ექიმი გარგარი კურნავს – მხედველობას აუმჯობესებს, ათეროსკლეროზს მოგაშორებთ და გულს კურნავს

0
390

გარგარი პირველ რიგში ტკბილი წასახემსებელია, რომლითაც სიამოვნებას მცირე დროით ვიღებთ. უფრო მეტად გარგარის ჩირს ვიყენებთ.

კვლევამ დაადგინა, რომ 100 გრ გარგარის ჩირი სისხლის წარმოქმნაზე იგივე გავლენას ახდენს, როგორც 40 მგ რკინის პრეპარატი ან 250 გრ ახალი ძროხის ღვიძლი. მხოლოდ ეს ერთი ფაქტი ადასტურებს, რომ გარგარის ჩირის სისხლის წარმოქმნისთვის სამკურნალო მოქმედებას შეიცავს.

გარგარის ჩირი მდიდარია კალიუმის მარილებით, საქაროზით, ლიმონის, ნიკოტინის, სალიცილის და სხვა ორგანული მჟავებით, შეიცავს C, B1, B2, P ვიტამინებს, ასევე მიკროელემენტების – რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი. კაროტინის შემცველობით გარგარი კვერცხის გულს არ ჩამორჩება.

ავიცენი გარგარს ყველაზე ნაზ, სასარგებლო და „ქალურ“ ხილად მიიჩნევდა. უკვე ასწლეულებია დადასტურებულია, რომ ის თმის ზრდას აუმჯობესებს, გაუხეშებულ კანს ნაზს ხდის, რაც მთავარია ცხოვრებას ახანგრძლივებს, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მიმართ მდგრადობას ზრდის.

სამკურნალო პრაქტიკაში შემდეგი რეცეპტები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გულის დაავადება. 50 გრ გარგარის ჩირს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 3-4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. დღეში ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ.

ან: 1 ჩ/კ თესლი დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ემულსიის მდგომარეობამდე აურიეთ. დღეში 2-3 მიღებით დალიეთ. ეს დასუსტებული გულისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

გაუარესებული მხედველობა. ¼ ჭიქა ახალი წვენი დღეში 3-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში დალიეთ. (სანამ სეზონი გრძელდება).

ათეროსკლეროზი. 100 გრ გარგარის ჩირი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. 1 ს/კ მასა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. 1 თვის შემდეგ რამდენიმე კვირა შესვენება გააკეთეთ და კურსი აუცილებლობის შემთხვევაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კვირაში ერთხელ, დღის განმავლობაში 4-ჯერ, 75 გრ წინასწარ წყალში დალბობილი გარგარის ჩირი შეჭამეთ და 125 მლ გარგარის წვენი რბილობიანად დააყოლეთ. ამ დღეს სხვა არაფერი დალიოთ და შეჭამოთ. დიაბეტიკებმა და ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანებმა ახალი და ხმელი გარგარის მიღება მინიმუმამდე უნდა შეამცირონ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური ნიღაბი – გარგარის რბილობის ნიღაბი. რბილობი კარგად დაჭყლიტეთ და სახეზე წაისვით. 15-20 წუთში წყლით ჩამოიბანეთ. კრემი არ წაისვათ. პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ.

გასტრიტის, ქრონიკული ყაბზობის და არითმიის სამკურნალოდ 200 გრ თეთრი აკაციის ყვავილებს 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და შემდეგ 3 ლ ახალ გაწურულ გარგარის წვენს აურიეთ. ამ ნარევს 2 კგ ხარისხიანი თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 7-10 დღე მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ ½ ჭიქა სასმელი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

ყაბზობის დროს ეს ბალზამი გამოიყენეთ: 0,5 კგ გარგარის ჩირი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 300 გრ თაფლი და 3 ს/კ დაქუცმაცებული სინამაქის ფოთოლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 1 ჩ/კ ან 1 ს/კ ნარევი დღეში ერთხელ დილით, უზმოზე მიიღეთ. კამის წყალი დააყოლეთ.

გარგარის წვენი სასარგებლოა თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადების, ანემიის, ნერვული სისტემის აშლილობის, კრუნჩხვების, კუჭის წვენის მჟავიანობის შემცირების, ნაწლავების დაავადების დროს.

უკუჩვენება

ამ გემრიელი და ნაზი ნაყოფის მიღება ყველას არ შეუძლია.

გარგარი, განსაკუთრებით მისი ჩირი, შაქრიანი დიაბეტის დროს უკუჩვენებულია. გარგარის ჩირი 84%-მდე შაქარს შეიცავს.

ახალი ნაყოფი საზიანოა მწვავე გასტრიტის დროს, რომელსაც კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობაც თან ერთვის. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროსაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სასურველია გარგარით მკურნალობაზე უარი თქვათ, თუ ღვიძლის დაავადება და პანკრეატიტი გაქვთ.

გახსოვდეთ, რომ გარგარში შემავალი პროვიტამინი (A ვიტამინი) ფარისებრი ჯირკვლის დაბალი ფუნქციის დროს არ აითვისება. ასეთ დროს სჯობს სუფთა A ვიტამინი მიიღოთ.

ცარიელ კუჭზე, მით უმეტეს უზმოზე გარგარის მიღება არ შეიძლება. ასევე მწვადის, ფლავის და სხვა რთულად ასათვისებელი კერძების შემდეგ გარგარის ჭამისგან თავი შეიკავეთ. გარგარის ჭამის შემდეგ ცივი წყლის დალევა არ გაბედოთ – დიარეა გაიხსნება.

კაკლის ბირთვის მოყვარულებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ გარგარის ზოგიერთი სახეობის თესლი შეიცავს ძლიერ შხამს – წყალბადციანმჟავას. ერთჯერადად, 20-გრ-ზე მეტის მიღებამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი