“როდის შეიძლება შემოდგომით ხეების დარგვა? ნოემბერში?” – ვკითხე ჩემს მეზობელს, გამოცდილ მებაღეს. როგორც გავიგე, შემოდგომა არ არის სასურველი დრო წიწვოვანი და ხეხილის ხეების დასარგავად.მცენარეები ზამთრის ძილისთვის ემზადებიან, მაგრამ ფესვები კიდევ 1-2 თვე განაგრძობენ ზრდას და კარგი პერიოდია დასაფესვიანებლად. გაზაფხულზე კი, როგორც კი დათბება, დაიწყება სწრაფი და ინტენსიური ზრდა.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რომელი ხეების დარგვაა რეკომენდებული შემოდგომაზე.
როგორ დავრგოთ ხეები შემოდგომით
შემოდგომის რგვის ვადები მკვეთრ გავლენას ახდენს მცენარის განვითარების დინამიკაზე. დარგვის პერიოდი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია. მაგალითად, ცივ მხარეში უმჯობესია სექტემბერი ან ოქტომბრის დასაწყისი, ხოლო თბილ ნაწილში ნოემბრამდეც შეიძლება.აქ მთვარია, დროულად მოხდეს ნერგების ჩარგვა, რათა ახალგაზრდა ფესვებმა ფორმირება მოასწროს ყინვების დადგომამდე. ამისთვის ოპტიმალური დრო არის 3-4 კვირა ყინვების დადგომამდე.შემოდგომის დარგვას რამდენიმე უპირატესობა აქვს გაზაფხულის დარგვასთან შედარებით. პირველ რიგში, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაზაფხულზე. მცენარეს არ სჭირდება დამატებითი მოვლა, მორწყვა, დაჩრდილვა. შემოდგომით ამაზე თავად ბუნება ზრუნავს.ამასთან, დარგვისთვის მეტი დრო გექნებათ. გაზაფხულზე მოსასწრებია ნერგების ჩარგვა თოვლის გადნობიდან, მცენარის წვენის გამოყოფამდე. ეს კი სულ რამდენიმე დღე გრძელდება. შემოდგომით კი ამისთვის რამდენიმე ნაყოფიერი კვირა გაქვთ.მაშ, ასე, რომელი ხის ნერგების დარგვა ჯობია შემოდგომით? რა თქმა უნდა ხილის: ვაშლი, მსხალი, ბალი, ალუჩა, ქლიავი…
კარგად ხარობს წიწვოვანი ხეები. განსაკუთრებით ნაძვი და ფიჭვი. აგრეთვე ტუია, ცირცელი, ღვია, ნეკერჩხალი, ვერხვი, ბზა. ისინი კარგად იტანენ შემოდგომის მიწას, რომელსაც უხვად რწყავს სეზონური წვიმები. მუხის და არყის ხის დარგვას კი არ გირჩევთ.სასურველია, ასევე, თუთის და ყურძნის დარგვა, არ დაგავიწყდეთ ვარდის ბუჩქებიც. გარგარი, ატამი, ნუში, ალუბალი – ამ მცენარეების დარგვა გაზაფხულისთვის გადადეთ.
რედაქციისგან: ეხლა უკვე იცით, როგორ დარგოთ სწორად შემოდგომით ხის ნერგები. ამ პერიოდში მორწყვის პრობლემა აღარ გექნებათ. ბუნება ყველა გამოცდილ აგრონომზე მეტად გონიერია. გისურვებთ წარმატებებს.