა მასთან ჭორაობა, მაგრამ ფიზიკურად არ მრჩება დრო. ვცდილობ ეს დედას ავუხსნა, მაგრამ მას არ ესმის. ამბობს, რომ უმადური და დაუნახავი ვარ.არ ვიცი როგორ მოვიქცე… იქნებ რამე სხვაზე გადაერთოს? მაგალითად, დაქალის დედა ეხლახანს გათხოვდა. მანამდე გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა, იპოვა სიმპატიური კავალერი და ბევრი აღარც უფიქრია. ერთი კვირის წინ თაფლობის თვის გასატარებლად წავიდნენ.

ვფიქრობ, დედას არ აწყენდა მსგავსი სიახლე ცხოვრებაში, მაგრამ ის საკმაოდ კონსერვატიულია და გაცნობის საიტებს არ გაეკარება.რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ ჩვენი გმირისთვის? როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო უნდა დაუთმოს ზრდასრულმა შვილმა დედას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.