სილამაზის პროცედურები, რომელშიც ადრე უკანასკნელ გროშებს იხდიდნენ, დღეს კი უფასოდაც არავის უნდა.

413

ბევრი ქალი მად არის გაიკეთოს ექსტრემალური პროცედურები და გადაიხადოს უამრავი ფული, ოღონდაც შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. თუმცა, ხშირად აღმოჩნდება, რომ სალონური პროცედურები არ იძლევიან მოსალოდნელ შედეგებს და უარესიც – არ არის უსაფრთხო. დღეს, პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი ბიუთი-პროცედურები კარგავენ პოპულარობას ამის გამო.

ბიუთი-პროცედურები

ყველა პროცედურა არც ისე უწყინარია და არც ისე ეფექტური, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ფინანსური ზარალი ნახოთ, მაგრამ არის შანსი, რომ მიიღოთ სერიოზული გვერდითი ეფექტები. სილამაზის სალონები, თავისი მომსახურების რეკლამირებისას, არ საუბრობენ შესაძლო გართულებებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მანიპულაციის შედეგად, კლიენტი მეტ ზიანს იღებს, ვიდრე სარგებელს.

  • წამწამების დაგრძელება – ხელოვნური წამწამები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. არ შეიძლება მისი დასველება და ზეთოვანი გამწმენდების მიკარება. ამ წესების გამო ქალბატონები გაურბიან დაბანის ნორმალურ წესებს, ამიტომ ჭუჭყი და ბაქტერიები წამწამებზე რჩება.შეიძლება გაჩნდეს სერიოზული საფრთხე ანთების, საკუთარი წამწამების დაზიანების. რაც უფრო ხშირი და გრძელია ხელოვნური წამწამი, მით უფრო დიდ სტრესს განიცდის საკუთარი – ცვივა და ტყდება ხოლმე. წამწამების დაკვრის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ჩაკეტილი წრე. უფრო და უფრო ზიანდება ბუნებრივი და საჭირო ხდება მეტი ხელოვნურის დამატება. ასე იწყება მიჯაჭვულობა ბიუთი-პროცედურასთან.
  • თმების აღსადგენი სალონური პროცედურა  – საქმე ეხება პროცედურას, რომლის დროსაც დაბანილ თმაზე უსვამენ სპეციალურ შემადგენლობას, შემდეგ აშრობენ და აორთქლებენ ცხელი უთოთი. სინამდვილეში, ამ დროს ზიანდება თმის სტრუქტურა, რომელსაც კლიენტი ვერ ამჩნევს. პირიქით, სასიამოვნო ეფექტი აქვს: თმა ბზინავს, გლუვია და ჯანსაღად გამოიყურება. თუმცა, როცა ეს ნივთიერება ჩამოირეცხება, თმა მშრალი, გამოფიტული და უსიცოცხლოა.ამ პროცედურის გამეორება 3 თვის განმავლობაში აღარ შეიძლება, მაგრამ ქალებს ლამაზი თმის დაბრუნება მალე სურთ და ისევ იკეთებენ. შედეგად, ძალიან ზიანდება თმის სტრუქტურა და იწყება თმის ინტენსიური ცვენა.
  • პერმანენტული მაკიაჟი და წარბების ტატუაჟი – როდესაც პირველად დაიწყეს წარბების ტატუაჟი, გოგონები სიხარულით შეხვდნენ, აღარ მოუწევდათ ყოველ დილით დახატვა და შეღებვა. თუმცა, ბევრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ წარბების ფორმის მოდა მუდმივად იცვლება. ხოლო წარბის ფორმა, რომელიც გაჯერებულია საღებავით, რთული შესაცვლელია. ამას გარდა, ტატუაჟის ფერი დროთა განმავლობაში ირეცხება და ვღებულობთ წარბებს მოწითალო, მოცისფრო, მონაცრისფრო ელფერით. იგივე შეიძლება ითქვას თვალის და ტუჩის პერმანენტულ მაკიაჟზე. საუკეთესო მოვლის შემთხვევაშიც, შეიძლება გაჟონოს ფორმამ და მისი მოშორება რთული იქნება, ზოგჯერ კი შეუძლებელი.
  • ვინირება – ბევრი ოცნებობს ქათქათა ღიმილზე, მაგრამ სინამდვილეში, ვინირები ფოტოზე უფრო მომხიბვლელია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში ძალიან თვალში საცემია მისი ხელოვნურობა. ამასთან სწრაფად იცვლება ტრენდები და ეხლა პირველ ადგილას ბუნებრიობაა. არაფერი მოუგონიათ ჯანსაღ, თანაბარ, ნატურალური ფერის კბილზე უკეთესი. სტომატოლოგებს სთხოვენ წინა კბილებზე გაუკეთონ მცირე ასიმეტრია, მიკრო რელიეფი, რათა კბილებს უფრო ბუნებრივი ელფერი ჰქონდეს.
  • ანტიცელულიტური მანიპულაცია – ჯერ გავერკვეთ, რა არის ცელულიტი. ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სითხის დაგროვება ქსოვილებში. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ზედაპირული პროცედურები უშედეგოა. ფორთოხლის კანი სწორდება სისტემატიური ვარჯიშით და სწორი კვებით. ანტიცელულიტური სახვევი ეს არის პროცედურა, რომელზეც დიდი იმედები არ უნდა დაამყაროთ. შედეგად ხედავ, რომ თითქოს წონაში დაიკელი, მაგრამ კლება მიმდინარეობს ქსოვილიდან სითხის გამოდევნით. თუმცა, როგორც კი სითხის ბალანსი აღდგება, მოცულობაც დაბრუნდება. ანტიცელულიტური სახვევები ვერ აღწევს კანის სიღრმეში და არ ებრძვის ცხიმის უჯრედებს.
  • LPG – მასაჟი – თავიდან ეს ხელსაწყო გამოიგონეს სხეულიდან ნაიარევის მოსაშორებლად. მალე მისი გამოყენება დაიწყეს ანტიცელულიტური მასაჟისთვის. ეს ტექნოლოგია არ აშორებს ფორთოხლის კანს, უბრალოდ აუმჯობესებს მის გარეგნულ მხარეს. კლიენტებს ჰგონიათ, რომ აღარ აქვთ ზედმეტი წონა და მოიშორეს ცელულიტი, მაგრამ დროთა განმავლობაში, წყლის ბალანსის აღდგენასთან ერთად, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო.
  • მასაჟი მშრალი ჯაგრისით – ეს პროცედურა სახლშიც შეიძლება ჩაიტაროთ. ამბობენ, რომ ის ცელულიტთან საბრძოლველად კარგი საშუალებაა, მაგრამ პრაქტიკაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. ხშირი და ენერგიული მასაჟი მშრალი ჯაგრისით, კანის დაზიანებას და გაღიზიანება გამოიწვევს.
  • თვალის პატჩები – კიდევ ერთი სახლის პროცედურა, რომლიც გვპირდება კანის სწრაფ გამოცოცხლებას და გაახალგაზრდავებას. ხარისხიან პატჩებს ნამდვილად შეუძლიათ შავი წრეების და შეშუპების შემცირება თვალებთან, მაგრამ ნაოჭებს ვერაფერს უზამს, რადგან სასწაულმოქმედი ინგრედიენტები კანქვეშ ვერ აღწევს.

თქვენ რა სახის ბიუთი-პროცედურას მიმართავთ? რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს